პირადი ჰიგიენის დაცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის ჯანსაღად განვითარებისათვის. ყოველდღიური ჰიგიენის წესების ზედმიწევნით დაცვა ხელს უშლის სხვადსხვა სახის ინფექციებისა თუ დაავადებების განვითარებას.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, როგორ უნდა დავიცვათ პირადი ჰიგიენა იმისათვის, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ინფექციებისა და დაავადებების რისკი?
- ხშირად დაიბანეთ ხელები – ჭამამდე და ჭამის შემდეგ, ხველების ან უსუფთაო ნივთებთან შეხების შემდეგ და ა.შ. სასურველია ვიქონიოთ სპეციალური სანიტარული გელი, რომელიც გამოგვადგება იმ შემთხვევებისთვის, როცა არ არის ხელმისაწვდომი საპონი და წყალი.
- რეგულარული შხაპი:
ეს არ ნიშნავს რომ აუცილებელია ყოველდღიურად ბანაობა, მაგრამ, საჭიროა მუდმივად, ერთნაირი ინტერვალებით გავისუფთაოდ თმა და კანი. - მოვუაროთ ფრჩხილებს:
რაიმე ინფექციის ორგანიზმში შეჭრის ერთ-ერთი გზა მოუწესრიგებელი ფრჩხილებია. ამიტომ, მნიშვნელოვანია მუდმივად გავისუფთაოდ და მოვიწესრიგოთ ფრჩხილები. - ჯანსაღი პირის ღრუ:
ლამაზი ღიმილი გვიხალისებს ყოველდღიურობას, მაგრამ, თუ ჩვენი პირის ღრუ არ არის ჯანსაღი, მას სრულიად საპირისპირო შედეგი მოჰყვება. კბილების გახეხვა აუცილებელია დღეში მინიმუმ ორჯერ. კბილების სითეთრის შესანარჩუნებლად სასურველია თავი ავარიდოთ და/ან დავაბალანსოთ ჩაის, ყავის, წითელი ღვინის მიღება. მნიშვნელოვანია რეგულარული ვიზიტები სტომატოლოგთანაც – საშუალოდ ექვს თვეში ერთხელ. - სუფთა და ჯანსაღი თმა:
თმის სისუფთავეზე მუდმივი ზრუნვა მნიშვნელოვანია როგორც ჯანმრთელობისთვის, ისე, მისი სიჯანსაღისა და ვიზუალური სილამაზისთვის. მოზარდობის ასაკში, ჰორმონალურმა ცვლილებებმა, შესაძლოა, თმის ცხიმიანობა გაზარდოს. ყველაზე მარტივი მეთოდი, ამ პრობლემის მოსაგვარებლად თავის ხშირი დაბანაა. დიდი მნიშვნელობა აქვს, ასევე, შემპუნებისა და სხვა დასაბანი საშუალებების სწორად შერჩევას.