ტრიქომონოზი

ტრიქომონოზი სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციათა რიცხვს მიეკუთვნება და დაუცველი სქესობრივი კონტაქტის შედეგად ვრცელდება. დაავადებას იწვევს შოლტიანი უმარტივესი – ვაგინალური ტრიქომონა.

    • ყვითელი, სუნიანი გამონადენი;
    • წვა და ქავილი სასქესო ორგანოების მიდამოში;
    • წვა შარდვის დროს და ხშირი შარდვა;
    • გაღიზიანებადობა;
      • მტკივნეული სქესობრივი აქტი.
      • წელის ტკივილი.

    ასეთი სიმპომატიკა ქალებს ახასიათებთ.
    მამაკაცებს სიმპტომები არ აღენიშნებათ, თუმცა ზოგჯერ აქვთ გამონადენი სასქესო ასოდან, უჩნდებათ წვის შეგრძნება შარდვისას და შარდვის ხშირი მოთხოვნილება.

  • დიაგნოსტირებისთვის საშოდან ან სასქესო ასოდან გამონადენის ნაცხის მიკროსკოპიულ ანალიზს მიმართავენ. ხშირად პასუხის გაგება დაუყოვნებლივ შეიძლება, ხოლო თუ მასალის კულტივირება განხორციელდა, შედეგს ერთი კვირის განმავლობაში იღებენ.

  • ტრიქომონოზის მკურნალობა ანტიტრიქომონადული პრეპარატებით ხორციელდება. აუცილებელია მკურნალობის კურსის სრულად და სათანადოდ ჩატარება, რათა ინფექციური აგენტი მოისპოს. კურსის დასრულების შემდეგ საჭიროა განმეორებითი შემოწმება, რათა დადასტურდეს, რომ დაავადება განკურნებულია. სასურველია, მკურნალობის პერიოდში სქესობრივი კონტაქტისგან თავის შეკავება, ხოლო სქესობრივმა პარტნიორებმა ერთდროულად გაიარონ მკურნალობის კურსი. ეს თავიდან ააცილებთ რეინფიცირებას.