ლექსიკონი

| | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | |
Reset list
კალენდარული მეთოდი -  დაორსულების თვალსაზრისით სარისკო დღეების განსაზღვრა, (არაფერტილური და ფერტილური დღეები) და ფერტილურ დღეებში სქესობრივ კონტაქტზე უარის თქმა.
კიბერბულინგი -  კიბერბულინგი მოიცავს ინტერნეტის, სოციალური მედია საშუალებების და სხვა ინტერაქტიული ტექნოლოგიების ან სმარტფონების გამოყენებას, იმისათვის რომ დააშინონ, გააჩუმონ ან გაავრცელონ ჭორები ვინმეზე.
კომბინირებული აბები -  კონტრაცეფციული აბები. ძირითადი მექანიზმი, რომლითაც მოქმედებს კომბინირებული აბი, მდგომარეობს საკვერცხეების მიერ კვერცხუჯრედის ყოველთვიური გამომუშავების (ოვულაციის) შეჩერებაში.
კონდომი -  მამაკაცისა და ქალის კონდომები კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდებს მიეკუთვნება ორსულობისგან თავის დაცვის საშუალებაა.                                                                                                          ისინი ხელს უშლიან კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის შეხვედრას. კონდომი ასევე იცავს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგანაც
კონტრაცეფცია -  ორსულობის თავიდან აცილება ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებით