ერთადერთი 100%-იანი საშუალება ინფექციებისგან თავის ასარიდებლად სრული თავშეკავებაა (აბსტინენცია) – არანაირი სქესობრივი კონტაქტი – არც ვაგინალური, ორალური ან ანალური და არც პეტინგი (სასქესო ორგანოების მხოლოდ შეხება).
სგგი-სგან თავის დაცვის ყველაზე საიმედო გზა კი უსაფრთხო სექსია.
იმ მოზარდებში, რომელთაც ერთზე მეტი სქესობრივი პარტნიორი ჰყავთ, უფრო მაღალია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით (ქლამიდიოზი, გონორეა, ვენერული კოჟრები, B ჰეპატიტი, აივი და ა.შ.) დასნებოვნების ალბათობა;
რჩევები:
- ისარგებლეთ კონდომით (პრეზერვატივით);
- თავი აარიდეთ შემთხვევით სქესობრივ კავშირს;
- გამოიყენეთ მხოლოდ ახალი კონდომი ყოველი სქესობრივი კავშირის დროს;
- ენდეთ მხოლოდ ისეთ პრეზერვატივებს, რომელთაც ხარისხის ნიშანი აქვთ;
- სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან, მათ შორის შიდსისა და ჰეპატიტისგან, ჩასახვის საწინააღმდეგო თანამედროვე საშუალებებს შორის მხოლოდ პრეზერვატივი იცავს.
- ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მიღება ადამიანს წინდაუხედავს ხდის და ზრდის სბბი-ს გავრცელების საფრთხეს.
- დაუცველი, შემთხვევითი სქესობრივი კავშირის შემდეგ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმ-სპეციალისტს.
- სგგი-ზე გამოკვლევისას უნდა გაითვალისწინოთ ყველა ინფექცია, ვინაიდან, ისინი უმეტესად კომპლექსური სახით გვხვდება.
- სგგი-ს არსებობის შემთხვევაში ორივე სქესობრივმა პარტნიორმა უნდა იმკურნალოს, სხვაგვარად თერაპიას შედეგი არ ექნება.
- დაუშვებელია ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების შეცვლა.
- ნუ მიმართავთ თვითმკურნალობას და ნურც ნაცნობ-მეგობრების რჩევით მიიღებთ მედიკამენტებს.
- მიზანშეწონილია პერიოდული გამოკვლევა სგგი-ზე, მათ შორის აივ/შიდსზე. ასეთი გამოკვლევების ჩატარება აუცილებელია ქორწინებისა და დაგეგმილი ორსულობის წინ, ასევე, დაუცველი, შემთხვევითი სქესობრივი კავშირის შემდეგ.
14-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვან პაციენტს რომელიც სამედიცინო მომსახურების გამწევის შეხედულებით სწორად აფასებს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას უფლება აქვს ანონიმურად მიმართოს მომსახურების გამწევს (საქართველოს კანონი “პაციენტთა უფლებების შესახებ” თავი VIII – არასრულწლოვანის უფლებები).