5 და 6 წლის

თქვენი შვილის განვითარების გაგება

თქვენი შვილი იწყებს საკუთარი იდენტობის ჩამოყალიბებას და იმის გაცნობიერებას თუ როგორ ერგება იგი სამყაროს. სექსუალურ ჯანმთელობასა და სექსუალობაზე საუბარი ხელს შეუწყობს საუბრის დაწყებაში და ასე გაგრძელდება მის ზრდასთან ერთად. გაიგეთ მეტი ინფორმაცია თუ რას გაივლის თქვენი შვილი ამ ეტაპზე.

ფიზიკური განვითარება

ნელი და უცვლელი ზრდა გრძელდება.

  • განვითარებას აგრძელებს გენდერული იდენტობა, რომელიც გამოიხატება მის გარეგნობაში, სახელში და სხვების მიმართ ქცევაში;
  • ის ჯერ კიდევ იკვლევს საკუთარ სხეულს და მისი ასაკის ბავშვების;
  • ამ ეტაპზე ბავშვები გათვითცნობიერებულნი არიან რეპროდუქციის შესახებ და სქესთა შორის განსხვავებაზე, მაგრამ ძალიან დიდ ინტერესს არ ამჟღავნებენ.
რჩევები მშობელს

ასწავლეთ ბავშვებს განსხავება პირად საზღვრებს შორის ოჯახთან, ახლო მეგობრებთან და უცხო ადამიანებთან მიმართებაში. მნიშვნელოვანია მათ ადრეულ ასაკშივე იცოდნენ რომ საკუთარი სხეული ეკუთვნით მათ და უფლება აქვთ უთხრან სხვებს, რომ არ შეეხონ მათ.

ემოციურობა
  • კარგად არჩევს სწორს და მართალს. ადვილად ღიზიანდება იმ შემთხვევებზე რაც არის „მართალი” ან „არასწორია”;
  • ხმამაღლა იწყებს საუბარს, რომ საკუთარი თავი დააწყნაროს;
  • არ უყვარს, როცა რაღაცას უსწორებენ.
სწავლა და ფიქრი (შემეცნებითი)
    • შეიძლება გამოიყენოს „საპირფარეშოსთან დაკავშირებული ლექსიკონი” (მაგ.; სიამოვნებს გარითმული ლექსი ნეხვზე);
    • შეიძლება იფიქროს, რომ სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან და ჰიგიენასთან დაკავშირებული ტერმინები „ცუდი” სიტყვებია;
    • დაიწყებს შეკითხვების დასმას ორსულობაზე, დაბადებაზე და ბავშვებზე. შეიძლება იკითხოს მამის როლი რეპროდუქციის დროს. შეიძლება შეადაროს ადამიანის და ცხოველის ქცევა;
    • სცხვენია ან ერიდება საკუთარი სხეულის. შეიძლება მოუნდეს განმარტოება.
    • იწყებს კარგ და ცუდ საქციელს შორის განსხვავებას.
    იცოდით, რომ ?

    ბავშვები ხშირად ასახიერებენ ზრდასრული ადამიანების როლს თამაშით. ზოგჯერ ეს როლები ცნობილია (როგორიცაა „დედ-მამობანას” თამაში) და ზოგჯერ არა (როგორიცაა თვითმფრინავის პილოტის ). თითოეული ბავშვი განსხვავებულია და შეიძლება მოუნდეს სხვადასხვა როლების მორგება.


    სოციალურობა
    • იწყებს კონკურენტუნარიანად ჩამოყალიბებას;
    • მოსწონს თამაშები წესებით;
    • იწყებს იმის გაცნობიერებას, თუ როგორ გრძნობს სხვა თავს (თანაგრძნობა);
    • ჰყავს საუკეთესო მეგობარი;
    • უფრო მეტად გავლენას ახდენს მასზე სხვა ზრდასრულები (მაგ.; მასწავლებლები);
    • მოსწონს სიამოვნების მინიჭება.
    გაიგეთ რა დახმარება სჭირდება თქვენს შვილს

    თქვენს შვილს ნამდვილად ესმის უფრო მეტი სხეულის ნაწილების და მათი როლის შესახებ, მაგრამ შეიძლება ყველა ფაქტი არ იცოდნენ. მაგალითად, ამ ასაკში ბავშვები ხშირად ფიქრობენ, რომ გოგონებს აქვთ ერთი გამოსასვლელი შარდისა და განავლისთვის და რასაც გოგონები ჭამენ იმ ადგილას მიდის, სადაც ბავშვი იზრდება. თუ ნათელ და მარტივ ახსნა-განმარტებას მისცემთ ბავშვს ამის შესახებ, ეს დაეხმარება მას, ასევე ეცადეთ მოუყვანოთ ფაქტები და გამოიყენოთ სწორი ტერმინები.

    თუ მას არ გაესაუბრებით სექსუალობასთან დაკავშირებით, შეიძლება იფიქროს, რომ ეს არის რაღაც რის შესახებაც თქვენთან არ უნდა ილაპარაკოს. მეტი შანსია, რომ სხვებს მიმართოს ამისთვის და დაიჯეროს ის, რასაც სხვები ეტყვიან მას. მეტი ფაქტი მოუყვანეთ სხეულების ნაწილების შესახებ, რისთვის გამოიყენება იგი და როგორ ხდება ბავშვების ჩასახვა.

    არსებობს რამდენიმე შესანიშნავი რჩევა ადამიანის ჯანსაღი განვითარების ხელშესაწყობად. ამ ეტაპზე ბავშვებმა უნდა იცოდნენ:

    • რომ მათი სხეული არის მათი საკუთრება და არავის აქვს უფლება შეეხოს მას მათი ნებართვის გარეშე – განსხვავება „დადებით” და „უარყოფით” შეხებას შორის. ეს დაეხმარება მათ უთხრან სანდო პირს იმის შესახებ ვინმე ეხება თუ არა მათ ისეთნაირად, რაც დისკომფორტს უქმნის მათ;
    • შესაფერისი სახელები სხეულის ნაწილების მიმართ, როგორიცაა სასქესო ორგანოები და რეპროდუქციული ორგანოები: ასო, სათესლე ჯირკვლები, სათესლის პარკი, ანუსი, ვულვა, ტუჩი, საშო, კლიტორი, საშვილოსნო და საკვერცხეები (სხეულის ნაწილების სწორი დასახელებების ცოდნა ხელს უწყობს მას სხეულის დადებითად წარმოდგენაში, თვით-რწმენაში და მშობლისა და ბავშვის კომუნიკაციაში. იგი ასევე აწვდის ბავშვებს ენას, რომლის საშუალებითაც უნდა უთხრან სანდო ზრდასრულს თუ მოხდა სექსუალური ძალადობა მათზე);
    • სხვა სხეულების ნაწილები და ორგანიზმის ფუნქციები: შარდი, განავალი, შარდის ბუშტი და შარდსაწვეთი;
    • როგორ ხდება რეპროდუქცია. მაგალითად, შეგიძლიათ უთხრათ, რომ  „როცა სპერმა უერთდება კვერცხუჯრედს, ბავშვი იზრდება საშვილოსნოში და იბადება საშოდან”;
    • ძირითადი ინფორმაცია სხეულის ცვალებადობაზე სქესობრივი მომწიფების პერიოდში;
    • არ აიღონ ნივთები, როგორიცაა ნახმარი პრეზერვატივები ან შპრიცები. ახლა შესაფერისი დროა ასწავლოთ მათ, რომ არ აიღონ ისეთი ნივთი, რომელიც არ იციან რა არის ან თუ ფიქრობენ, რომ ეს საშიშია.