მეთვალყურეობა ორსულობისას

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მომავალმა დედამ რეგულარულად ისარგებლოს პრენატალური კლინიკის მომსახურებით, რათა მიიღოს ხარისხიანი მოვლა და შეინარჩუნოს თავისი და ბავშვის ოპტიმალური ჯანმრთელობა. კლინიკაში პირველი ვიზიტი უნდა დაიგეგმოს დაუყოვნებლივ, როგორც კი ქალს ორსულობის ეჭვი გაუჩნდება, რათა ექიმმა მას დაუდასტუროს ორსულობა. ორსულობის განმავლობაში ექიმთან 4 აუცილებელი ვიზიტი უფასოა. თუ ორსულობა ნორმალურად მიმდინარეობს ეს ვიზიტები სავსებით საკმარისია, მაგრამ თუ ორსულობისას აღინიშნა რაიმე გადახრები, ამ შემთხვევაში საჭიროა დამატებითი კონსულტაციები და გამოკვლევები, რომელსაც განსაზღვრავს თქვენი ექიმი.