მზაობა დედობისათვის

მოზარდისათვის დაუგეგმავი ორსულობა შეიძლება დამაბნეველი და შემაშინებელი აღმოჩნდეს. ადვილი არ არის გადაწყვეტილების მიღება ბავშვის შენარჩუნებასთან დაკავშირებით – როგორ შეძლებს ახალგაზრდა გოგონა დედის როლის შესრულებას, ღირს თუ არა ფიქრი გაშვილებაზე და ა.შ. სერიოზული საფიქრალია მოზარდის ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებულ რისკები, რომელიც შეიძლება მის ჯანმრთელობას ემუქრებოდეს. ასევე, ყურადსაღებია მოზარდის გრძნობები და დამოკიდებულებები, ბავშვის მამასთან ურთიერთობა, სამომავლო გეგმები, ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებულ ხარჯები და სხვ.

მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ორგანიზმისათვის ორსულობა სარისკოა, ადრეული და სათანადო მეთვალყურეობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ნორმალურ მშობიარობას და ჯანმრთელი ბავშვის გაჩენას. თუმცა, ნებისმიერმა გოგონამ, რომელიც ორსულადაა, ან ფიქრობს, რომ არის ორსულად, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 16 წლამდე ასაკის გოგონებისათვის. მართალია, ამ ასაკშიც შესაძლებელია, რომ ორსულობამ წარმატებით ჩაიაროს, მაგრამ ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ბავშვის გაჩენისათვის საუკეთესო დრო დაახლოებით 20-35 წელია.

თუკი მოზარდს უჭირსთ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება, ჯობია გასაუბრება პარტნიორთან, მშობლებთან და ახლო მეგობრებთან.

დატოვეთ კომენტარი