ჰეპატიტები

ჰეპატიტებით დაავადებულთა რიცხვმა მთელ მსოფლიოში კატასტროფულად იმატა – 350 მილიონზე მეტი ადამიანი – B ჰეპატიტის, ხოლო 250 მილიონზე მეტი ჩ ჰეპატიტის მსხვერპლია. ამ მხრივ არც საქართველოშია სახარბიელო მდგომარეობა. სპეციალისტების აზრით, ინფექციის ესოდენ გავრცელება ნარკომანთა რიცხვის მკვეთრმა ზრდამ განაპირობა.

ჰეპატიტი ლათინური სიტყვაა (ჰეპატიტის) და ღვიძლის ანთებას ნიშნავს. ჰეპატიტი ვირუსული დაავადებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ვირუსი იწვევს. ამჟამად ცნობილია ჰეპატიტის გამომწვევი რამდენიმე ვირუსი. ჩვენ უფრო ვრცლად ორ მათგანზე – B და C ვირუსებზე შევჩერდებით.

ჰეპატიტი B
ჰეპატიტი B ვრცელდება ინფიცირებული ადამიანის სისხლთან, სპერმასთან, ნერწყვთან ან ვაგინალურ სითხეებთან კონტაქტით, ამდენად, იგი ადვილად გადაედება დაუცველი სქესობრივი კონტაქტის შემთხვევაში და მშობიარობისას დედისგან ბავშვს. იგი ბევრად უფრო ადვილად ვრცელდება, ვიდრე აივი.

  • B ჰეპატიტით ინფიცირების ნიშნებია:

    • სიყვითლე (კანისა და თვალების გაყვითლება);
    • უმადობა;
    • მუცლის ტკივილი, სისუსტე, გულისრევა, ღებინება;
    • კუნთებისა და სახსრების ტკივილი;
    • მაღალი ტემპერატურა.

    აღნიშნული სიმპტომები შესაძლოა ძალზე მწვავე იყოს (ზოგჯერ – სასიკვდილოც კი). თუმცა არის შემთხვევები, როცა ინფიცირებულს არავითარი კლინიკური გამოვლინება არ აღენიშნება.

  • ვირუსის დიაგნოსტირება სისხლის ანალიზის მეშვეობით ხდება. სისხლში B ჰეპატიტის ანტისხეულების არსებობა იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანს კონტაქტი ჰქონდა ვირუსთან და დაინფიცირდა. თუ ვირუსთან კონტაქტის შემდეგ ორგანიზმში იმუნიტეტი არ ჩამოყალიბდა, მაშინ ვირუსის ფრაგმენტები, რომლებსაც B ჰეპატიტის ზედაპირული ანტიგენები (HDსAგ) ეწოდება, ნარჩუნდება სისხლში. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ვირუსის ქრონიკული მატარებელია და შეუძლია, სხვებიც დააინფიციროს.

  • არსებობს B ჰეპატიტის ორი ფორმა: მწვავე და ქრონიკული. მწვავე უფრო იოლად მიმდინარეობს და მეტწილად თავისთავადაც იკურნება (მხოლოდ სიმპტომური მკურნალობით შემოიფარგლებიან).

    ქრონიკულ ფორმას მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს და პროგნოზიც არაკეთილსაიმედოა.

    მედიკამენტური მკურნალობის გარდა აუცილებელია შემდეგი წესების დაცვა:

    • დასვენება;
    • დიდი რაოდენობით სითხის მიღება;
    • პარაცეტამოლის შემცველი პრეპარატების ხმარებიდან ამოღება;
    • ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე უარის თქმა;
    • ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა.
  • B ჰეპატიტით ინფიცირების რისკი თავიდან რომ ასაცილებლად, სასურველია ვაქცინაცია. ის შედგება ინექციის სამი კურსისაგან, რომლებიც რამდენიმე თვეს მოიცავს. ამჟამად B ჰეპატიტის საწინააღმდეგო აცრას დაბადებისთანავე ატარებენ, შემდგომ (II და IV) თვეებში კი რევაქცინაცია ტარდება.

ჰეპატიტი C

ჰეპატიტი C ყველა იმ შემთხვევაში შეიძლება გავრცელდეს, როდესაც ხდება სისხლის სისხლთან კონტაქტი. კერძოდ:

  • ნარკოტიკების ორგანიზმში შეყვანისას საერთო შპრიცის გამოყენების შემთხვევაში;
  • შეუმოწმებელი სისხლის გადასხმისა და ორგანოს გადანერგვის დროს;
  • დიალიზის შემთხვევაში;
  • ტატუირებისა და პირსინგის დროს;
  • სქესობრივი კონტაქტისას;
  • ინფიცირებული დედისგან ნაყოფზე.

ორსულობისას დედისგან ნაყოფზე ვირუსის გადაცემა იშვიათია, ბავშვის ინფიცირება უფრო მშობიარობის პერიოდშია მოსალოდნელი, ამიტომ როგორც B, ისე C ჰეპატიტის შემთხვევაში ქალს საკეისრო კვეთას ურჩევენ.

  • C ჰეპატიტი ვერაგი დაავადებაა. მრავალი წლის განმავლობაში ის შეიძლება სრულიად უსიმპტომოდ არსებობდეს ორგანიზმში. სტატისტიკური მონაცემებით, C ჰეპატიტისთვის დამახასიათებელი მწვავე სიმპტომები, როგორიცაა სიყვითლე და სისუსტე, ვირუსით ინფიცირებულთა 5%-ზე ნაკლებს უვითარდება. ამდენად, მისი დადგენა მხოლოდ ლაბორატორიული გამოკვლევის საფუძველზე შეიძლება.

    უფრო ხშირია დაავადების ქრონიკული მიმდინარეობა. ის შემთხვევათა 85%-ში გვხვდება. სამწუხაროდ, ხშირად მხოლოდ შორს წასულ შემთხვევებში აღმოაჩენენ, რომ ადამიანი C ჰეპატიტით არის დაავადებული.

  • ასიდან 50-ზე მეტ შემთხვევაში C ჰეპატიტი იკურნება. ინფექციის მკურნალობისას დიდ როლს ასრულებს ისეთი ფაქტორები, როგორიც არის:

    • ვირუსის გენოტიპი;
    • ინფექციის სიმძიმე;
    • სხეულის წონა;
    • ორგანიზმის იმუნიტეტი;
    • ასაკი და სქესი.

    არსებული პრაქტიკა გულისხმობს C ჰეპატიტის მკურნალობის დაწყებას რომლის მიზანიცაა მკურნალობის მიზანია ჰეპატიტის განკურნება, ღვიძლის ფერმენტების (ღვიძლის ფუნქციის მარკერების) ნორმალიზება, C ჰეპატიტის ვირუსული დატვირთვის დაქვეითება, ღვიძლში ანთებითი პროცესის ჩაქრობა და ციროზის ან ღვიძლის კიბოს პროგრესირების თავიდან აცილება.

როგორ ავიცილოთ თავიდან ჰეპატიტებით ინფიცირება?

  • უმჯობესია, უარის თქმა ნარკოტიკების მოხმარებაზე. თუ ეს ვერ ხერხდება, კატეგორიულად უნდა გამოირიცხოს საზიარო შპრიცის გამოყენება;
  • პიროვნებამ უნდა იყოლიოს მხოლოდ ერთი სქესობრივი პარტნიორი და იქონიოს უსაფრთხო სექსი;
  • მედიცინის მუშაკებმა, რომლებსაც შეხება აქვთ სისხლთან, აუცილებლად უნდა ატარონ ხელთათმანები;
  • ჰეპატიტის საწინააღმდეგო აცრა;
  • დარწმუნება, რომ სტომატოლოგთან, ტატუირების კაბინეტსა თუ მანიკურის სალონში ინსტრუმენტები კარგად არის გასტერილებული;
  • პირადი ჰიგიენის საგნების სხვებისათვის არ გაზიარება

დატოვეთ კომენტარი

კარგია, დიდი მადლობა!

ძალიან კარგი პროგრამაა