დაბადებიდან 2 წლამდე

თქვენი შვილის განვითარების გაგება

თქვენი შვილი ბევრ ცვლილებას გაივლის ზუსტად რამდენიმე წელიწადში. თქვენი შვილის განვითარება მიჰყვება კონკრეტულ მოდელს. ზრდასთან ერთად პატარებს უნარი აქვთ უფრო მეტი გააკეთონ – შეიცნონ ხალხი, დაიჭირონ ხელში ნივთები, დასხდნენ, იცოცონ, დადგნენ და ამავდროულად გაიარონ. როგორც კი სიარულს ისწავლიან, მათ ექნებათ მუდმივი ენერგია და ძლიერი შეგრძნებები. ასევე დაიწყებენ ყველაფრის შესახებ შეკითხვების დასმას, რაც მათ გარშემოა. ამ ასაკში თქვენი შვილის შესწავლა დაგეხმარებათ გაიგოთ მისი განვითარება. წაიკითხეთ მეტი იმის შესახებ თუ რა ცვლილებას გაივლის თქვენი შვილი განვითარების ამ ეტაპზე.


რჩევები მშობელს

იმისათვის რომ დაეხმაროთ თქვენს შვილს საკუთარი გრძნობების გაგებაში და მისი თავის გართმევაში, თქვენ შეგიძლიათ:

  • აუხსნათ მათ თქვენ რას ფიქრობთ მის გრძნობებზე და აჩვენოთ რომ თქვენ გესმით მისი გრძნობების;
  • ყურადღება გადაატანინოთ საინტერესო სათამაშოზე, თამაშზე ან სიმღერაზე;
  • გადაატანინოთ ყურადღება აქტივობის შეცვლით ან გადაიტანოთ ის უფრო შესაფერის ადგილას.
ფიზიკური განვითარება

იზრდება სწრაფად (გახსოვდეთ, რომ ყველა ბავშვი იზრდება და ვითარდება საკუთარი ტემპით).

  • სწავლობს სიყვარულს და ნდობას შეხებითა და ხელის მოჭერით;
  • რეაგირების მოხდება იწყებს ფიზიკურ შეხებაზე. იმახსოვრებს არა-ვერბალურ/ვერბალურ ფრაზებს, რაც დაეხმარება მას შეიცნოს საკუთარი სექსუალობა;
  • იკვლევს საკუთარ სხეულის ნაწილებს;
  • უფრო კარგად ესმის სხულის ფინქციები (ტუალეტი) და მშობლების და სხვების შეტყობინებები ამ ფუნქციებთან დაკავშირებით;
  • უფრო ინტერესდება ადამიანების სხეულით, განსაკუთრებით მისი ოჯახის წევრების;
  • ეცნობა დაბადებიდან მიღებულ შეგრძნებას, რომ ბიჭები განიცდიან ერექციას და გოგოები ვაგინალურ ლუბრიკაციას.
ემოციურობა
  • იწყებს დამოუკიდებლობის სურვილს და ცდილობს ზღვარს გადააბიჯოს;
  • აქვს საყვარელი სათამაშო ან საბანი კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის;
  • აღენიშნება ხასიათის ცვალებადობა და გაღიზიანება.
შემეცნება
  • საჭიროებს ნდობისა და უსაფრთხოების გრძნობას ხალხთან ურთიერთობისას, რომლებიც მისთვის მნიშვნელოვანია (მაგ.; მშობლები, დედმამიშვილები, სხვა ოჯახის წევრები);
  • ხშირად ცნობისმოყვარენი არიან და შეხების საშუალებით აწარმოებენ კვლევას;
  • კონცენტრირებას აკეთებენ საკუთარ თავზე, რადგან აანალიზებენ, რომ შენგან გამოცალკევებული პიროვნებები არიან;
  • საჭიროა მიხვდნენ ვინ არიან თვითონ, სანამ სხვებს გაუგებენ.
სოციალურობა
  • უვითარდება უცნაური ნივთების, მოვლენების შიში და მისი მზრუნველებისგან ცალკე ყოფნის სურვილი;
  • უყვარს ყურება და სხვა ბავშვებთან ყოფნა, მაგრამ კარგად ვერ თამაშობს მათთან (კოოპერატიული თამაში);
  • ჯერ კიდევ არ აქვს გაზიარების უნარი;
  • ბაძავს სხვებს;
  • იწყებს სხვების მიმართ ინტერესის გამოხატვას.
იცოდით, რომ ?

ბავშვი, რომელიც გრძნობს თავს უსაფრთხოდ და სიყვარულის გარემოცვაში, სწავლობს ნდობას. როგორც კი ნდობას იგრძნობენ, მათ შეუძლიათ გასცენ და მიიღონ სიყვარული და ალერსი, როცა უფრო გაიზრდებიან.

გაიგეთ რა დახმარება სჭირდება თქვენს შვილს

ადრეულ ასაკში თქვენს შვილს დასჭირდება დახმარება, რომ გაიზაროს მისი ემოციები და სხეული. გთავაზობთ რამდენიმე საშუალებას, თუ როგორ გააკეთოთ ეს:

ასწავლეთ თქვენს შვილს, რომ მისი სხეული მისი საკუთრებაა;

დარწმუნდით, რომ თქვენი შვილი თამაშობს თავისი ასაკის ბავშვებთან ხშირად. თავდაპირველად თქვენს შვილს შეიძლება გაუჭირდეს სხვა ბავშვებთან შეწყობა – ისინი ისწავლიან ამას დროსთან ერთად, პრაქტიკით და თქვენი და სხვების დახმარებით. სხვა ბავშვებთან თამაშის უნარი ხელს შეუწყობს მას ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში ზრდასრულობისას;

დატოვეთ კომენტარი