იყავით აქტიური! იყავით მომზადებული!
აღნიშნული რესურსი დაგეხმარებათ მოემზადოთ მიმდინარე/მომავალი საუბრებისთვის, რომელიც გექნებათ თქვენს შვილთან სქესობრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. თუ თქვენ და თქვენს შვილს ჯერ კიდევ არ გისაუბრიათ სქესობრივი ჯანმრთელობის შესახებ, არასოდეს არ არისი გვიანი მისი დაწყება!
სქესობრივი ჯანმრთელობა – რას ნიშნავს სქესობრივი ჯანმრთელობა და რას მოიცავს იგი;
მრჩეველი – რას ნიშნავს მრჩევლის როლის შესრულება და როგორ უნდა გახდეთ მრჩეველი;
ღირებულებები და რწმენები – როგორ უნდა ისაუბროთ სქესობრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ თქვენს ღირებულებებსა და რწმენებზე;
რჩევები და მეთოდები – რჩევები და მეთოდები წარმატებული და მუდმივი საუბრებისთვის.
რას ნიშნავს სქესობრივი ჯანმრთელობა?
სქესობრივი ჯანმრთელობა მოიცავს ადამიანის ფიზიკურ, გონებრივ, ემოციურ და სოციალურ კეთილდღეობას. საკუთარ სქესობრივ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მნივნელოვანი ნაწილია.
სქესობრივი ჯანმრთელობის სწავლება თქვენი შვილისთვის ნიშნავს იმას, რომ მას აქვს ცოდნა, უნარი და შესაძლებლობა როგორ დაიცვას საკუთარი და სხვების ჯანმრთელობა ახლაც და ზრდასრულობის ასაკშიც.როგორც მშობელი, თქვენ საკუთარ შვილს უნდა ასწავლოთ სქესობრივ ჯანმრთელობა და არა მხოლოდ სქესობრივი კავშირი. სქესობრივი ჯანმრთელობა მოიცავს ჰიგიენას, ჯანსაღ ურთიერთობებს, სექსუალობასა და თანხმობას.
რას გულისხმობს სექსუალობა?
სექსუალობა ყველა ადამიანის მნიშვნელოვანი ნაწილია. ადამიანის სექსუალობა მოიცავს ყველაფერს, დაწყებული ბიოლოგიური სქესით, გენდერული იდენტობითა და სექსუალური ორიენტაციით, დამთავრებული ორსულობითა და რეპროდუქციით. მიუხედავად იმისა, რომ სექსუალობა ამ ყველაფერს მოიცავს, ადამიანები მათ სხვადასხვანაირად განიცდიან. სექსუალობაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას, რომელთაგან ზოგიერთი მათგანი მოიცავს ბიოლოგიას, ფსიქოლოგიას, კულტურას და რელიგიას.
სექსუალობის ბორბალი
სექსუალობის ბორბალი (იხილეთ მომდევნო გვერდი) გვიჩვენებს რეალურად რამდენად ფართოა სექსუალობის ცნება. ბორბალის თითოეული ნაწილი წარმოადგენს ერთ ნაწილს იმისას, თუ ვინ ვართ ჩვენ. ეს ნაწილები ყველა ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ერთიმეორეზე ახდენს გავლენას. ბორბალის მარცხენა მხარეზე არსებული ჩარჩოები გვიჩვენებს თუ ვინ ვართ ჩვენ ბუნებით. მარჯვენა მხარეს არსებულები გვიჩვენებს თუ ვინ გვასწავლის ან ვინ გვინდა რომ ვიყოთ. ბორბალი მოძრაობს თავისუფლად და გლუვად. როცა ჩვენი „მე”-ს ყველა ნაწილი ჯანსაღია, ჩვენი სექსუალობაც ჯანსაღია.
ვინ ვართ ბუნებით
ჩამოთვლილი მახასიათებლები ჩვენი ბუნების შემადგენელი ნაწილია. განვიხილოთ თითოეული მათგანი:
პიროვნულობა – თვისებების ერთობლიობა, რაც ქმნის ადამიანის უნიკალურ ხასიათს.
გენდერული იდენტობა – ადამიანის იდენტობის შინაგანი გრძნობა, როგორც ქალის, მამაკაცის, ორივესი ან არც-ერთის, განურჩევლად მისი დაბადებიდან მიღებული ბიოლოგიური სქესისა.
გენდერული გამოხატულება – როგორ გამოხატავს ადამიანი საკუთარ გენდერს. ეს შეიძლება მოიცავდეს გარეგნობას, სახელს, საზოგადოებრივ ქცევას და ა.შ.
სექსუალური ორიენტაცია – ადამიანის ემოციური და სექსუალური მიზიდულობა სხვა ადამიანების მიმართ. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი და ასახოს ან არ ასახოს სექსუალური ქცევები.
ბიოლოგიური სქესი – ფიზიკური სქესობრივი მახასიათებლები, რაც ჰყოფს ადამიანებს მამრობითად ან მდედრობითად დაბადებიდანვე, სასქესო ორგანოების, სხეულის ფორმის, ჰორმონების, ქრომოსომების, ა.შ. მიხედვით.
ვინ უნდა ვიყოთ
ურთიერთობები – მეთოდი, რის საშუალებითაც ადამიანები ერთმანეთს უკავშირდებიან და ექცევიან ერთმანეთს.
სექსუალური აქტივობა – ერთი რამ, რასაც ადამიანები განიცდიან ან რითაც გამოხატავენ საკუთარ სექსუალობას. სექსუალური აქტივობა მოიცავს კოცნას, შეხებას და სქესობრივ კავშირს (მაგ.; ორალური, ანალური, ვაგინალური).
კომუნიკაცია – მეთოდი, რის საშუალებითაც ადამიანები ამყარებენ ურთიერთობას და უზიარებენ ინფორმაციას, მიზნებს, აზრებს და აყალიბებენ ცნობიერებას.
სოციალიზაცია – ათვისებული ქცევები, რომელიც მოიცავს წესებს, დამოკიდებულებას და ღირებულებებს, რაც მისაღებია სოციალური ჯგუფისთვის, საზოგადოებისთვის ან კულტურისთვის.
თვით – წარმოდგენა (იმიჯი) – როგორ ფიქრობს ადამიანი ან აღიქვავს სხვებს, მათ შორის, საკუთარ პიროვნულობას, გარეგნობას და საკუთარ ღირებულებებს.
რა გააკეთა ხალხმა, განვლო ან რაზე მოხდა მათი დამოკიდებულება ცხოვრების მანძილზე. პირადი გამოცდილებები ეხმარება მათ საკუთარი ღირებულებების ჩამოყალიბებაში.
თქვენი ღირებულებები და რწმენები
სანამ დაიწყებთ თქვენს მოზარდ შვილთან სქესობრივ ჯანმრთელობაზე საუბარს, პირველ რიგში უნდა იფიქროთ და გააანალიზოთ საკუთარი ღირებულებები და თქვენი ოჯახის ღირებულებები, სანამ მას გაუზიარებთ თქვენს შვილს. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე კითხვა, რაც დაგეხმარებათ იფიქროთ საკუთარ ღირებულებებზე.
- როგორ ასახავთ ამ ღირებულებებს თქვენს ყოველ დღიურ ცხოვრებაში? პატიოსნება, პატივისცემა, თანაგრძნობა, პასუხისმგებლობა, ანგარიშვალდებულება
- იცის თქვენმა მოზარდმა შვილმა და აცნობიერებს იმას, თუ როგორი დამოკიდებულება გაქვთ თქვენ ამ ღირებულებებთან დაკავშირებით?
- იცის თქვენმა შვილმა თქვენი მოლოდინი, თუ როგორ მოიქცევა ის როდესაც ეცოდინება და გააცნობიერებს თქვენს ღირებულებებს?
ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებობს ბევრი სასწავლო მომენტი. შეიძლება უყუროთ ახალ ამბებს ან შეიძლება თქვენს ოჯახთან ან მეგობართან დაკავშირებით ხდებოდეს რაღაც, რაც შეიძლება, რომ სასწავლო მომენტის საფუძველი გახდეს.
ეს შეიძლება იყოს მიმდინარე ან ცხოვრებისეული მოვლენები, რომელიც უკავშირდება სქესობრივ კავშირზე თანხმობას და სექსუალურ ძალადობას, შეურაცხყოფას და კიბერბულინგს, ინტერნეტ უსაფრთხოებას ან თუნდაც მეგობარს ან ახლობელს, რომელიც ორსულადაა.
ახლა დროა იფიქროთ იმაზე, თუ როგორ დაუკავშიროთ თქვენი შვილისთვის ნასწავლი ღირებულებები სექსუალობას და სქესობრივ ჯანმრთელობას.
როგორც ოჯახს, ოდესმე გისაუბრიათ თქვენს ღირებულებებზე სექსუალობასთან დაკავშირებით? შეუძლია თუ არა თქვენს შვილს დაასახელოს თქვენი ოჯახის ღირებულებები, იმ შემთხვევაში თუ ჰკითხავენ მას ამის შესახებ? იცის თუ არა მან რა არის თქვენთვის მთავარი ფასეულობა?
მაგ. ურთიერთობები, სქესობრივ აქტივობა, თანხმობა.
ურთიერთობები – იციან მათ რას ფიქრობთ მათი პაემნების შესახებ? ხელის ჩაკიდებაზე? კოცნაზე? დროის გატარებაზე მასთან, ვინც აინტერესებთ?
სქესობრივი აქტივობა – იციან მათ რას ფიქრობთ თქვენ მათი სხვასთან სიახლოვის შესახებ? სხვადასხვა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებაზე? სქესობრივ აქტივობაში მონაწილეობაზე, როცა ალკოჰოლი ან ნარკოტიკია გამოყენებული?
თანხმობა – იციან მათ რას ფიქრობთ თქვენ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თანხმობის მიღება? თანხმობა ჩახუტებაზე ან ხელის ჩაკიდებაზე? თანხმობა კოცნაზე ან სქესობრივ აქტივობაზე? თანხმობა სქესობრივ კავშირზე?
რჩევები / ხერხები
როგორც კი თქვენი შვილი გახდება თინეიჯერი, ის დაიწყებს მისთვის საინტერესო თემების აქტიურ განხილვას მეგობრებთან ერთად. თუ თქვენ იქნებით მრჩეველი მშბელი, თქვენს შვილს ეცოდინება, რომ შეუძლია მოგმართოით ნებისმიერ დროს, მისთვის მნიშვნელოვანი კითხვებით.
მოზარდებს ბევრი კითხვა უჩნდებათ, რომლებზეც, შესაძლოა, ხმამაღლა არ საუბრობდნენ. მათთან საუბარი, სექსუალური ჯანმრთელობის შესახებ, შეიძლება რთული აღმოჩნდეს. სქესობრვი მომწიფებას თან ახლავს ხასიათის ცვალებადობა, რაც კიდევ ერთი დაბრკოლება მათთან ურთიერთობისას. ნებისმიერი მოზარდისთვის ეს არის დიდი გარდატეხის პერიოდი. ისინი ხდებიან ახალგაზრდა ზრდასრულები, რომლებმაც მალე პასუხი უნდა აგონ საკუთარ გადაწყვეტილებებზე და საქციელზე. ხშირად, ისინი ითხოვენ მაქსიმალურ დამოუკიდებლობას თქვენგან, მაგრამ, გახსოვდეთ, თქვენს შვილს აუცილებლად აინტერესებს რას ამბობთ და/ან აკეთებთ თქვენ, იმის მიუხედავად შეიმჩნევა თუ არა მისი ეს ინტერესი.
რამდენიმე რჩევა თქვენს მოზარდ შვილთან სასაუბროდ
- ყურადღება მიაქციეთ სწავლებისთვის შესაფერის მომენტებს:
ესაუბრეთ და დაეხმარეთ მათ გაიგონ საკითხები, რომელსაც ხედავენ ტელევიზორში, ფილმებში, რეკლამებში, მუსიკაში, სოციალურ მედიაში, ახალ ამბებში, საზოგადოებაში და თქვენს საზოგადოებრივ წრეში. ამან შეიძლება დასაბამი მისცეს თქვენს საუბარს ფასეულობებსა და რწმენებზე. - უზრუნველყავით რესურსებით:
იქონიეთ სახლში ისეთი საინფორმაციო/შემეცნებითი რესურსები, მაგ. წიგნები, საიდანაც თქვენი მოზარდი შვილი სწორ ინფორმაციას მიიღებს.
სანდო რესურსებისა და საინფორმაქციო სააგენტოებით დაინტერესების შემთხვევაში, იხილეთ რესურსების გვერდი ჩვენს ვებ-საიტზე. - არ არის აუცილებელი იყოთ „ყოვლისმცოდნე“:
თვითონაც იყავი აქტიური შემსწავლელი. თქვენი შვილი ზუსტად იმდენივეს გასწავლით, რამდენსაც თქვენ ასწავლით მას. - წააქეზეთ თქვენი შვილი ისაუბროს იმის შესახებ, რაზეც ფიქრობს:
იდეების ღიად გაცვლა ხელს შეუწყობს გაარკვიოთ ის ფასეულობები, რომელიც თითოეულ თქვენგანს გაგაჩნია. - როცა თქვენი მოზარდი შვილი კითხვას გისვამთ, ყველანაირად შეეცადეთ იმ დროს უპასუხოთ:
თუ პასუხი არ გაქვთ, შესთავაზეთ, ერთად გაარკვიოთ, ან, უთხარით რომ გაარკვევთ და შემდეგ ეტყვით. არ გადადოთ საუბარი გაურკვეველი დროით, რათა არ იფიქროს მან, რომ რაღაც თემაზე საუბარი არ შეიძლება ან უმნიშვნელოა. - აჩვენეთ მას როგორია გონებამახვილური, ჯანსაღი გადაწყვეტილებები და საქციელი:
საკუთარი ცხოვრების მაგალითით უჩვენეთ თქვენს მოზარდს როგორია ჯანსაღი ურთიერთობები და ცხოვრების სტილი. - ითამაშე თამაში – „რა მოხდება თუ …“
დაუსვით მას სიტუაციური შეკითხვა. მაგ. „რა მოხდება თუ შენი პარტნიორი / მეგობარი დაორსულდა?“ ან „რას იზამ, თუ მეგობრებმა გთხოვეს ისეთი რამის გაკეთება, რაც არ არის შენთვის კომფორტული?“ ეცადეთ არ განსაჯოთ მისი პასუხი, თუმცა ერთად განიხილეთ სავარაუდო ქმედებები და მისი შედეგები. - ესაუბრეთ მას ისე, როგორც ზრდასრულ ადამიანს:
შეარჩიეთ სწორი ტერმინები, რათა დაუმტკიცოთ, რომ თქვენ პატივს სცემთ მათ ასაკს და ცოდნას. პატივი ეცით მათ მოსაზრებებსა და გრძნობებს. - აღიარეთ, რომ შეუძლებელია გააკონტროლოთ თქვენი მოზარდი შვილის ყველა ქმედება:
დაარწმუნეთ თქვენი შვილი, რომ მიუხედავად იმისა, მოგეწონებათ თუ არა მისი ქმედებები, ყოველთვის მის გვერდით იდგებით და უპირობოდ გეყვარებათ.
- ყურადღება მიაქციეთ სწავლებისთვის შესაფერის მომენტებს: