ნებისმიერ ადამიანს და წყვილს აქვს უნივერსალური უფლება, გადაწყვიტოს როდის ჰყავდეს შვილი, რამდენი შვილი ჰყავდეს და ჰყავდეს თუ არა საერთოდ შვილები. ოჯახის დაგეგმვა გაძლევს შანსს:
- თავიდან აიცილო არასასურველი ორსულობა;
- თავად განსაზღვრო შვილების სასურველი რაოდენობა;
- არეგულირო ორსულობებს შორის ინტერვალი;
- შეინარჩუნო ქალის ჯანმრთელობა;
- ოჯახში დაამკვიდრო სიმყუდროვე და ჰარმონიული ურთიერთობები;
- განახორციელო ცხოვრების მომავალი გეგმები (განათლება,ფინანსური სტაბილურობა, კარიერული წინსვლა.)
ოჯახის დაგეგმვის მიზნით შესაძლებელია ორი მიდგომის გამოყენება:
- არასასურველი და არადროული ორსულობის თავიდან აცილება ჩასახვისსაწინააღმდეგო მეთოდების (კონტრაცეპციის) გამოყენებით;
- არასასურველი ორსულობის შეწყვეტა უსაფრთხო აბორტის გზით.