ურეაპლაზმა/მიკოპლაზმა

ურეაპლაზმაც და მიკოპლაზმაც შარდსასქესო სისტემის ანთებითი პროცესების გამომწვევი აგენტებია. ისინი ვრცელდება:

  • სქესობრივი გზით;
  • დედიდან ნაყოფზე (ორსულობისას);
  • ქსოვილების ტრანსპლანტაციის (გადანერგვის) შედეგად.
  • ურეაპლაზმისა და მიკოპლაზმის სიმპტომებია:

    • წვა შარდვისას;
    • შარდვის მუდმივი მოთხოვნილების შეგრძნება;
    • ძლიერი დისკომფორტი შარდის ბუშტის გავსებისას:
      • ქალებში – ვაგინალური ქავილი, უსიამოვნო სუნის მქონე გამონადენი;
      • მამაკაცებში – ლორწოვანი, მუქი ფერის გამონადენი შარდის გამომყოფი სადინარიდან (განსაკუთრებით – დილაობით).

    თუმცა ხშირად ეს ინფექციები უსიმპტომოდაც მიმდინარეობს.

    ცნობილია, რომ ურეაპლაზმას აქვს სპერმატოზოიდის უჯრედზე მიმაგრების უნარი, სადაც იგი დიდხანს პარაზიტობს. ეს მამაკაცის სასქესო უჯრედების მოძრაობის უნარს აქვეითებს, საბოლოოდ კი არღვევს სპერმის რეოლოგიურ შემადგენლობას, რაც შესაძლოა უშვილობის მიზეზად იქცეს.

  • ურეაპლაზმოზისა და მიკოპლაზმოზის დიაგნოსტირება ხორციელდება საშოდან და პენისიდან (სასქესო ასოდან) აღებული ნაცხის გამოკვლევით (ფლუორესცენციული ან პჯრ მეთოდებით).

  • ადრეულ სტადიებზე მიკოპლაზმოზი და ურეაპლაზმოზი საკმაოდ იოლად ემორჩილება თერაპიულ მკურნალობას. ამ ინფექციის სამკურნალოდ ყოველგვარი ანტიბიოტიკი არ გამოდგება. საჭიროა სპეციფიკური პრეპარატებით მკურნალობა, რომელთაც ექიმი შეარჩევს.

დატოვეთ კომენტარი