ჰომოფობიური, ბიფობიური და ტრანსფობიური ბულინგი

მოექცე ვინმეს ცუდად (მაგ.; მუქარა, სახელების წოდება, ხელის კვრა, დარტყმა, ძალადობა, სექსუალური შენიშვნების გაკეთება, განდევნა) მხოლოდ იმიტომ რომ ის თავს სცნობს LGBT-ად, წარმოადგენს ჰომოფობიურ, ბიოფობიურ და ტრანსფობიურ ბულინგის ფორმებს. კვლევა ამტკიცებს, რომ ახალგაზრდები, რომლებიც საკუთარ თავს აღიარებენ LGBT-ად, უფრო მეტი შანსია რომ სცადონ თვითმკვლელობა, ვიდრე მათი ჰეტეროსექსუალი თანატოლები.

ყველა იმსახურებს იყოს ის, ვინც არის, ისე რომ არ ეშინოდეს სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფის ან ძალადობის. ჰომოფობიური, ბიოფობიური და ტრანსფობიური ბულინგი, ბულინგის სხვა ფორმების მსგავსად, არ წარმოადგენს გაზრდის ნორმალურ ფორმას და არასოდეს იქნება მისაღები.

რისი გაკეთება შეგიძლიათ ჰომოფობიურ, ბიოფობიურ ან ტრანსფობიურ ბულინგთან დაკავშირებით.

ორივე, მშობლისთვისაც და შვილისთვისაც ეს წარმოადგენს რთულ და ემოციურ პერიოდს. თუ თქვენს შვილს აშინებენ, ემუქრებიან:

  • შესთავაზეთ დახმარება. უთხარით შვილს, რომ თქვენ მისი გჯერათ და რომ მისი გრძნობები და ემოციები ნორმალურია;
  • მოუსმინეთ. არ განსაჯოთ და არ დაადანაშაულოთ იმაში, რაც მოხდა;
  • მიეცით განათლება საკუთარ თავს. მოიძიეთ ინფორმაცია სექსუალურ და გენდერულ უმცირესობათა საკითხებზე და ბავშვისა და მოზარდის განვითარებაზე;
  • ითანამშრომლეთ სკოლასთან. სკოლას მაშინვე აცნობეთ დაშინების შემთხვევების შესახებ. აღწერეთ ყველაფერი. თუ დაშინება გაგრძელდა, მოითხოვეთ სკოლის რაიონის ადმინისტრაციასთან დალაპარაკება, რათა შექმნათ უსაფრთხოების გეგმა;
  • დაუკავშირდით პოლიციას. თუ თქვენს შვილს ემუქრებიან, ფიზიკურ ზიანს აყენებენ, სექსუალურად შეურაცხყოფენ ან თუ მის საკუთრებას აზიანებენ და იპარავენ, დაუყოვნებლივ მიმართეთ პოლიციას;
  • დაამყარეთ კომუნიკაცია და დაეხმარეთ თვითშეფასების ჩამოყალიბებაში. დაეხმარეთ შვილს განავითაროს საკუთარი ძლიერი მხარეები, იმ აქტივობის კეთებით რაც მას სიამოვნებს ან რაც კარგად გამოსდის.

დატოვეთ კომენტარი