ურთიერთობები მშობლებისთვის

ესაუბრეთ თქვენს შვილს ურთიერთობებზე

ესაუბრეთ თქვენს შვილს ურთიერთობებზებავშვები ურთიერთობების სწავლას იწყებენ დაბადებიდან.  ზრდასთან ერთად, მათი საურთიერთობო წრე იზრდება და სცილდება ოჯახს, რაც მოიცავს მეგობრებს და მათი ასაკის ბავშვებს, მასწავლებლებს.

თანაგუნდელებს და საზოგადოებას. საიდან დავიწყოთ?

  • ახლა კარგი დროა იფიქროთ საკუთარ ღირებულებებსა და საქციელზე, რაც თქვენი ურთიერთობებით შემოიფარგლება. დაიწყეთ თქვენს ღირებულებებზე ფიქრი და იმ ღირებულებებზე, რომელიც გსურთ რომ თქვენს შვილებს გადასცეთ.

  • ისარგებლეთ დროით, რომ დაინახოთ იქცევით თუ არა თქვენი ღირებულებების შესაფერისად. ბავშვები სწავლობენ მაგალითით და თქვენ მათზე უდიდეს გავლენას ახდენთ.

    ზოგიერთი რამ, რისი ჩვენება და სწავლებაც შეგიძლიათ საკუთარი შვილისთვის ჯანსაღ ურთიერთობებთან დაკავშირებით მოიცავს თუ როგორ:

    • მოვექცეთ ხალხს პატივისცემით: როგორ ვისაუბროთ და გადავჭრათ პრობლემები თავაზიანი გზით. ეს ასწავლის თქვენს შვილს, როგორ მოექცეს ადამიანებს პატივისცემით. ეს ასევე ასწავლის მას იმის გაცნობიერებას, მას პატივისცემით ექცევიან თუ არა;
    • გავუმკლავდეთ ბრაზს: როგორ დავძლიოთ ბრაზი პოზიტიური, ჯანსაღი, არა-ძალადობრივი გზით;
      გადავჭრათ პრობლემა: როგორ გამოვასწოროთ პრობლემები, გამოვნახოთ შესაძლო გამოსავალი და ვიფიქროთ თითოეული გამოსავლის მოსალოდნელ შედეგებზე;
    • გავმართოთ მოლაპარაკება, წავიდეთ კომპრომისზე და დავთანხმდეთ განსხვავებულ აზრს: როგორ შევაბრუნოთ პრობლემა „მოგება-მოგება” სიტუაციად, სადაც თითოეული ნაწილობრივ იმას იღებს რაც სურს. მათთვის მნიშვნელოვანია იცოდნენ, როდის „დათანხმდნენ საწინააღმდეგო აზრს” და რომ დასაშვებია ხალხს ჰქონდეს შენგან განსხვავებული აზრი. ისწავლო გაგება და სხვების პატივისცემა, ეს ის არის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია;
    • ვიყოთ მტკიცე და არა აგრესიული: მტკიცედ ყოფნა გულისხმობს თავაზიანად მოითხოვო რაც ნამდვილად გინდა, მუქარის ან ფიზიკური ძალის გამოყენების გარეშე. მტკიცე კომუნიკაცია გულისხმობს, რომ შენ პატივს სცემ სხვათა, ასევე საკუთარ უფლებებს.
  • ზრდასთან ერთად, თქვენი შვილი დაიწყებს სხვადასხვა ტიპის ურთიერთობებს. მნიშვნელოვანია თქვენმა შვილმა იცოდეს, რომ არავის აქვს უფლება აიძულოს იგი, გააკეთოს ის რისი გაკეთებაც მას არ სურს. გთავაზობთ რამდენიმე თემას, რის შესახებაც საუბარი შეიძლება მოგინდეთ შვილთან და ასევე დაიმახსოვროთ, როგორც მშობელმა.

  • ბავშვებმა შეიძლება იგრძნონ ზეწოლა სხვა ბავშვებისგან (იხილეთ თანატოლთა ზეგავლენა) ან ახლო პარტნიორისგან, რომლებიც სთხოვენ გააკეთონ ის რისი გაკეთებაც მათ დისკომფორტს უქმნის. ესაუბრეთ თქვენს შვილს როგორ უნდა შეინარჩუნოს სიმტკიცე და როგორ თქვას „არა”. ეს დაეხმარება მას უფრო თავდაჯერებული გახდეს და იყოს მართალი საკუთარი ღირებულებების წინაშე.

  • მნიშვნელოვანია ასწავლოთ თქვენს შვილს მეგობრების შერჩევა გონივრულად. ესაუბრეთ მას როგორი თვისებები უნდა ჰქონდეს მის მეგობარს ან სხვას, რომელთანაც ახლოა. დაეხმარეთ თქვენს შვილს მოძებნოს ურთიერთობები, რომელიც მოიცავს საერთო პატივისცემას, გულწრფელობას, ერთგულებას, ნდობას და სიკეთეს. მნიშვნელოვანია შეახსენოთ მას, რომ მისი მეგობრები მასაც და სხვებსაც კეთილად უნდა მოექცნენ. ესაუბრეთ შვილს იმის შესახებ, თუ რას მოიცავს ჯანსაღი, არაჯანსაღი და შეურაცხმყოფელი ურთიერთობები.

დატოვეთ კომენტარი