სწორი კვება

research paper

ჯანსაღი ცხოვრების წესი მხოლოდ ვარჯიშსა და ფიზიკურ აქტივობებს არ მოიცავს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ კვებასაც. ორივე ერთად კი ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობის საფუძველია.

ჯანსაღი კვება არ ნიშნავს მკაცრ შეზღუდვებსა და დიეტას. ეს გულისხმობს, რომ ჩვენს ყოველდღიურ საკვებ რაციონში დაბალანსებული იყოს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, პროტეინების, ვიტამინებისა და მინერალების შემცველობა. პროტეინები ხელს უწყობს ორგანიზმში დაზიანებული ქსოვილების აღდგენას და ინარჩუნებს ჯანსაღ იმუნურ სისტემას. ნახშირწყლები და ცხიმები, შეიძლება ითქვას, ჩვენი ორგანიზმის „საწვავია“, რომელთა ნაკლებობა გამოგვაცლის ენერგიას. ვიტამინები და მინერალები აჯანსაღებს ორგანიზმს, აძლიერებს ძვლების სიმტკიცეს, ხელს უწყობს ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას და ა.შ. საჭირო არ არის რაიმე სახის საკვების ამოღება რაციონიდან, უბრალოდ უნდა ავირჩიოთ თითოეულის ჯანსაღი ვარიანტი და ვიკვებოთ ხშირად, მცირე ულუფებით.

ჯანსაღი კვება არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას ყოველდღიურად, სამაგიეროდ მისი წყალობით სხეული ყოველდღიურ ფუნქციებს უკეთ შეასრულებს, შევინარჩუნებთ ჩვენთვის ოპტიმალურ წონას და დაცული ვიქნებით სხვადასხვა დაავადებებისგან. ჯანსაღი კვება, ასევე, გვმატებს მეტ ენერგიას, აუმჯობესებს ჯანმრთელობას და ასტაბილურებს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს.

ჯანსაღი კვება მნიშვნელოვნად მოქმედებს ჩვენს განწყობაზეც და გვიქმნის კეთილდღეობის შეგრძნებას. იგი გვეხმარება თავიდან ავიცილოთ და/ან მარტივად გადავიტანოთ დეპრესია, სტრესი, შფოთვა და ა.შ. მაშინ როცა არაჯანსაღი კვების რეჟიმმა შეიძლება მიგვიყვანოს სხვადასხვა ფსიქოლოგიურ და ფსიქიკურ დარღვევებამდე, მაგ. გამოიწვიოს ალცჰეიმერიის დაავადება, შიზოფრენია და ა.შ. უკიდურეს შემთხვევაში, შესაძლოა გახდეს ახალგაზრდებში თვითმკვლელობის მიზეზი.

 write my essaycustom writing