ლექსიკონი

| | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | |
Reset list
საშვილოსნოს მილების ოკლუზია -  კონტრაცეფციის ქირურგიული მეთოდი. საშვილოსნოს მილების ლიგაცია წარმოადგენს ჩასახვის საწინააღმდეგო მუდმივ მეთოდს. კეთდება ქირურგიული ჩარევა ფალოპის მილების დასაკეტად (მილები, რომლითაც კვერცხუჯრედი მოძრაობს). ეს ხელს უშლის კვერცხუჯრედისა და სპერმის თანხვედრას. თუ სპერმა ვერ მიაღწევს კვერცხუჯრედამდე, შეუძლებელია დაორსულება.
საშვილოსნოს ღრუს კიურეტაჟი -  ქირურგიული აბორტი - დილატაცია და კიურეტაჟი არის მექანიკური გამაფართოებლების ან ფარმაკოლოგიური საშუალებებით საშვილოსნოს ყელის გაფართოებისა და ბასრი მეტალის კიურეტის გამოყენებით საშვილოსნოს კედლების გამოფხეკის პროცედურა. დილატაცია და ევაკუაცია არის საშვილოსნოს ყელის გაფართოება და ჩასახვის პროდუქტის ევაკუაცია ელექტროვაკუუმ-ასპირაციითა და აბორტცანგის მეშვეობით.
საშვილოსნოსშიგა საშუალება (სპირალი) -  საშვილოსნოს ღრუში მოთავსებული სპირალი ხელს უშლის სპერმატოზოიდების გადაადგილებას, კვერცხუჯრედის მომწიფების პროცესს და კვერცხუჯრედის მიმაგრებას საშვილოსნოს კედელზე.
სექსიზმი -  სექსიზმი: სქესობრივი ნიშნით ადამიანთა დისკრიმინაციის იდეოლოგია და პრაქტიკა. იგი მოიცავს იმ სოციალურ სტერეოტიპებს, რწმენებსა და წარმოდგენებს,                                            რომელიც ერთი სქესის მეორეზე დომინირებას აწესებს და გენდერული უთანასწორობის საფუძველს ქმნის.
სექსუალობა - 

სექსუალობა მოიცავს ადამიანის მიერ საკუთარი სექსუალობის აღქმას, სექსუალურ მიმზიდველობას, სექსუალურობას ადამიანის ქცევის, ჩაცმულობისა და ურთიერთობის წარმართვის თვალსაზრისით. ის მნიშვნელოვნად განსაზღვრავს პიროვნულობას და იმას, თუ როგორ განვითარდება პიროვნება. იგი მოიცავს მამაკაცისა თუ ქალისათვის დამახასიათებელ გრძნობებს, ფიქრებს და ქცევას, მიმზიდველობას და შეყვარებულობას, ისეთ ურთიერთობას, რომელიც გულისხმობს სექსუალურ ინტიმს და ფიზიკურ სქესობრივ კავშირს. ადამიანის სექსუალობას განსაზღვრავს ის ფასეულობები და მაგალითები, რომლებსაც იგი ბავშვობასა და ახალგაზრდობაში ითვისებს. გარდა ამისა, ადამიანზე გავლენას ახდენს გარემო და საზოგადოება.

სექსუალური ორიენტაცია -  ადამიანის ემოციური და სექსუალური მიზიდულობა სხვა ადამიანების მიმართ. ეს შეიძლება იყოს ცვალებადი და ასახოს ან არ ასახოს სექსუალური ქცევები.
სოციალური მოლოდინები -  მოლოდინი იმისა, თუ როგორ უნდა მოიქცეს ან იაზროვნოს თემის წევრმა. ზრდასრულობისას, ადამიანმა შესაძლოა გაბატონებული ნორმები აღიქვას, როგორც ბუნებრივად და ნორმალურად.                                                                                                                        თუმცაღა, ნორმები განსხვავებულია სხვადასხვა დროსა და ადგილებში. გაბატონებული ნორმები ხშირად აიძულებენ ადამიანებს დაემორჩილონ სოციალურ მოლოდინებს.                        ისინი ზეგავლენას ახდენენ მათ ქცევასა და დამოკიდებულებებზე. ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ ან აზროვნებენ ნორმებისაგან განსხვავებულად, შესაძლოა წარმოდგენილნი იყვნენ, როგორც უმცირესობა და არა დამოუკიდებელ პირი.
სპერმიციდი -  კონტრაცეფციის მეთოდი. სპერმიციდები ქიმიური ნივთიარებაა, რომელიც ანადგურებს სპერმატოზოიდებს.                                                                                                                             ეფექტურობის გასაძლიერებლად დიაფრაგმასა და სპერმიციდებს ერთად იყენებენ.
სტერეოტიპი -  გარკვეული სოციალური ჯგუფის შესახებ ინდივიდის ცოდნა, რწმენები და მოლოდინები. ადამიანების ან იდეების ძალზე გამარტივებული, განზოგადებული და ხშირად გაუთვითცნობიერებელი აღქმა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს წინასწარ შექმნილი ნეგატიური აზრი და დისკრიმინაცია.
სტერეოტიპი -  გარკვეული სოციალური ჯგუფის შესახებ ინდივიდის ცოდნა, რწმენები და მოლოდინები. ადამიანების ან იდეების ძალზე გამარტივებული, განზოგადებული და ხშირად გაუთვითცნობიერებელი აღქმა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს წინასწარ შექმნილი ნეგატიური აზრი და დისკრიმინაცია.
სტიგმა -  ინდივიდის მკაცრი სოციალური შეზღუდვა პიროვნულ მახასიათებლების გამო. მან აგრეთვე შესაძლოა იჩინოს თავი მაშინ, როდესაც ინდივიდის შეხედულებები და საქციელი არ შეესაბამება სოციუმის ნორმებს. მაგალითად, ზოგიერთ ადგილებში, ადამიანები სტიგმის მსხვერპლნი ხდებიან საკუთარი წონის, სექსუალური ქცევის, რელიგიის ან ჯანმრთელობის სტატუსის გამო.
სქესის სელექცია -  სქესის შერჩევა გულისხმობს ორსულობისას სპეციალურ გამოკვლევას ნაყოფის სქესის დასადგენად და არჩევანის გაკეთების მიზნით - გაიკეთო აბორტი თუ შეინარჩუნო ნაყოფი.
სქესობრივი განათლება -  სქესობრივი განათლების სწავლება ნიშნავს იმის უზრუნველყოფას, რომ თქვენ მოზარდ შვილს აქვს ცოდნა,                                                                                                                                                უნარი და შესაძლებლობა დაიცვას მისი და სხვების სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები.
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები -  სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები ეწოდება ინფექციებს, რომლებიც სქესობრივი კავშირისას გადადის, მათ შორის ვაგინალური, ანალური და ორალური ურთიერთობისას. განსხვავებულმა მიკროორგანიზმებმა შესაძლოა გამოიწვიოს სგგი. სქესობრივი კონტაქტისას შესაძლოა გადადებული იქნეს იმგვარი პარაზიტები, როგორებიცაა ბოქვენის თმის პარაზიტი და მუნი. სგგი არის უფრო დიდი ჯგუფის ინფექციების ნაწილი, რომელსაც ეწოდება რეპროდუქციული ტრაქტის ინფექციები - რტი.
სქესობრივი მომწიფება -  როდესაც ბავშვები აღწევენ მოზარდობის ასაკს, მათი სხეული იწყებს გარკვეული ჰორმონების გამომუშავებას, რაც მათი სხეულებისა და ემოციების ცვლას იწვევს.                                                                                                                                                                                                               ცვლილების ამ პერიოდს ეწოდება სქესობრივი მომწიფება. სქესობრივი სიმწიფე ზოგიერთისათვის უფრო ადრე, ზოგისთვის - უფრო გვიან დგება.
სქესობრივი ჯანმრთელობა -  სქესობრივი ჯანმრთელობა არის ადამიანის სომატური, ემოციური, ინტელექტუალური და სოციალური მახასიათებლების (თვისებების) ინტეგრირება მის სექსუალურ ქცევაში.                      ის ადამიანის ცხოვრების მიმდინარეობაზე დადებითად აისახება და, აძლიერებს მის ინდივიდუალურობას, კომუნიკაბელურობასა და სიყვარულის უნარს.