როგორ დავიცვათ თავი სგგი-სგან?

ერთადერთი 100%-იანი საშუალება ინფექციებისგან თავის ასარიდებლად სრული თავშეკავებაა (აბსტინენცია) – არანაირი სქესობრივი კონტაქტი – არც ვაგინალური, ორალური ან ანალური და არც პეტინგი (სასქესო ორგანოების მხოლოდ შეხება).

სგგი-სგან თავის დაცვის ყველაზე საიმედო გზა კი უსაფრთხო სექსია.

იმ მოზარდებში, რომელთაც ერთზე მეტი სქესობრივი პარტნიორი ჰყავთ, უფრო მაღალია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით (ქლამიდიოზი, გონორეა, ვენერული კოჟრები, B ჰეპატიტი, აივი და ა.შ.) დასნებოვნების ალბათობა;

რჩევები:

  • ისარგებლეთ კონდომით (პრეზერვატივით);
  • თავი აარიდეთ შემთხვევით სქესობრივ კავშირს;
  • გამოიყენეთ მხოლოდ ახალი კონდომი ყოველი სქესობრივი კავშირის დროს;
  • ენდეთ მხოლოდ ისეთ პრეზერვატივებს, რომელთაც ხარისხის ნიშანი აქვთ;
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან, მათ შორის შიდსისა და ჰეპატიტისგან, ჩასახვის საწინააღმდეგო თანამედროვე საშუალებებს შორის მხოლოდ პრეზერვატივი იცავს.
  • ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მიღება ადამიანს წინდაუხედავს ხდის და ზრდის სბბი-ს გავრცელების საფრთხეს.
  • დაუცველი, შემთხვევითი სქესობრივი კავშირის შემდეგ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმ-სპეციალისტს.
  • სგგი-ზე გამოკვლევისას უნდა გაითვალისწინოთ ყველა ინფექცია, ვინაიდან, ისინი უმეტესად კომპლექსური სახით გვხვდება.
  • სგგი-ს არსებობის შემთხვევაში ორივე სქესობრივმა პარტნიორმა უნდა იმკურნალოს, სხვაგვარად თერაპიას შედეგი არ ექნება.
  • დაუშვებელია ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების შეცვლა.
  • ნუ მიმართავთ თვითმკურნალობას და ნურც ნაცნობ-მეგობრების რჩევით მიიღებთ მედიკამენტებს.
  • მიზანშეწონილია პერიოდული გამოკვლევა სგგი-ზე, მათ შორის აივ/შიდსზე. ასეთი გამოკვლევების ჩატარება აუცილებელია ქორწინებისა და დაგეგმილი ორსულობის წინ, ასევე, დაუცველი, შემთხვევითი სქესობრივი კავშირის შემდეგ.

14-დან  18  წლამდე ასაკის არასრულწლოვან პაციენტს რომელიც სამედიცინო მომსახურების გამწევის შეხედულებით სწორად აფასებს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას უფლება აქვს ანონიმურად მიმართოს მომსახურების გამწევს (საქართველოს კანონი “პაციენტთა უფლებების შესახებ” თავი VIII – არასრულწლოვანის უფლებები).