პროგესტაგენული საინექციო კონტრაცეპცია (პსკ)

პროგესტაგენული საინექციო კონტრაცეპცია ხანგრძლივი მოქმედებისაა (ინექცია კეთდება 2-3 თვეში ერთხელ), ახასიათებს მაღლი ეფექტურობა, საჭიროა ერთი ინექცია კუნთებში.

  • განსაკუთრებით მოსახერხებელი და მისაღებია მეძუძური ქალებისათვის;
  • მეთოდი განსაკუთრებით მისაღებია მათთვის, ვისაც დიდი ხნის განმავლობაში არ სურთ ორსულობა და ვისაც უჭირს ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღება ყოველდღე (გულმავიწყი ქალები)
    • მაღალი ეფექტურობა;
    • ხანგრძლივი მოქმედება (2-3 თვე);
    • არ უკავშირდება სქესობრივ აქტს;
    • ერთ-ერთი ყველაზე პირადული და კონფიდენციალური მეთოდია;
    • იოლად გამოსაყენებელია (მარაგის შექმნა საჭირო არ არის);
    • არ მოითხოვს ტაბლეტების მიღებასთან დაკავშირებულ ყოველდღიურ ზრუნვას;
    • შექცევადია (ნაყოფიერება აღდგება პრეპარატის გამოყენების შეწყვეტიდან 4-9 თვის განმავლობაში);
    • არ შეიცავს ესტროგენს.

    ხელსაყრელია მეძუძური დედებისათვის მშობიარობიდან 6 კვირის შემდეგ, თუ ქალი არ იყენებს ლაქტაციური ამენორეის მეთოდს

    • ინექციის გაკეთებისათვის ვიზიტი აუცილებელია ყოველ 2 ან 3 თვეში ერთხელ;
    • სხეულის წონაში მომატება (2-4კგ/წელიწადში), განსაკუთრებით დამახასიათებელია დეპო-პროვერასთვის;
    • ნაყოფიერების აღდგენის შეფერხება (მხოლოდ დეპო-პროვერას გამომყენებლებში, ბოლო ინექციის ვადის გასვლიდან 5,5 თვე);
    • შესაძლოა ჭარბი სისხლდენა საშოდან (1 შემთხვევაზე ნაკლები 1000 გამომყენებელზე), ძირითადად დეპო-პროვერას მოხმარების დროს;
    • არ იცავს სგგი-საგან, მათ შორის აივ/შიდსისგან;
    • იწვევს მენსტრუაციული ციკლის ხასიათის ცვლილებას;
    • ზოგჯრ ახასიათებს მსუბუქი თავის ტკივილები, გამონაყარი, მგრძნობიარე მკერდი, დეპრესია, სქესობრივი კავშირის მიმართ
    • ინტერესის დაქვეითება, გულისრევა;

    ინექციამ შეიძლება გაზარდოს ძველების გათხელების (ძვლის მინერალის დაკარგვა) რისკი. რისკი გაიზრდება თუ მას დიდი ხნის განმავლობაში იკეთებთ. ინექციის 2 წლის გამოყენების შემდეგ ქალმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
    რამდენადაც მეთოდი საინექციოა და ხანგრძლივად მოქმედებს, გართულების შემთხვევაში მისი ორგანიზმში ინაქტივაცია შეუძლე¬ბელია.

  • ჩასახვის საწინააღმდეგო ინექციას აკეთებს ჯანდაცვის პროვაიდერი. ინექციისთვის საჭიროა რეცეპტი. იგი უნდა გაკეთდეს ყოველ 10 -დან 12 კვირაში მკლავში ან დუნდულებში.

    არსებობს სხვადასხვა საშუალება ინექციის დასაწყებად. პირველ ინექციის გაეკთების შემდეგ:

    • მენსტრუაციის პირველი 5 დღის განმავლობაში, საჭიროა ჩასახვის საწინააღმდეგო დამატებითი ფორმა (მაგ.; პრეზერვატივები, აბსტინენცია) მომდევნო 24 საათის განმავლობაში
    • ნებისმიერ სხვა დროს, საჭიროა დამატებითი ჩასახვის საწინააღმდეგო ფორმა (მაგ. პრეზერვატივები, აბსტინენცია) 7 დღის განმავლობაში