გზამკვლევი მშობლებისთვის (0-12 წელი)

იყავით აქტიური. იყავით მომზადებული.

აღნიშნული რესურსი დაგეხმარებათ მოემზადოთ მიმდინარე/მომავალი საუბრებისთვის, რომელიც გექნებათ თქვენს შვილთან სქესობრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. თუ თქვენ და თქვენს შვილს ჯერ კიდევ არ გისაუბრიათ სქესობრივი ჯანმრთელობის შესახებ, არასოდეს არ არისი გვიანი მისი დაწყება!

სქესობრივი ჯანმრთელობა – რას ნიშნავს სქესობრივი ჯანმრთელობა და რას მოიცავს იგი;

მრჩეველი – რას ნიშნავს მრჩევლის როლის შესრულება და როგორ უნდა გახდეთ მრჩეველი;

ღირებულებები და რწმენები – როგორ უნდა ისაუბროთ სქესობრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ თქვენს ღირებულებებსა და რწმენებზე;

რჩევები და მეთოდები – რჩევები და მეთოდები წარმატებული და მუდმივი საუბრებისთვის.

  • სქესობრივი ჯანმრთელობა მოიცავს ადამიანის ფიზიკურ, გონებრივ, ემოციურ და სოციალურ კეთილდღეობას. საკუთარ სქესობრივ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მნივნელოვანი ნაწილია.

    სქესობრივი ჯანმრთელობის სწავლება თქვენი შვილისთვის ნიშნავს იმას, რომ მას აქვს ცოდნა, უნარი და შესაძლებლობა, დაიცვას საკუთარი ჯანმრთელობა და სხვების ჯანმრთელობა ახლაც და ზრდასრულობის ასაკშიც.

    როგორც მშობელი, თქვენ საკუთარ შვილს უნდა ასწავლოთ სქესობრივ ჯანმრთელობას და არა მხოლოდ სქესობრივ კავშირი. სქესობრივი ჯანმრთელობა მოიცავს ჰიგიენას, ჯანსაღ ურთიერთობებს, სექსუალობას და თანხმობას.

  • სექსუალობა ყველა ადამიანის მნიშვნელოვანი ნაწილია. ადამიანის სექსუალობა მოიცავს ყველაფერს, დაწყებული ბიოლოგიური სქესით, გენდერული იდენტობითა და სექსუალური ორიენტაციით, დამთავრებული ორსულობითა და რეპროდუქციით. მიუხედავად იმისა, რომ სექსუალობა ამ ყველაფერს მოიცავს, ადამიანები მათ სხვადასხვანაირად განიცდიან. სექსუალობაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას, რომელთაგან ზოგიერთი მათგანი მოიცავს ბიოლოგიას, ფსიქოლოგიას, კულტურას და რელიგიას.

  • სექსუალობის ბორბალი გვიჩვენებს რეალურად რამდენად ფართოა სექსუალობის ცნება. ბორბალის თითოეული ნაწილი წარმოადგენს ერთ ნაწილს იმისას, თუ ვინ ვართ ჩვენ. ეს ნაწილები ყველა ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ერთიმეორეზე ახდენს გავლენას. ბორბალის მარცხენა მხარეზე არსებული ჩარჩოები გვიჩვენებს თუ ვინ ვართ ჩვენ ბუნებით. მარჯვენა მხარეს არსებულები გვიჩვენებს თუ ვინ გვასწავლის ან ვინ გვინდა რომ ვიყოთ. ბორბალი მოძრაობს თავისუფლად და გლუვად. როცა ჩვენი „მე”-ს ყველა ნაწილი ჯანსაღია, ჩვენი სექსუალობაც ჯანსაღია.

  • ვინ ვართ ბუნებით: 

    ჩამოთვლილი მახასიათებლები ჩვენი ბუნების შემადგენელი ნაწილია. განვიხილოთ თითოეული მათგანი:

    პიროვნულობა – თვისებების ერთობლიობა, რაც ქმნის ადამიანის უნიკალურ ხასიათს.

    გენდერული იდენტობა – ადამიანის იდენტობის შინაგანი გრძნობა, როგორც ქალის, მამაკაცის, ორივესი ან არც-ერთის, განურჩევლად მისი დაბადებიდან მიღებული ბიოლოგიური სქესისა.

    გენდერული გამოხატულება – როგორ გამოხატავს ადამიანი საკუთარ გენდერს. ეს შეიძლება მოიცავდეს გარეგნობას, სახელს, საზოგადოებრივ ქცევას და ა.შ.

    სექსუალური ორიენტაცია – ადამიანის ემოციური და სექსუალური მიზიდულობა სხვა ადამიანების მიმართ. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი და ასახოს ან არ ასახოს სექსუალური ქცევები.

    ბიოლოგიური სქესი – ფიზიკური სქესობრივი მახასიათებლები, რაც ჰყოფს ადამიანებს მამრობითად ან მდედრობითად დაბადებიდანვე, სასქესო ორგანოების, სხეულის ფორმის, ჰორმონების, ქრომოსომების, ა.შ. მიხედვით.

     

    ვინ უნდა ვიყოთ:

    ურთიერთობები – მეთოდი, რის საშუალებითაც ადამიანები ერთმანეთს უკავშირდებიან და ექცევიან ერთმანეთს.

    სექსუალური აქტივობა – ერთი რამ, რასაც ადამიანები განიცდიან ან რითაც გამოხატავენ საკუთარ სექსუალობას. სექსუალური აქტივობა მოიცავს კოცნას, შეხებას და სქესობრივ კავშირს (მაგ.; ორალური, ანალური, ვაგინალური).

    კომუნიკაცია – მეთოდი, რის საშუალებითაც ადამიანები ამყარებენ ურთიერთობას და უზიარებენ ინფორმაციას, მიზნებს, აზრებს და აყალიბებენ ცნობიერებას.

    სოციალიზაცია – ათვისებული ქცევები, რომელიც მოიცავს წესებს, დამოკიდებულებას და ღირებულებებს, რაც მისაღებია სოციალური ჯგუფისთვის, საზოგადოებისთვის ან კულტურისთვის.

    თვით – წარმოდგენა (იმიჯი) – როგორ ფიქრობს ადამიანი ან აღიქვავს სხვებს, მათ შორის, საკუთარ პიროვნულობას, გარეგნობას და საკუთარ ღირებულებებს.

    რა გააკეთა ხალხმა, განვლო ან რაზე მოხდა მათი დამოკიდებულება ცხოვრების მანძილზე. პირადი გამოცდილებები ეხმარება მათ საკუთარი ღირებულებების ჩამოყალიბებაში.

  • სანამ დაიწყებთ თქვენს შვილთან სქესობრივ ჯანმრთელობაზე საუბარს, პირველ რიგში უნდა იფიქროთ და გააანალიზოთ საკუთარი ღირებულებები და თქვენი ოჯახის ღირებულებები, სანამ მას გაუზიარებთ თქვენს შვილს. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე კითხვა, რაც დაგეხმარებათ იფიქროთ საკუთარ ღირებულებებზე.

    1. როგორ ასახავთ ამ ღირებულებებს თქვენს ყოველ დღიურ ცხოვრებაში? პატიოსნება, პატივისცემა, თანაგრძნობა, პასუხისმგებლობა, ანგარიშვალდებულება
    2. იცის თქვენმა შვილმა და აცნობიერებს იმას, თუ როგორი დამოკიდებულება გაქვთ თქვენ ამ ღირებულებებთან დაკავშირებით
    3. იცის თქვენმა შვილმა თქვენი მოლოდინი, თუ როგორ მოიქცევა ის როდესაც ეცოდინება და გააცნობიერებს თქვენს ღირებულებებს?

    ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებობს ბევრი სასწავლო მომენტი. შეიძლება უყუროთ ახალ ამბებს ან შეიძლება თქვენს ოჯახთან ან მეგობართან დაკავშირებით ხდებოდეს რაღაც, რაც შეიძლება, რომ სასწავლო მომენტის საფუძველი გახდეს.

    ესენი შეიძლება იყოს მიმდინარე ან ცხოვრებისეული მოვლენები, რაც ეხება დაშინებას ან კიბერბულინგს, როგორ აჩვენებენ ურთიერთობებს ტელევიზიაში ან ფილმებში, ინტერნეტ უსაფრთხოებას ან მეგობარს ან ნათესავს, რომელის ორსულადაა.

    ახლა დროა იფიქროთ იმაზე, თუ როგორ დაუკავშიროთ თქვენი შვილისთვის ნასწავლი ღირებულებები სექსუალობას და სქესობრივ ჯანმრთელობას.

    როგორც ოჯახს, ოდესმე გისაუბრიათ თქვენს ღირებულებებზე სექსუალობასთან დაკავშირებით? შეუძლია თუ არა თქვენს შვილს დაასახელოს თქვენი ოჯახის ღირებულებები, იმ შემთხვევაში თუ ჰკითხავენ მას ამის შესახებ? იცის თუ არა მან რა არის თქვენთვის მთავარი ფასეულობა?

    მაგ. ურთიერთობები, სქესობრივ აქტივობა, თანხმობა.

    ურთიერთობები – იციან მათ რას ფიქრობთ მათი პაემნების შესახებ? ხელის ჩაკიდებაზე? კოცნაზე? დროის გატარებაზე მასთან, ვინც აინტერესებთ?

    სქესობრივი აქტივობა – იციან მათ რას ფიქრობთ თქვენ მათი სხვასთან სიახლოვის შესახებ? სხვადასხვა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებაზე? სქესობრივ აქტივობაში მონაწილეობაზე, როცა ალკოჰოლი ან ნარკოტიკია გამოყენებული?

    თანხმობა – იციან მათ რას ფიქრობთ თქვენ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თანხმობის მიღება? თანხმობა ჩახუტებაზე ან ხელის ჩაკიდებაზე? თანხმობა კოცნაზე ან სქესობრივ აქტივობაზე? თანხმობა სქესობრივ კავშირზე?

  • შეასრულოთ მრჩევლის ფუნქცია გულისხმობს იმას, რომ თქვენ გიადვილდებათ საუბარი, შეგიძლიათ მოსმენა, პატივს სცემთ პიროვნების უფლებას ხელშეუხებლობასთან მიმართებაში და პატივს სცემთ ბავშვის ან მოზარდის უფლებას იმოქმედონ ისე, როგორც სიამოვნებთ.

    მრჩეველი:
    იცნობს საკუთარ თავს.
    იგი აცნობიერებს საკუთარ ღირებულებებს და რწმენებს და საუბრობს მათზე გარკვევით და პატივისცემით.
    ის აცნობიერებს ადამიანის სხეულთან დაკავშირებულ ფაქტებს, როგორიცაა სქესობრივი სიმწიფე და გამრავლება, მაგრამ, ამასთანავე, აცნობიერებს რა ახდენს გავლენას პიროვნების სექსუალობაზე, რას ნიშნავს ჯანსაღი ურთიერთობა და თანხმობა და ა.შ.
    პასუხობს შეკითხვებს.
    მრჩეველი პიროვნება ასწავლის საკუთარ შვილს სიტყვებით, საკუთარი საქციელით და საშუალებით, იმის მიხედვით, თუ როგორ რეაგირებს ის სიტუაციებზე, შეიკითხვებზე და სხვა ადამიანების ქცევებზე.

  • თქვენი შვილისთვის თქვენ ხართ მაგალითი, ასევე, ინფორმაციის ძვირფასი და სანდო წყაროდ. მას სურს მიიღოს ჯანსაღი ინფორმაცია თქვენიდან, იმ თბილი და სასიყვარულო ურთიერთობიდან გამომდინარე, რომელიც თქვენ გაქვთ.

    ამ და სხვა გარემოებათა გამო, მნიშვნელოვანია, რომ თქვენს შვილთან განიხილოთ სქესობრივი ჯანმრთელობა – ეს დაეხმარებას მას მიიღოს ჯანსაღი გადაწყვეტილებები ახლაც და მომავალშიც. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას სქესობრივ ჯანმრთელობაზე საუბრის დასაწყებად, ნებისმიერ ასაკში:

    1. არასოდეს არის გვიან საუბრის დაწყება! არ ეცადოთ ყველაფრის ერთბაშად თქმა, ასევე, არ იდარდოთ, თუ ფიქრობთ რომ ბევრი ისაუბრეთ.
    2. შეარჩიეთ მარტივი და ასაკთან-შესაფერისი ენა. მაგ. იმაზე საუბრისას, თუ საიდან ჩნდებიან ბავშვები, სამი წლის ბავშვისთვის საკმარისია ვუთხრათ რომ „ბავშვები იზრდებიან სპეციალურ ადგილას დედის ორგანიზმში, რომელსაც ჰქვია საშვილოსნო.” თუმცა, 6 წლის ასაკის ბავშვს შეიძლება მეტი კითხვა გაუჩნდეს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იზრდება ბავშვი და შეიძლება მოუნდეს გაგება როგორ გამოდის ის.
    3. ასწავლეთ შვილს, რომ მისი სხეული მისი საკუთრებაა.
      ასწავლეთ მას, რომ უფლება აქვს უთხრას სხვებს, რომ არ სურს შეეხონ, ჩაეხუტონ, შეუღიტინონ და სხვა, თუნდაც ამას მისი მეგობარი ან ნათესავი აკეთებდეს.
    4. გამოიყენეთ შესაბამისი ტერმინები სხეულის ნაწილებისა და ორგანიზმის ფუნქციების მიმართ.
      ბავშვებისთვის შეიძლება დამაბნეველი იყოს, რომ ზოგიერთ სხეულის ნაწილს განსაკუთრებული სახელწოდება აქვს სხვებისგან განსხვავებით. ეს დაეხმარება ბავშვს დაცული იყოს ძალადობისგან, ვინაიდან ეცოდინება საჭირო სიტყვები, რომ ისაუბროს მისთვის არასასურველი შეხებისა და გრძნობის შესახებ.
    5. ყურადღება მიაქციეთ სწავლებისთვის შესაფერის მომენტებს.
      ესაუბრეთ და დაეხმარეთ მას გაიგოს ის საკითხები, რაც გადის ტელევიზიაში, ფილმებში, რეკლამებში, მუსიკაში, ახალ ამბებში და საზოგადოებაში. ამან ასევე შეიძლება დასაბამი მისცეს თქვენს ღირებულებებზე და რწმენებზე საუბრის დაწყებას.
    6. გაარკვიეთ, თუ რა იცის მან.
      ბავშვებს სკოლაში ესმით სიტყვები ან ფრაზები, რომელთაც ვერ იგებენ. ჰკითხეთ საკუთარ შვილს რისი თქმა შეუძლია სქესობრივი ჯანმრთელობის თემასნ დაკავშირებით. ეს დიდებული საშუალებაა საუბრის დასაწყებად, იმის გამოსარკვევად თუ რა იცის მან და მიაწოდეთ მას სწორი ინფორმაცია.
    7. ისაუბრეთ იმაზე მეტი ვიდრე „ფაქტებია”.
      სხეულთან დაკავშირებულ ფაქტებთან ერთად და თუ როგორ მოქმედებს ისინი, ისაუბრეთ ასევე გრძნობებზე, ურთიერთობებზე და როგორ გავლენას ახდენს ისინი სხვა ადამიანებზე.
    8. მიაწოდეთ რესურსები.
      იქონიეთ სახლში ისეთი საინფორმაციო/შემეცნებითი რესურსები, მაგ. წიგნები, საიდანაც თქვენი მოზარდი შვილი სწორ ინფორმაციას მიიღებს.
      სანდო რესურსებისა და საინფორმაქციო სააგენტოებით დაინტერესების შემთხვევაში, იხილეთ რესურსების გვერდი ჩვენს ვებ-საიტზე.
    9. არ არის აუცილებელი იყოთ „ყოვლისმცოდნე“:
      თვითონაც იყავი აქტიური შემსწავლელი. თქვენი შვილი ზუსტად იმდენივეს გასწავლით, რამდენსაც თქვენ ასწავლით მას.
    10. წააქეზეთ თქვენი შვილი ისაუბროს იმის შესახებ, რაზეც ფიქრობს:
      იდეების ღიად გაცვლა ხელს შეუწყობს გაარკვიოთ ის ფასეულობები, რომელიც თითოეულ თქვენგანს გაგაჩნია.
    11. ასწავლეთ მას რა არის სოციალურად შესაფერისი და შეუფერებელი.
      ზრდასთან ერთად მნიშვნელოვანია ბავშვებმა ისწავლონ და გაიგონ, რომ სხვა ადამიანების სტანდარტები შეიძლება მათგან განსხვავდებოდეს.
    12. როცა თქვენი მოზარდი შვილი კითხვას გისვამთ, ყველანაირად შეეცადეთ იმ დროს უპასუხოთ:
      თუ პასუხი არ გაქვთ, შესთავაზეთ, ერთად გაარკვიოთ, ან, უთხარით რომ გაარკვევთ და შემდეგ ეტყვით. არ გადადოთ საუბარი გაურკვეველი დროით, რათა არ იფიქროს მან, რომ რაღაც თემაზე საუბარი არ შეიძლება ან უმნიშვნელოა.

დატოვეთ კომენტარი