ოჯახის დაგეგმვა

ნებისმიერ ადამიანს და წყვილს აქვს უნივერსალური უფლება, გადაწყვიტოს როდის ჰყავდეს შვილი, რამდენი შვილი ჰყავდეს და ჰყავდეს თუ არა საერთოდ შვილები. ოჯახის დაგეგმვა გაძლევს შანსს:

  • თავიდან აიცილო არასასურველი ორსულობა;
  • თავად განსაზღვრო შვილების სასურველი რაოდენობა;
  • არეგულირო ორსულობებს შორის ინტერვალი;
  • შეინარჩუნო ქალის ჯანმრთელობა;
  • ოჯახში დაამკვიდრო სიმყუდროვე და ჰარმონიული ურთიერთობები;
  • განახორციელო ცხოვრების მომავალი გეგმები (განათლება,ფინანსური სტაბილურობა, კარიერული წინსვლა.)

ოჯახის დაგეგმვის მიზნით შესაძლებელია ორი მიდგომის გამოყენება:

  1. არასასურველი და არადროული ორსულობის თავიდან აცილება ჩასახვისსაწინააღმდეგო მეთოდების (კონტრაცეპციის) გამოყენებით;
  2. არასასურველი ორსულობის შეწყვეტა უსაფრთხო აბორტის გზით.

დატოვეთ კომენტარი