Reset list
თავშეკავება -
ეს არის სექსზე უარის თქმა. ეს მნიშვნელოვანი არჩევანია იმ მოზარდებისათვის, რომლებიც არ არიან მზად სექსუალური კავშირისათვის და ორსულობის, დაინფიცირებისა და ემოციური სირთულეების რისკისათვის. ეს მეთოდი მოუწოდებს თვითდისციპლინისა და ერთმანეთის სურვილების პატივისცემისაკენ. პასუხისმგებლობა ორივე მხარეს აკისრია.
თემი -
ადამიანების ჯგუფი, რომლებსაც შესაძლოა ჰქონდეთ რაღაც საერთო მახასიათებლები.
მათ შორის: შეხედულებები, საჭიროებები, საცხოვრებელი და სამუშაო გარემოპირობები და იდენტობა. არსებობს სხვადასხვა ტიპის თემები. ადამიანებს, როგორც თემის წევრებს, აკისრიათ პასუხისმგებლობები იმაზე, თუ როგორ ეპყრობიან ერთმანეთს.