Smart and practical Way To Get Essay Writing Service Nursing https://www.funadvice.com/blog/1-enroll-in-a-class Sophisticated Way To Get Buy Essays Online Yahoo Answers
რატომ არის მნიშნელოვანი ფიზიკური აქტივობა ადამიანის, განსაკუთრებით მოზარდების, ჯანმრთელობისთვის?
სამედიცინოდ დადასტურებულია, რომ რეგულარული ფიზიკური აქტივობა:
- ამცირებს სხვადასხვა სახის დაავადებების რისკს, მაგ. სიმსივნით დაავადების რისკი მცირდება 50%-მდე, ასევე, 50%-მდე მცირდება შაქრიანი დიაბეტით დაავადების ალბათობა; ინსულტისა და გულის სხვა დაავადებებს რისკი მცირდება 35%-ით.;ძუძუს კიბოს – 20%-ით;
- ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას – ადრეული გარდაცვალების რისკი მცირდება 30%-ით;
- არეგულირებს ძილის რეჟიმის;
- აუმჯობესებს განწყობას: დღეში დაახლოებით 30 წუთი ფეხით სიარული ორგანიზმში და ტვინში ააქტიურებს სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებებს, რაც ხელს უწყობს ე.წ. „ბედნიერების ჰორმონების“ გამოყოფას;
- საშუალებას გვაძლევს ვაკონტროლოთ ჩვენი წონა. ფიზიკური აქტივობის დროს ხდება კალორიების დაწვა, რაც ხელს უწყობს ჭარბწონიანიანობის რისკის შემცირებასა და სასურველი წონის შენარჩუნებას;
- ფიზიკური აქტივობა არ გულისხმობს მაინცდამაინც სპორტულ დარბაზში სიარულს. ფიზიკური აქტივობა შეიძლება მოიცავდეს ჩვეთვის სასიამოვნო საქმის კეთებას, მაგ. ცეკვა, სეირნობა, სპორტის სხვადასხვა სახეობის აქტივობებში ჩართვა და სხვ.
- ფიზიკური აქტივობის შედეგად ჩვენი ძვლები და კუნთოვანი სისტემა უფრო ძლიერი და ჯანსაღია და ორგანიზმის იმუნიტეტიც უფრო მაღალია;
- ასევე, ორგანიზმი უფრო მხნეა და უფრო უკეთ ვართმევთ თავს ყოველდღიურ ვალდებულებებს;
- ორგანიზმის სიჯანსაღე ხელს უწყობს ტვინის აქტიურ მუშაობას და გონების უკეთ კონცენტრაციას;
- ბოლოს და ბოლოს, გავიხსენოთ საუკუნეების წინ შექმნილი პოსტულატი: „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“.