10, 11 და 12 წლის

თქვენი შვილის განვითარების გაგება

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება 13 წლამდე ასაკის ბავშვთა სამყაროში! განვითარების ამ ეტაპზე, თქვენი შვილი იწყებს გაცნობიერებას, აღტაცებას, დაინტერესებას და გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე სქესობრივი ასპექტები. ამ ასაკში ბავშვები ძალიან ბევრ კითხვას სვამენ და ძალიან ცნობისმოყვარენი არიან. ეს შეიძლება ძალიან ემოციური პერიოდი იყოს მათთვის – შეიძლება ადვილად ატირდნენ ჰორმონალური ცვლილებების გამო ან შებრძოლება მოუხდეთ ბავშვობიდან ცამეტწლამდელთა ასაკში გადასვლისას. მასთან სქესობრივ ჯანმრთელობაზე საუბარი, დაგეხმარებათ ორმხრივი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში თქვენს შვილთან მის ზრდასთან ერთად. წაიკითხეთ მეტი, რას გაივლის თქვენი შვილი ამ ეტაპზე.

ფიზიკური განვითარება
  • უფრო მეტად აცნობიერებს საკუთარ სხეულს, რაც უფრო სიმწიფეში შედის;
  • ამჩნევს სქესობრივი მომწიფების ფიზიკურ ცვლილებებს (მაგ.; ასო იზრდება, მკერდი ვითარდება და ჩნდება ინტიმურ ადგილებზე თმა);
  • შეიძლება წონაში მოიმატოს სანამ გამაღლდება;
  • სწრაფად იზრდება სიმაღლეში (იწყება დაახლოებით 11 წლის ასაკში გოგონებში და დაახლოებით 13 წლის ასაკში ბიჭებში). ამგვარი სწრაფი ზრდის პერიოდი ჩვეულებრივ იწყება სქესობრივ მომწიფებამდე ან მის განმავლობაში;
  • შეიძლება დაეწყოს მენსტრუაცია (ჩვეულებრივ მკერდის ზრდის დაწყებიდან 2 – 2,5 წელში). მენსტრუაცია მანიშნებელია იმისა, რომ შეიძლება დაორსულება;
  • შეიძლება დაეწყოს ღამეული სითხის გამოყოფა (სველი სიზმრები);
  • ეწყება მეტი ოფლიანობა.
სექსუალობა
  • ისინი ძირითადად ისევ საკუთარი სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობენ;
  • შეიძლება განიცადონ მასტურბაცია, ზოგჯერ ორგაზმი’
ემოციურობა
  • ამჟღავნებს, რომ მას ესმის რასაც სხვები გრძნობენ (თანაგრძნობა);
  • იწყებს საკუთარი აზრების და ფიქრების უკეთ გამოხატვას – თავს ართმევს ემოციებს, როგორიცაა შიში, აღელვება და უარყოფა;
  • აგრძელებს პირადი ღირებულებების და ლიდერობის უნარ-ჩვევების განვითარებას;
  • იწყებს საკუთარი თავის განსაზღვრას სამყაროს, მეგობრების, ტანსაცმლის, კულტურის და ტელევიზორის საშუალებით;
  • სწავლობს მიიღოს და შეაფასოს სხვების აზრი.
სწავლა და ფიქრი (შემეცნებითი)
  • აგრძელებს უფრო დამოუკიდებლად ყოფნას;
  • სწავლობს, რომ მეგობარს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული აზრები და ჩვეულებები და მაინც მისი მეგობარი იყოს;
  • შეიძლება თავი იგრძნოს დამნაშავედ, შეცბუნებულად ან მორიდებულად სქესობრივი სიმწიფის პერიოდში არსებული ცვლილებების მიმართ. შეიძლება ნაკლები გესაუბროთ, რაც ნიშნავს იმას, რომ იმდენ მხარდაჭერას არ იღებს რაც სჭირდება;
  • ხშირად იღებს მეტ პასუხიმგებლობას სახლის საქმეში;
  • აცნობიერებს, რომ მის საქციელს შეიძლება შედეგი მოჰყვეს.
სოციალურობა
  • მეგობრები და მის გარშემო არსებული ბავშვები უფრო მეტ გავლენას ახდენენ მის თვით-იმიჯზე;
  • თქვენი შვილი იწყებს უფრო ძლიერი და უფრო რთული მეგობრობისა და ურთიერთობის ჩამოყალიბებას;
  • მეტად განიცდის თანატოლების გავლენას.
გაიგეთ რა დახმარება სჭირდება თქვენს შვილს

როცა ბავშვები გადადიან მოზარდობის ასაკში, მიმართავენ მეგობრებს ინფორმაციაზე პასუხების მისაღებად. მათთან გახსნილი საუბარი დაეხმარება თქვენს შვილს იმის გაცნობიერებაში, რომ თქვენ მოგმართოთ როცა რამე შეკითხვა გაუჩნდება. თქვენ დარწმუნებული უნდა იყოთ იმაში, რომ თქვენს შვილს სწორი ინფორმაცია აქვს ჯანსაღი გადაწყვეტილების მისაღებად.

ეწვიეთ ამ ლინკებს იმისათვის რომ  გაიგოთ მეტი სქესობრივ ჯანმრთელობაზე, ასევე  ოჯახურ რწმენებსა და ღირებულებებზე საუბრის შესახებ.

ამ ეტაპზე, ბავშვებმა უნდა იცოდნენ მთელი ინფორმაცია დაბადებიდან 9 წლამდე, პლიუს კიდევ უნდა იცოდნენ:

  • სხეულის ცვლილებების შესახებ, რომელსაც ადგილი აქვს სქესობრივი სიმწიფის პერიოდში;
  • ძირითადი ინფორმაცია სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებსა და ორსულობაზე;
  • როგორ ახდენს მედია (მაგ.; ტელევიზია, ჟურნალები, სოციალური მედია, მუსიკალური ვიდეოები და კომპიუტერული თამაშები) გავლენას ადამიანების მიერ საკუთარი სხეულის და სხვა ადამიანების სხეულის აღქმაზე;
  • როგორ ისაუბრონ იმ მეთოდებზე, რომელთა საშუალებითაც  სქესობრივი ჯანმრთელობა გვხვდება მედიაში;
  • რომ თინეიჯერად ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ იყვნენ სექსუალურად აქტიურები
რჩევები მშობელს

მეტი დრო გაატარეთ ერთად და შეარჩიეთ სწავლების შესაბამისი მომენტები, იმისათვის რომ ესაუბროთ სქესობრივ ჯანმრთელობაზე თქვენს შვილს.

დატოვეთ კომენტარი