ლექსიკონი

| | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | |
Reset list
აბორტი -  აბორტი არის სამედიცინო ჩარევა, რომელიც ტარდება ორსულობის შეწყვეტის მიზნით. კანონმდებლობით, აბორტის ჩატარება შესაძლებელია 12 კვირამდე ვადის ორსულობისას. 12 კვირაზე მეტი ვადის ორსულობის დროს აბორტი ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო და სოციალური ჩვენებების შემთხვევაში, რომელიც განიხილება ინდივიდუალურად,  კომისიური წესით. ორსულობას, რომლის შეწყვეტაც თავისთავად ხდება, ეწოდება სპონტანური აბორტი ან ე.წ. მუცლის მოშლა. ადამიანები უამრავი განსხვავებული პირადი და ჯანმრთელობის მიზეზებით იკეთებენ აბორტს.
ადამიანის პაპილომა ვირუსი - 

გენიტალური აპვ ინფექცია არის სქესობრივი გზით გადამდები დაავადება, რომელსაც ადამიანის პაპილომავირუსი იწვევს. ეს ვირუსების ჯგუფია, რომელიც 100-ზე მეტ სხვადასხვა შტამსა და ტიპს აერთიანებს. ამ ვირუსთაგან 30-ზე მეტი ონკოგენურია. ეს ვირუსები ქალისა და მამაკაცის გენიტალური არეების, მათ შორის – პენისის, საშოს და მისი გარე მიდამოების (ანუსის კანის, საშვილოსნოს ყელისა და სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის) ინფიცირებას ახდენენ.

ადამიანის უფლებები - 

ადამიანისგან, როგორც გონიერი არსებისგან, გაუსხვისებელი უფლებები, რომელთა აღიარება და დაცვა სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა. ადამიანის ძირითადი უფლებებია ყველაზე მთავარი, სასიცოცხლო მნიშვნელობის უფლებები, რომელთა გარეშე არ შეიძლება იარსებოს საზოგადობის არცერთმა წევრმა. ადამიანის უფლებები უნივერსალურია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ისინი ვრცელდება ყველაზე სქესის, ასაკის, ოჯახური მდგომარეობის, სექსუალური იდენტობისა და ქცევის, გენდერული იდენტობის, რასის, ეთნიკურობის, ნაციონალური ან სოციალური წარმომავლობის, პოლიტიკური რწმენის, მოქალაქეობის, რელიგიური აღმსარებლობის, სოციალური და ეკონომიკური სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ფიზიკური და მენტალური შესაძლებლობებისა და ჯანმრთელობის სტატუსის მიუხედავად

ათაშანგი, სიფილისი - 

სიფილისი ინფექციური დაავადებაა, რომელიც აზიანებს კანს, ლორწოვან გარსებს, შინაგან ორგანოებს, ნერვულ სისტემას. ათაშანგის გამომწვევია მიკროორგანიზმი მკრთალი ტრეპონემა, რომელიც ქსოვილებში იჭრება, მრავლდება და მთელ ორგანიზმში ვრცელდება. სიფილისით ინფიცირება ძირითადად სქესობრივი კონტაქტის შედეგად ხდება, თუმცა მისი გადაცემა შესაძლებელია საყოფაცხოვრებო გზით და გამონაყართან ახლომდებარე ქსოვილებთან ფიზიკური კონტაქტითაც.                      ეს წყლულები ადამიანს სხეულის ნებისმიერ ადგილზე შეიძლება ჰქონდეს. ასევე, ათაშანგი გადადის სისხლთან კონტაქტით და დედისგან ნაყოფზე.

აივ ინფექცია - 

აივ-ი არის ვირუსი, რომელიც იწვევს შეძენილი იმუნო დეფიციტის სინდრომის (შიდსის) ჩამოყალიბებას აივ ინფექცია ნელ-ნელა ანადგურებს იმუნურ სისტემას იმ უჯრედებში შეღწევით და განადგურებით, რომელიც აკონტროლებს და აძლიერებს იმუნურ სისტემას. დაინფიცირებიდან დიდი ხნის (როგორც წესი 3-7 წლის) შემდეგ, ყალიბდება იმუნოდეფიციტი. როდესაც ადამიანს აქვს იმუნო დეფიციტი, ორგანიზმს უჭირს დაიცვას თავი სხვადასხვა ინფექციისგან და გარკვეული სიმსივნური დაავადებებისგან, რომლებიც ცნობილია როგორც „ოპორტუნისტული დაავადებები“. იმუნო დეფიციტის განვითარების კონტროლი შესაძლებელია და ამ დაავადებების უარყოფითი შედეგები შეიძლება შემსუბუქდეს შესაბამისი მკურნალობით.

ამენორეა - 

მენსტრუაციული ციკლის არარსებობა. ამენორეაზე საუბრობენ, როდესაც გოგონას 16 წლის ან უფრო მეტი ასაკისათვის ჯერ კიდევ არ დასწყებია მენსტრუაცია ან ქალს, რომელსაც მანამდე რეგულარული ციკლი ჰქონდა, მენსტრუაცია 6 თვეზე მეტი ხნით უწყდება.