7, 8 და 9 წლის

თქვენი შვილის განვითარების გაგება

თქვენი შვილი ხდება უფრო მეტად ემოციური, უფრო დამოუკიდებელი და კარგად ესმის საკუთარი ადგილი, ასევე სხვების ადგილი საკუთარ სამყაროში. სექსუალურ ჯანმრთელობაზე საუბარი მასთან ხელს შეუწყობს კომუნიკაციის დაწყებას და გაგრძელებას შემდგომშიც მის ზრდასთან ერთად. გაიგეთ მეტი, თუ რას გამოივლის თქვენი შვილი განვითარების ამ ეტაპზე.

ფიზიკური განვითარება

ნელი და უცვლელი ზრდა გრძელდება;

ზოგიერთ ბავშვს აღენიშნება ფიზიკური ცვლილებები სქესობრივ სიმწიფესთან დაკავშირებით.

სექსუალობა
  • არის გენდერული იდენტობის ჩამოყალიბების საბოლოო ბაზაზე. შეიძლება მოირგონ ზრდასრულების როლი როლური თამაშებით (მაგ.; შეიძლება განასახიერონ საპირისპირო სქესის როლი სახლობანას თამაშის დროს);
  • საკუთარი სხეულის კვლევა დამახასიათებელია;
  • მათ გათვითცნობიერებული აქვთ რეპროდუქცია და სქესთა შორის განსხვავება, თუმცა ძალიან არ არიან ამით დაინტერესებულნი.
  • ძირითადად უფრო ხშირად არიან საკუთარი სქესის წარმომადგენლებთან;
  • შეიძლება განიცადონ მასტურბაცია, ზოგჯერ ორგაზმი.
ემოციურობა
  • ემოციები სწრაფად ეცვლებათ და რეაქციები ძლიერია – ამ ასაკში ბავშბეი შეიძლება სენსიტიურები და ზედმეტად დრამატულები იყვნენ;
  • ისინი შეიძლება იყვნენ დამხმარე, მხიარულები და სასიამოვნოები, ასევე უხეშები, უფროსობის მოყვარულები და ეგოისტები;
  • იწყებენ დამოუკიდებლად ყოფნას მშობლების და ოჯახისგან;
  • იწყებენ მომავალზე ფიქრს, ესმით საკუთარი ადგილი სამყაროში და ითვალისწინებენ სხვების აზრს.
სწავლა და ფიქრი (შემეცნებითი)
  • შეიძლება გამოიყენოს „საპირფარეშოსთან დაკავშირებული ლექსიკონი” (მაგ.; სიამოვნებს გარითმული ლექსი ნეხვზე);
  • შეიძლება იფიქროს, რომ სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან და ჰიგიენასთან დაკავშირებული ტერმინები „ცუდი” სიტყვებია;
  • სწავლობს საკუთარი თავგადასავლების აღწერას და საუბრობს საკუთარ აზრებსა და გრძნობებზე უკეთ;
  • აქვს საკუთარი იუმორის გრძნობა და სიამოვნებს ანეგდოტების მოყოლა;
  • სვავს კითხვებს ორსულობის, დაბადების და ბავშვების შესახებ. შეიძლება დაინტერესდეს ცხოველთა და ადამიანთა ქცევების ერთმანეთთან შედარებით;
  • ერიდება საკუთარი სხეულის. შეიძლება მოუნდეს მარტოობა;
  • იწყებს კარგ და ცუდ საქციელს შორის განსხვავების გაცნობიერებას.
რჩევები მშობელს

იმისათვის, რომ დაეხმაროთ საკუთარ შვილს თვით-შეფასების ჩამოყალიბებაში, მიეცით მას დავალებები სახლში, რომელზეც ეკისრებათ პასუხისმგებლობა და ჩართეთ ის სახლის გარეთ არსებულ ღონისძიებებში.

სოციალურობა
  • ემოციურია შეჯიბრებითი თამაშისას – მოსწონს მოგება და შეიძლება დაღონდეს როცა აგებს;
  • უყვარს გუნდური თამაში და შეიძლება შეუერთდეს კლუბს ან გუნდს;
  • აყალიბებს ახლო მეგობრობას სხვა ბავშვებთან;
  • ესმის „წესები” და სურვილი უჩნდება დაამატოს საკუთარი წესები;
  • შეიძლება პრობლემები ჰქონდეს მეგობრებთან ზოგჯერ – ეს ნორმალურია დრო და დრო;
  • სურს რომ მოსწონდეთ და მიიღონ მისი ასაკისებმა (თანატოლებმა).
გაიგეთ რა დახმარება სჭირდება თქვენს შვილს

თქვენი შვილი ინფორმაციას იღებს ყველანაირი ადგილიდან, როგორიცაა ოჯახი, მეგობრები, მასწავლებლები და მედია საშუალებები. ის იწყებს იმის გაანალიზებას, თუ რა იცის. მნიშვნელოვანია, რომ შეუსწოროთ მას მცდარი ინფორმაცია. ესაუბრეთ მას სქესობრივ ჯანმრთელობაზე (მათ შორის სექსუალობა და ურთიერთობები) – ეს ასწავლის თქვენს შვილს, რომ მას შეუძლია მოვიდეს თქვენთან ინფორმაციის მისაღებად. თუ სექსუალობა ის საკითხია, რაზეც თქვენი ოჯახი არ საუბრობს, თქვენმა შვილმა მეტად სავარაუდოა რომ დაიჯეროს ამბები, რომელსაც სხვებისგან მოისმენს.

ზოგიერთი ბავშვი (უმეტესად მდედრობითი სქესი) ამჩნევს სქესობრივი სიმწიფის დასაწყისს. მოუყვანეთ თქვენს შვილს ფაქტები საკუთარ სხეულზე და ზოგადად გარდატეხის პერიოდზე – ეს ხელს შეუწყობს მას იმის გააზრებაში, რომ ეს ცვლილებები ნორმალური და ჯანსაღია. ეცადეთ აუხსნათ ეს ყველაფერი ისეთი ტერმინებით, რომ გაიგონ. გთავაზობთ 2 მაგალითს ამასთან დაკავშირებით:

მენსტრუაცია: სქესობრივი მომწიფების პერიოდში, რომელიმე დღეს, ქალის სხეული იწყებს 1 კვერცხუჯრედის გამოყოფას საკვერცხეებიდან ყოველ თვეს. თუ ეს კვერცხუჯრედი განაყოფიერდება მამაკაცის სპერმით, იგი გადაიზრდება ბავშვის ჩანასახში. განაყოფიერებული კვერცხუჯრედისთვის მოსამზადებლად, საშვილოსნო იქმნის სისხლის და ქსოვილისგან სქელ სარჩულს. ეს სარჩული ის არის, სადაც განაყოფიერებული კვერცხი გადაიზრდება ბავშვის ჩანასახად. თუ კვერცხუჯრედი არ განაყოფიერდება სპერმით, კვერცხუჯრედი და საშვილოსნის სარჩული გამოდის სხეულიდან საშოს საშუალებით (მენსტრუაცია) და ციკლი იწყება კვლავ.

ღამეული სითხის გამოყოფა (სველი სიზმრები): ეს იწყება, როცა სათესლე ჯირკვლები იწყებს სპერმის გამოყოფას (8 ან 9 წლის ასაკში). ზოგიერთ ღამეს, როცა ადამიანს სძინავს, ზედმეტი სპერმა გამოდის ასოდან. მცირე ოდენობის რძისფერი – თეთრი სითხე, რომელიც გამოდის, ხშირად ჰგავს სველ ლაქას, რომელიც  პიჟამოზე ან საწოლის ზეწარზე ჩნდება.

ორივე, მენსტრუაციაც და ღამეული სითხის გამოყოფა პირადია, მაგრამ არა საიდუმლო.


რჩევები მშობელს

მენსტრუაცია და ღამით სითხის გამოყოფა (სველი სიზმრები) შეიძლება შემაშინებელი აღმოჩნდეს ბავშვებისთვის. დარწმუნდით, რომ თქვენმა შვილმა იცის ამის შესახებ, სანამ ეს მოხდება, ვინაიდან იგი ნაკლებად შემაშინებელი იქნება ის მისთვის.

გარდა ამისა,  მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რათა არ გამოეპაროთ ბევრი დაავადების დაწყება, რომელთა უმეტესობა სწორედ ამ პერიოდში იწყებს ჩამოყალიბებას და მომავალში შეიძლება ქრონიკულ ფორმებში გადავიდეს.

არსებობს რამდენიმე შესანიშნავი რჩევა ჯანსაღი განვითარების ხელშესაწყობად. ამ ეტაპზე, ბავშვებმა უნდა იცოდნენ:

  • რომ მათი სხეული არის მათი საკუთრება და არავის აქვს უფლება შეეხოს მას მათი ნებართვის გარეშე – განსხვავება „დადებით” და „უარყოფით” შეხებას შორის. ეს დაეხმარება მათ უთხრან სანდო პირს იმის შესახებ ვინმე ეხება თუ არა მათ ისეთნაირად, რაც დისკომფორტს უქმნის მათ;
  • შესაფერისი სახელები სხეულის ნაწილების მიმართ, როგორიცაა სასქესო ორგანოები და რეპროდუქციული ორგანოები: ასო, სათესლე ჯირკვლები, სათესლის პარკი, ანუსი, ვულვა, ტუჩი, საშო, კლიტორი, საშვილოსნო და საკვერცხეები (სხეულის ნაწილების სწორი დასახელებების ცოდნა ხელს უწყობს მას სხეულის დადებითად წარმოდგენაში, თვით-რწმენაში და მშობლისა და ბავშვის კომუნიკაციაში. იგი ასევე აწვდის ბავშვებს ენას, რომლის საშუალებითაც უნდა უთხრან სანდო ზრდასრულს თუ მოხდა სექსუალური ძალადობა მათზე);
  • სხვა სხეულების ნაწილები და ორგანიზმის ფუნქციები: შარდი, განავალი, შარდის ბუშტი და შარდსაწვეთი;
  • როგორ ხდება რეპროდუქცია. მაგალითად, შეგითლიათ ასე უთხრათ, „როცა სპერმა უერთდება კვერცხუჯრედს, ბავშვი იზრდება საშვილოსნოში და იბადება საშოდან”;
  • ძირითადი ინფორმაცია სხეულის ცვალებადობაზე სქესობრივი მომწიფების პერიოდში;
  • რამდენად მნიშვნელოვანია ჰიგიენა და საკუთარ თავზე ზრუნვა სქესობრივი სიმწიფის დაწყებისას;
  • არ აიღონ ნივთები, როგორიცაა ნახმარი პრეზერვატივები ან შპრიცები. ახლა შესაფერისი დროა ასწავლოთ მათ, რომ არ აიღონ ისეთი ნივთი, რომელიც არ იციან რა არის ან თუ ფიქრობენ, რომ ეს საშიშია;

დატოვეთ კომენტარი