როგორ ამოვიცნოთ ბულინგის შემთხვევა

არსებობს ბევრი მიზეზი, რომ ბავშვებმა არავის უთხრან იმის შესახებ, რომ მათ აშინებენ ან ემუქრებიან. მათ შეიძლება სცხვენიათ, დაბნეულები არიან ან ეშინიათ, რომ ეს ყველაფერს კიდევ უფრო გააუარესებს. ბავშვები შეიძლება გრძნობენ რომ ჩუმად იყვნენ, რათა დაიცვან მეგობრები. თქვენი შვილის საქციელი შეიძლება იყოს გასაღები დაშინების ამოცნობისა, სანამ თვითონ იქნებიან მზად მასზე სასაუბროდ.

გთავაზობთ რამდენიმე გამაფრთხილებელ ნიშანს, რომ თქვენს შვილს შესაძლოა აშინებდნენ. მას შეიძლება ჰქონდეს გაჭრილი სხეული ან დალურჯებები, რომელზეც ახსნა-განმარტებას ვერ იძლევა ან:

  • ეშინია სკოლაში წასვლის, აცდენს სკოლას ან ამბობს, რომ ცუდად გრძნობს თავს სკოლის დღეებში;
  • უკლებს მეცადინეობას სკოლაში;
  • „კარგავს” ნივთებს ან სახლში მოდის დახეული ტანსაცმლითა და წიგნებით;
  • ესიზმრება კოშმარები;
  • ხდება განდევნილი ან იწყებს სხვა ბავშვების დაშინებას;
  • საუბრობს ან ცდილობს თვითმკვლელობას

თუ ფიქრობთ, რომ თქვენს შვილს აშინებენ, მას პირდაპირ ჰკითხეთ. არიან შენს სკოლაში ან კლასში მოძალადეები? რეებს ამბობენ ან აკეთებენ ისინი? ვისი ამოჩემება უნდათ? ოდესმე გემუქრებიან, გაშინებენ შენ?

დატოვეთ კომენტარი