სოციალური მედია საიტები, როგორიცაა Facebook, Insstagram, twitter, Youtube, ასევე ელექტრონული ფოსტა და ტექსტური შეტყობინება ახალგაზრდა თაობის საკომუნიკაციო და დასაკავშირებელ უდიდეს საშუალებად იქცა. ამ საიტების გამო და ახალგაზრდების მათზე წვდომის წყალობით, კიბერბულინგი რეალობად იქცა.
კიბერბულინგი მოიცავს ინტერნეტის, სოციალური მედია საშუალებების და სხვა ინტერაქტიული ტექნოლოგიების (Facebook, twitter, ვებსაიტები, ბლოგები, სათამაშო საიტები) ან სმარტფონების გამოყენებას, იმისათვის რომ დააშინონ, გააჩუმონ ან გაავრცელონ ჭორები ვინმეზე. კიბერ მოძალადეები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, რადგან შეუძლიათ კომპიუტერის ან ტელეფონის მიღმა დაიმალონ და უფრო ფარულად განახორციელონ რასაც აკეთებენ. ეს არის დაშინების ძალიან კომპლექსური ტიპი, რადგან იგი მოიცავს პირდაპირ დაშინებას ან სხვების გამოყენებას დასაშინებლად. იგი ბევრი სხვადასხვა ფორმითაა. ერთადერთი ლიმიტი ბულინგისა არის მოძალადის წარმოსახვა და ტექნოლოგიაზე მისაწვდომობა.
კიბერბულინგს შეუძლია გამოიწვიოს დაბალი თვით-შეფასება, სკოლის გაცდენა, დეპრესია და თვითმკვლელობაც კი. კიბერ მუქარები შეიძლება უფრო საზიანო იყოს ვიდრე პირისპირ მუქარა, ვინაიდან აქედან თავის დაღწევა არ არსებობს. ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას.
როგორც მშობელს, რისი გაკეთება შეგიძლიათ კიბერბულინგთან დაკავშირებით:
- ხშირად ესაუბრეთ თქვენს შვილს საკუთარ ონლაინ აქტივობებზე და ქცევაზე;
- ხშირად შეამოწმეთ შვილი, რათა დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი რიგზეა;
- ყურადღება მიაქციეთ შვილის საქციელს ტელეფონის ან კომპიუტერის ხმარებისას;
- დარწმუნდით, რომ თქვენი შვილი კომფორტულად გრძნობს თავს, თქვენთან რაიმე საკითხზე მომართვისას.