თქვენი შვილის განვითარების გაგება
თქვენი შვილი გადადის ზრდასრულობაში. ეს არის ამაღელვებელი პერიოდი მათთვის. მათი ემოციები სწრაფად იცვლება, ვინაიდან სწავლობენ როგორ გაუმკლავდნენ სკოლას, მეგობრებს და ზრდასრულთა მოლოდინებს. მნიშვნელოვანია შეასრულოთ მრჩეველი მშობლის ფუნქცია, რომელიც იქ იქნება იმ დროს, როცა მის შვილს დასჭირდება. ამ ასაკში მას ჯერ კიდევ ბევრი კითხვა აქვს, რომელიც შეიძლება არ იკითხოს.
ქვემოთ მოცემულია იმ ცვლილებების ჩამონათვალი, რომელიც თქვენმა შვილმა შეიძლება უკვე განვლო ან გაივლის მოზარდობის ასაკში.
ფიზიკური განვითარება
- ნამდვილად აღენიშნება სხეულის და ჰორმონალური ცვლილებები სქესობრივი მომწიფებიდან გამომდინარე:
- აგრძელებს ზრდას და წონაში მატებას;
- კანი უფრო ცხიმიანია და შეიძლება გამოუვიდეს გამონაყარი სახეზე, ზურგის ზედა ნაწილზე ან მკერდზე;
- აქვს მეტი ოფლიანობა, სხეულიდან გამოიყოფა სუნი და შეიძლება მოუნდეს ანტიპერსპირანტის ან დეოდორანტის გამოყენება;
- ყოველთვის მშიერი ჩანს და შეიძლება ბევრს სჭამდეს;
- მეტი ძილი სჭირდება, ასე რომ კარგია თუ დააცდით მას იძინოს შაბათ-კვირას.
მდედრობითი სქესი
- ჩვეულებრივ ზრდასრულობის სიმაღლეს აღწევს 16 ან 17 წლის ასაკში;
- მკერდი ზოგს ისევ იზრდება, ზოგს უკვე მთლიანად ჩამოყალიბებული აქვს;
- ჯერ ისევ იმატებს წონაში, თეძოები ფართოვდება და ცხიმი გროვდება დუნდულებში, ფეხებში და მუცელში (ქალური ტიპი);
თეძოები აგრძელებს გაფართოვებას; - მენსტრუაციული პერიოდი და ოვულაცია ხდება რეგულარული – შესაძლებელია დაორსულება;
- აღენიშნება თეთრი, ლორწოს-მსგავსი გამონადენი საშოდან.
მამრობითი სქესი
- სწრაფი ზრდა სიმაღლეში და წონის მომატება შეიძლება ზოგისთვის დამახასიათებელი იყოს, ზოგისთვის არა.
- ზოგი შეიძლება სწრაფად გაიზარდოს სიმაღლეში და მოიმატოს წონაში, მაგრამ ზოგისთვის ეს პროცესი ნელია.
- მხრები ფართოვდება, მატულობს კუნთოვანი მასა, ხმა ბოხდება;
- ბოქვენის და მკლავის ქვეშ არსებული თმა აგრძელებს ზრდას და სქელდება;
- ისევ იზრდება თმა სხეულზე და სახეზე;
- ასო, სათესლე პარკი და სათესლე ჯირკვლები თითქმის ან მთლიანად ჩამოყალიბებულია;
- შეიძლება აღენიშნოს ერექცია და ეაკულაცია, ზოგჯერ ძილის დროს;
- შეიძლება აღენიშნოს შესიება ძუძუს თავების ქვეშ (ჩვეულებრივ გადის სქესობრივი მომწიფების დასარულს).
სექსუალობა
- სექსუალური ექსპერიმენტებისადმი ახალი სურვილის შეგრძნება, რომელიც გამოწვეულია ჰორმონების ცვლილებებით;
- მზარდი ინტერესი რომანტიკული ურთიერთობების მიმართ;
- მეტი ინტერესი სექსუალობის მიმართ – სექსუალური ფანტაზიები საშუალება აძლევს მოემზადოს გააცნოებიეროს საკუთარი სექსუალური ფუნქციები;
- შეიძლება მიიზიდოს ან სექსუალური ექსპერიმენტი ჰქონდეს საკუთარი სქესის წარმომადგენელთან. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს მისი სექსუალური ორიენტაციაა!
- ზრდასთან ერთად, პარტნიორთან ურთიერთობები უფრო ღრმავდება და რეალურად ინტერესდება პარტნიორის მიმართ;
მომატებული ფიზიკური სურვილი სექსუალური თამაშის და ინტიმურობის მიმართ; - შეიძლება დაკავდეს მასტურბაციით ან დაიწყოს სექსუალური ურთიერთობები.
ემოციურობა
- შეიძლება დაბნეულად იგრძნოს თავი, ჰქონდეს ძლიერი ემოციები და წუხდეს საკუთარი სხეულის ცვლილების გამო;
- შეიძლება ადვილად აღეგზნოს, უფრო სენსიტიური გახდეს ან გამოვიდეს მწყობრიდან ჩვეულებრივზე მეტად;
- თანატოლებთან შეწყობა უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება;
- სტრესში ვარდება რთული სასკოლო დავალების გამო;
- თანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობა უფრო სტაბილური ხდება. კონფლიქტები ძირითადად ეხება დამოუკიდებლობის და თვით-იდენტობის საკითხებს.
- აქვს უფრო რეალური და ჩამოყალიბებული ხედვა საკუთარ თავზე და სხვებზე;
- ამ პერიოდში ყველაზე ხშირია სუიციდისადმი მიდრეკილება!
სწავლა და ფიქრი (შემეცნებითი)
- ძლიერი მოთხოვნა და სურვილი დამოუკიდებლობის დამტკიცების – შეიძლება აუჯანყდეს მშობლებს;
- შეიძლება მშობლებისგან ამ წინააღმდეგობას არ ელოდოს, მაგრამ გულის სიღრმეში დარწმუნებულია, რომ ისინი საკმარისად ზრუნავენ მასზე და გაამართლებენ მის მოლოდინს;
- მიისწრაფვის მოირგოს სხვადასხვა როლები და ან ეძიოს საკუთარი თავი;
- იწყებს პიროვნული ღირებულებების განსაზღვრას, რისთვისაც იყენებს ოჯახს, თანატოლებს და სოციალურ ღირებულებებს დამხმარე საშუალებებად;
- აქვს უკეთესი უნარი იფიქროს აბსტრაქტულად, მიიღოს სავარაუდო გამოსავალი პრობლემის გადასაჭრელად და განსაზღვროს ურთიერთობის მიზეზი და შედეგი;
- სამომავლო გეგმები უფრო მნიშვნელოვანი ხდება და ყველაფერს საკუთარ ადგილს უჩენს;
- სჭირდება დამხმარე გარემო და მშობლები, რომლებიც გაუგებენ.
- უკეთესად შეუძლიათ დასაბუთება იმ არჩევანის, რასაც აკეთებენ.
სოციალურობა
- უფრო ღრმა უნარი აქვს მზრუნველობის და გაზიარების და უფრო ინტიმური ურთიერთობების გასავითარებლად;
- ატარებს ნაკლებ დროს მშობლებთან და მეტ დროს მეგობრებთან;
- ისევ სიამოვნებს გუნდის და ჯგუფის წევრად ყოფნა, მაგრამ უფრო კომფორტულად გრძნობს თავს საკუთარ პიროვნებად ყოფნა.
გაიგეთ რა დახმარება სჭირდება თქვენს შვილს
ბავშვები თინეიჯერობის წლების სვლასთან ერთად იწყებენ მეგობრებთან მიმართვას კითხვებზე პასუხებისა და ინფორმაციის მისაღებად. მასთან ახლოს ყოფნა მნიშვნელოვანია, რადგან თქვენმა მოზარდმა იცოდეს, რომ მას შეუძლია მოგმართოთ როცა დასჭირდებით. ამ ასაკში, მოზარდებს ჯერ ისევ აქვთ ბევრი კითხვა, რის შესახებაც შეიძლება არ იკითხონ.
მოზარდებმა, განვითარების ამ ეტაპზე უნდა იცოდნენ მთელი ინფორმაცია, რაც მოიცავს დაბადებიდან 15 წლამდე, პლიუს უნდა იცოდნენ:
- რომ, არ არის აუცილებელი იყვნენ სექსუალურად აქტიურები;
- როგორ გამოიყენოს ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი სწორად, ასევე თითოეული მეთოდის მოქმედება;
- ინფორმაცია გადაუდებელ კონტრაცეფციასთან დაკავშირებით;
- ორსულობასთან დაკავშირებით;
- სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების და უსაფრთხო სექსის წესების შესახებ;
- ალკოჰოლს, ნარკოტიკებს და მოზარდთან-გადაწყვეტილების მიღების უნარს შორის კავშირის შესახებ, როგორიცაა სექსუალურად აქტივობა;
- განსხვავება ჯანსაღ და არაჯანსაღ ურთიერთობებს შორის;
- თანხმობის შესახებ, როგორიცაა მოლაპარაკების და უარყოფის უნარები და საურთიერთობო უნარები (მაგ.; როგორ დაასრულოთ ურთიერთობა).