რჩევები სქესობრივ ჯანმრთელობაზე სასაუბროდ

თქვენი შვილი აღგიქვამს, როგორც ინფორმაციის მიღების ღირებულ და სანდო წყაროს. მას სურთ თქვენგან მიიღონ ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ, იმ თბილი და სანდო ურთიერთობიდან გამომდინარე, რომელიც მათთან გაკავშირებთ. ამ მიზეზების გამო, მნიშვნელოვანია, რომ თქვენს შვილთან ისაუბროთ სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ – ეს დაეხმარება მას მიიღოს ჯანსაღი, ინფორმირებული გადაწყვეტილებები ახლაც და შემდეგშიც. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას სქესობრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საუბრის დასაწყებად ნებისმიერ ასაკში.

  • თქვენი შვილი თავს იგრძნობს კომფორტულად თქვენგან რჩევის მისღებისას, თუ პატივს სცემთ და მოუსმენთ. მრჩეველი მშობელი ასწავლის საკუთარ შვილს საუბრით, ქმედებით და მათი შეკითხვებიდან და რეაქციებიდან გამომდინარე სიტუაციების მართვით.

  • არ ეცადოთ ყველაფერი მაშინვე თქვათ, მაგრამ ასევე, არ იდარდოთ, თუ ფიქრობთ, რომ ცოტა მეტი ისაუბრეთ.
    თუ ჯერ კიდევ არ დაგიწყიათ საუბარი თქვენს შვილთან, გახსოვდეთ, მისი დაწყება არასდროს არის გვიან.

  • სამი წლის ბავშვთან შეიძლება დამაკმაყოფილებელი იყოს ამგვარი ენა – „ბავშვი იზრდება განსაკუთრებულ ადგილას, დედის სხეულში”. ექვსი წლის ბავშვს შეიძლება მეტი შეკითხვა გაუჩნდეს იმის შესახებ, თუ როგორ იზრდება იგი დედის მუცელში და როგორ მოევლინება იგი ქვეყანას.

  • ბავშვი შეიძლება გააკვირვოს იმან, რომ სხეულის ზოგიერთ ნაწილს აქვს განსაკუთრებული სახელი რომელიც მათ აქამდე არ სმენიათ. სწორი ტერმინების ცოდნა კი გაუადვილებს კომუნიკაციას.

  • ესაუბრეთ და დაეხმარეთ მათ გაიგონ საკითხები, რომელსაც ხედავენ სატელევიზიო შოუებში, ფილმებში, რეკლამებში, მუსიკაში, ახალ ამბებში და საზოგადოებაში. კონკრეტული სიტუაციები შეიძლება იყოს კარგი დრო თქვენს ღირებულებებსა და რწმენებზე სასაუბროდ.

  • ჰკითხეთ შვილს, რა შეუძლია გითხრათ სექსუალობასთან დაკავშირებულ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით. უფროსი ბავშვები სკოლაში გაიგებენ კომენტარებს ან სიტყვებს, რომელიც მათ არ ესმით. იმის კითხვა თუ რა იციან მათ, საშუალებას მოგცემთ შეუსწოროთ მცდარი ინფორმაცია.

  • ფაქტების გარდა, ისაუბრეთ გრძნობებზე, ურთიერთობებზე და იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს ისინი ადამიანებზე.

  • დარწმუნდით, რომ სახლში არსებობს რესურსები, საიდანაც თქვენი შვილი შეძლებს სწორი ინფორმაციის მიღებას. იქონიეთ ასაკის შესაფერისი რესურსები (მაგ.; წიგნები) მათთვის, რათა მიიღონ პასუხები იმაზე, რასაც ეძებენ.

  • თქვენ თვითონაც იყავით აქტიური მსწავლელი. თქვენი შვილი ზუსტად იმდენივეს გასწავლით, რამდენსაც თქვენ ასწავლით მას.

  • ეს ორივე თქვენგანს დაეხმარება ისაუბროთ საკუთარ ღირებულებებზე.

  • ბავშვების იზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია დაეხმაროთ მათ იმის გაცნობიერებაში, რომ სხვა ადამიანების ღირებულებები შეიძლება მათგან განსხვავდებოდეს.

  • თუ პასუხი არ გაქვთ, შესტავაზეთ ერთად გაარკვიოთ ან უთხარით, რომ გაარკვევთ და ეტყვით. არ გადადოთ პასუხის გაცემა – მან შეიძლება იფიქროს, რომ ამაზე საუბარი არ არის მისაღები.

  • როცა თქვენი შვილი მოდის თქვენთან შეკითხვებით, ყურადღებით მოუსმინეთ და დარწმუნდი რომ გესმით ის რასაც გეკითხება.

რჩევები მშობელს

გაატარეთ დრო თქვენს შვილთან ერთად და შეარჩიეთ შესაფერისი მომენტები სექსუალობასა და სქესობრივ ჯანმრთელობაზე სასაუბროდ.

მოზარდები

როგორც კი თქვენი ბავშვი შევა თინეიჯერობის ასაკში, ის, ძირითადად, მიმართავს მეგობრებს ინფორმაციისა და კითხვებზე პასუხების მისაღებად. ამ ასაკში, ბავშვებს მრავალი შეკითხვა აქვთ, რომელიც შეიძლება არ იკითხონ. თუ თქვენ ხართ მრჩეველი მშობელი, თქვენი შვილს აცნობიერებს, რომ მას შეუძლია მოვიდეს თქვენთან და მიიღოს პასუხები ნებისმიერ დროს.

სექსუალური ჯანმრთელობის შესახებ საუბარი შეიძლება რთული აღმოჩნდეს. მათ, სავარაუდოდ, დაეწყოთ სქესობრივი მომწიფება, რომელსაც თან ახლავს რიგი ცვლილებები, მათ შორის, ხასიათის ცვალებადობა. გახსოვდეთ, რომ თქვენ თინეიჯერ შვილს აუცილებლად აინტერესებს თუ რას ამბობთ და აკეთებთ, მაშინაც კი როცა ამას არ გამოხატავს.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას თქვენს თინეიჯერ შვილთან სასაუბროდ:

  • როგორც მშობელმა, მნიშვნელოვანია თქვათ ის რისიც მართლა გჯერათ და ასახოთ საკუთარი ღირებულებები ცხოვრებაში. თუმცა, ამავდროულად, ელოდეთ შვილების გამოწვევას. მოზარდებს გააჩნიათ საკუთარი პიროვნულობა და ხშირად ესწრაფვიან დამოუკიდებლობას.

  • „რა მოხდება თუ შენ/შენი პარტნიორი/შენი მეგობარი დაორსულდა?”
    „რა მოხდება თუ მეგობრებმა გთხოვეს იმის გაკეთება, რაც დისკომფორტს გიქმნის?”
    ეცადეთ არ განსაჯოთ მისი პასუხები, მაგრამ ესაუბრე მოსალოდნელ შედეგებზე.

  • შეარჩიეთ სწორი ტერმინები, რათა აჩვენოთ რომ მის ასაკსა და ცოდნას პატივს სცემთ.

  • თქვენმა მოზარდმა შვილმა უნდა იცოდეს, რომ შეიძლება ზოგჯერ არ მოგეწონოთ ის, რასაც იგი აკეთებს.ასევე, უნდა ცოდეს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის გეყვარებათ და არასდროს დატოვებთ მარტო. მაგრამ, ამავდროულად, დარწმუნდით, რომ მას შეუძლია თვითონ აგოს პასუხი საკუთარ ქმედებებზე.

  • ამის გაკეთება შეიძლება რთული იყოს, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ისინი უკვე საკმარისად დიდები არიან. პატივი ეცით მათ აზრებს. ისინი დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ მათი გრძნობები მათი პირადი დამოკიდებულებებია, მიუხედავად იმისა, ეთანხმებით თუ არა მათ თქვენ.

დატოვეთ კომენტარი