ციტომეგალოვირუსი – ცმვ

ცმვ შედის ჰერპესვირუსების ოჯახში, რომელიც აერთიანებს ჰერპესის მარტივ ვირუსებს და ვირუსებს, რომლებიც იწვევს ჩუტყვავილას (ვარიცელა-ზოსტერის ვირუსი) და ინფექციურ მონონუკლეოზს (ებშტეინ-ბარის ვირუსი). ცმვ-ის აღმოჩენა შესაძლებელია ადამიანის ორგანიზმის სითხეებში, მათ შორის – შარდში, ნერწყვში, დედის რძეში, სისხლში, ცრემლში, სპერმასა და ვაგინალურ სითხეებში. ვირუსის გავრცელება, სწორედ ამ სითხეებთან ახლო კონტაქტის შედეგია.

  • ციტომეგალოვირუსისთვის დამახასიათებელია:

    • სისუსტე;
    • მაღალი სიცხე;
    • ყელის ტკივილი;
    • დაღლილობის შეგრძნება;
    • ლიმფური ჯირკვლების შეშუპება.

    დამახასიათებელი სიმპტომატიკა ხშირად სრულებით არ ვლინდება და დაავადება დიდხანს ფარულად მიმდინარეობს. თანაც, ყოველივე ეს შეიძლება სხვა პათოლოგიის სიმპტომებიც იყოს, ასე რომ, ცმვ-ით ინფიცირებულთა უმეტესობა, შესაძლოა, არც კი იცოდეს ინფექციის მის ორგანიზმში არსებობის შესახებ.

    განსაკუთრებით მძიმედ გამოვლინდება ინფიცირებული დედისგან (უმეტესად – ინფიცირების მწვავე ფაზაში) ნაყოფზე გადასული ციტომეგალოვირუსული ინფექცია. ინფიცირებულ ნაყოფს უვითარდება ცენტრალური ნერვული სისტემის მანკები. აივ/შიდსით დაავადებულთა სიკვდილის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ციტომეგალოვირუსული ინფექციაა.

  • ციტომეგალოვირუსით ინფიცირების დიაგნოსტირება სპეციფიკური ანტისხეულების (იმუნური სისტემის განსაკუთრებული პროტეინების) გამოსავლენი სისხლის ანალიზის საფუძველზე ან PCR-მეთოდით ორგანიზმის სხვადასხვა სითხეში ვირუსის გამოვლენით ხდება.

  • მეცნიერები მუშაობენ ცმვ-ის ვაქცინაზე და ცდილობენ, თანდაყოლილი ცმვ-ის პროფილაქტიკისთვის რაიმე სხვა გზა იპოვონ. ამჟამად არ არსებობს მკურნალობა ორსულთათვის, რომელიც ნაყოფის ინფიცირების თავიდან აცილებას გახდიდა შესაძლებელს. არსებულ პრეპარატებს, რომლებიც ეფექტურია ცმვ-ის წინააღმდეგ, სერიოზული გვერდითი მოვლენები აქვს. ამ პრეპარატებს, როგორც წესი, აივ/შიდსით დაავადებულებში ციტომეგალიის სამკურნალოდ იყენებენ.

დატოვეთ კომენტარი