ლექსიკონი

| | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | |
Reset list
ურეაპლაზმა/მიკოპლაზმა -  ურეაპლაზმაც და მიკოპლაზმაც შარდსასქესო სისტემის ანთებითი პროცესების გამომწვევი აგენტებია. ისინი ვრცელდება: სქესობრივი გზით; დედისგან ნაყოფზე (ორსულობისას); ქსოვილების ტრანსპლანტაციის (გადანერგვის) შედეგად. სიმპტომებია: წვა შარდვისას; შარდვის მუდმივი მოთხოვნილების შეგრძნება; ძლიერი დისკომფორტი შარდის ბუშტის გავსებისას; ქალებში – ვაგინალური ქავილი, უსიამოვნო სუნის მქონე გამონადენი;                                                                                                                                                                                                           მამაკაცებში – ლორწოვანი, მუქი ფერის გამონადენი შარდის გამომყოფი სადინარიდან (განსაკუთრებით – დილაობით). თუმცა ხშირად ეს ინფექციები უსიმპტომოდაც მიმდინარეობს.