ბულინგი (დაშინება) გულისხმობს ფიზიკურ ან სოციალურ ძალას, რომელიც იწვევს ზიანს, შიშს ან მწუხარებას, როგორიცაა ემოციური ზიანი, ან ანადგურებს ადამიანის რეპუტაციას. კანადაში 5-დან 1 ბავშვი არის ბულინგის რეგულარული მსხვერპლი. დაშინებამ შეიძლება გამოიწვიოს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, სკოლაში წარუმატებლობა, სასიკვდილო ძალადობა და სუიციდი. გაეცანით ფაქტებს ბულინგის შესახებ.
ფაქტები ბულინგის შესახებ
ბულინგის სხვადასხვა სახეები
სიტყვიერი დაშინება
სახელების დაძახება, გაჩუმება, მუქარა, ჭორების გავრცელება, უხეში ან სტერეოტიპული კომენტარების გაკეთება ვინმეს კულტურაზე, ეთნიკურობაზე, სექსუალურ ორიენტაციაზე, გენდერზე, რასაზე და/ან რელიგიაზე
ფიზიკური დაშინება
ჩარტყმა, ხელის კვრა, ჩქმეტა, დევნა, ხელის კვრა, პირად საკუთრებაზე ზიანის მიყენება
სექსუალური ძალადობა
არასასიამოვნო და არასასურველი სექსუალური შეხება, სექსუალური შეძახილების გაკეთება ვინმეს სხეულის მიმართ, ჭორების გავრცელება ვინმეს სექსუალურ რეპუტაციაზე
კიბერბულინგი
იყენებს ინტერნეტს, სოციალურ მედიას და ინტერაქტიულ და ციფრულ ტექნოლოგიას (მაგ. Fაცებოოკ, თწიტტერ, ID-ის მოპარვა, ვებსაიტები, ბლოგები, სათამაშო საიტები) ან მობილურ ტელეფონს, რათა დააშინოს, გააჩუმოს ან გაავრცელოს ჭორები ვინმეს შესახებ
სოციალური ბულინგი
ვინმეს განდევნა, ჭორაობა, დაჯგუფება, თავმოყრა, უსაფუძვლოდ დაბრალება, სხვების დამცირება, დაშანტაჟება, ჟესტები ან წარწერები სხვების გასაჩუმებლად ან განზრახ მეგობრობის გასაწყვეტად.
რასობრივი ბულინგი
სხვის მიმართ უხეში მოპყრობა მისი კანის ფერის გამო, კულტურული ან რელიგიური მიმდევრობის ან ეთნიკური წარმომავლობის გამო. ეს მოიცავს მეტყველების აქცენტის დაცინვას, ჩაცმულობას, საკვებს და/ან ხალხის განდევნას რასისა და კულტურის გამო
რელიგიური ბულინგი
პიროვნების რელიგიის, რწმენისა და რიტუალების დაცინვა. ეს მოიცავს ხალხის განდევნას მათი რელიგიისა ან ურწმუნობის გამო
ჰომოფობიური, ბიფობიური და ტრანსფობიური დაშინება
იმ პიროვნების მიმართ უხეშ მოპყრობას, რომელიც თავს LGBთ-ად აღიარებს (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი)