ლაქტაციური ამენორეის მეთოდი (ლამ)

ლაქტაციური ამენორეის მეთოდი კონტრაცეპციის ბუნებრივ მეთოდებს მიეკუთვნება და მეძუძურ დედეში ორსულობის თავიდან აცილებას გულისხმობს.

ძუძუთი წოვების პერიოდში ბუნება თვითონვე უწყობს ხელს ქალს, დაიცვას გარკვეული ინტერვალი ორსულობათა შორის (არანაკლებ 2 წლისა, რაც აუცილებელია ქალის ჯანმრთელობისათვის). ამდენად, ძუძუთი კვება მხოლოდ ბავშვისთვის კი არა, დედისთვისაც მეტად სასრგებლოა. ძუძუთი მართებული კვებისას პირველი 6 თვის განმავლობაში ქალის ორგანიზმში წყდება კვერცხუჯრედის მომწიფების გამომწვევი ჰორმონების გამომუშავება.

ლამ –ის უპირატესობები:

  • მაღალეფექტურია (98%);
  • მოხერხებულია;
  • მშობიარობის შემდგომ დაუყოვნებლივ იწყება;
  • ხელს არ უშლის სქესობრივ ურთიერთობას;
  • არ აქვს გვერდითი მოვლენები;
  • სასარგებლოა დედისთვისაც და ბავშვისთვისაც.

ლამ-ის ნაკლოვანებები:

  • ვერ მოიხმარენ ის ქალები, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო არ კვებავენ ჩვილს ძუძუთი;
  • დამოკიდებულია მომხმარებლის მიერ ლამ-ის კრიტერიუმების დაცვაზე;
  • სამედიცინო და სოციალური ფაქტორების გამო შესაძლებელია ძნელი იყოს ძუძუთი კვების შენარჩუნება;
  • მეთოდის ხანგრძლივობა შეზღუდულია;
  • არ იცავს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან (მათ შო¬რის აივ/შიდსისგან).

ამასთანავე, გასათვალისწინებელია:

  • ბავშვი უნდა კვებოთ მხოლოდ ძუძუთი ყოველგვარი დანამატის, სითხის და წყლის გარეშე;
  • ძუძუთი კვება უნდა ხდებოდეს მოთხოვნილებისდა მიხედვით, დაახლოებით 8-12-ჯერ დღე-ღამეში. კვებათა შორის ინტერვალი 3-4 საათს არ უნდა აღემატებოდეს;
  • თუ ძუძუთი კვების პერიოდში მენსტრუაცია აღდგა, არ ხდება ზემოთ მითითებული კვების რეჟიმის დაცვა და შვილი 6 თვეზე მეტი ხნისაა, დაორსულების შესაძლებლობა იზრდება და საჭიროა ოჯახის დაგეგმვის დამატებითი მეთოდის გამოყენება და ძუძუთი კვების გახანგრძლივება ბავშვის ჯანმრთელობისათვის.