უსაფრთხო აბორტის უპირატესობები

დამტკიცებულია, რომ სათანადო პირობებში კვლიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარებული სამედიცინო აბორტი უსაფრთხოა და ეფექტური. სამედიცინო აბორტის შედეგები სპონტანური აბორტის შედეგების ანალოგიურია და მოიცავს სპაზმსა და სისხლდენას. სისხლდენა საშუალოდ 9 დღე გრძელდება, მაგრამ, იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება 45 დღესაც გასტანოს.

ქალები უფრო კმაყოფილი არიან შედეგებით, თუ მათ რეალისტური მოლოდინები გააჩნიათ. ამდენად, მათ სჭირდებათ სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა შედეგები და გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი სამედიცინო მეთოდებით განხორციელებული აბორტის შემთხვევაში. სამედიცინო სფეროს მუშაკებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რათა ქალებმა გაიგონ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პროტოკოლის დაცვა, განსაკუთრებით თუ რომელიმე მედიკამენტს დამოუკიდებლად იღებენ. მათ ასევე უნდა იცოდნენ, თუ როგორ აღმოაჩინონ გართულებები და როგორ მოიქცნენ მათი წამოჭრის შემთხვევაში.

აბორტის ყველაზე უსაფრთხო მეთოდად მიჩნეულია მედიკამენტური აბორტი.

მედიკამენტური აბორტის უპირატესობები ქირურგიულ მეთოდთან შედარებით:

  • თავიდან არის აცილებული დისკომფორტი, რომელიც უკავშირდება ქირურგიულ პროცედურას და ანესთეზიას. შესაბამისად, ქალისათვის ემოციურად უფრო იოლად გადასატანია;
  • პრივატულობა და კონფიდენციალურობა, მაღალი ხარისხით არის უზრუნველყოფილი;
  • შესაძლოა გამოყენებულ იქნას: ორსულობის ძალიან ადრეულ ვადაზე; ფიბრომიომის, საშვილოსნოს განვითარების მანკების, საშვილოსნოს ყელზე გადატანილი ოპერაციების შემდეგ – ყელის დაზიანების რისკის გარეშე; სიმსუქნის დროს;
    • არ არის საჭირო ანესთეზია;
    • თავიდან არის აცილებული ისეთი გართულებების შესაძლებლობა, როგორიცაა: ინფიცირების რისკი; საშვილოსნოს ყელის დაზიანება და საშვილოსნოს პერფორაცია (გახვრეტა) – შინაგანი ორგანოების დაზიანებით (ან დაზიანების გარეშე);
    • მედიკამენტური აბორტი განსაკუთრებით მისაღებია არანამშობიარები ქალებისათვის, რადგან მცირეა უნაყოფობის განვითარების რისკი;
    • მთელი მანიპულაცია ტარდება ამბულატორიულ პირობებში და პირდაპირი დანახარჯები სამედიცინო მომსახურებაზე ნაკლებია, ვიდრე ქირურგიული პროცედურის ჩატარების შემთხვევაში.

მედიკამენტური აბორტის უკუჩვენებებია:

  • ალერგია პრეპარატებზე,რომლებიც გამოიყენება აბორტისათვის;
  • საშვილოსნოს გარეშე ორსულობა;
  • თანდაყოლილი პორფირია;
  • თირკმელზედა ჯირკვლის ქრონიკული უკმარისობა;
  • ორსულობა, რომელიც განვითარდა სპირალის ფონზე;
  • ანტიკუაგულანტებით მკურნალობისას.

დადგენილია, რომ მედიკამენტური მეთოდით ორსულობის შეწყვეტისათვის გამოყენებული ფარმაკოლოგიური საშუალებები გადადის დედის რძეში და ახდენს ზოგიერთი ჰორმონის ჭარბ გამოყოფას ახალშობილის სისხლში.ამდენად მიზანშეწონილია,რომ ძუძუთი კვება განხორციელდეს პრეპარატის მიღებიდან 4-6 საათის შემდეგ.

მოქმედებს თუ არა მედიკამენტური აბორტი მომავალში შვილის გაჩენაზე?

მედიკამენტური აბორტი არ ახდენს გავლენას ქალის ფერტილობაზე.იგი შეიძლება დაფეხმძიმდეს აბორტის შემდეგ 2-6 კვირის განმავლობაში,ამიტომ საჭიროა პაციენტმა დროულად გამოიყენოს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება (კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდები). რაც შეეხება მეთოდის ეფექტურობას, იგი ძალიან მაღალია და ორსულობის I ნახევარში იგი შეადგენს 95-99 %-ს. ჩანასახოვანი პროდუქტების სრულად გამოძევება ბევრ ქალს 24 საათში აღენიშნება, თუმცა რიგ შემთხვევებში შეიძლება პროცესი 2 კვირამდე გაგრძელდეს.

სწორი სქემით, ექიმისაგან კონტროლირებულ ვითარებაში, მედიკამენტური აბორტის / ფარმაკოლოგიური საშუალებების გამოყენება, აბსოლუტურად უსაფრთხოა. გამოკვლევებით დადასტურებულია, რომ პრეპარატი სწრაფად გამოიყოფა ორგანიზმიდან. დამოუკიდებლად! ექიმის ჩაურევლად! ორსულობის შეწყვეტის მიზნითპრეპარატების მიღება არ შეიძლება!!!

დატოვეთ კომენტარი