ორსულობის ადრეული ნიშნები მოზარდებში

მოზარდ გოგონას, რომელიც სექსუალურად აქტიურია, დაორსულების დიდი შანსი აქვს. ორსულობის ნიშნები მოზარდებში დიდად არ განსხვავდება იმ სიმპტომებისაგან, რომლებიც უფროსებს ახასიათებთ. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, მოზარდის ორსულობის ამ ადრეულმა ნიშნებმა თავი შეიძლება იჩინოს არა ორსულობის, არამედ სულ სხვა მიზეზით. მაგალითად, თუ მოზარდი უჩვეულოდ დაძაბული და აქტიურია, მას შეიძლება აღენიშნებოდეს ამ ასაკში ორსულობისათვის დამახასიათებელი ზოგიერთი ნიშანი. ამდენად, საჭიროა ამ ნიშნების გაჩენისთანავე მათი მიზეზების გარკვევა. მოზარდის ორსულობის ადრეული ნიშნები და სიმპტომებია:

 

  • მადის ცვლილება

  • გულისრევა და პირღებინება

  • ხშირი შარდვა

  • დაღლილობა

  • გამოტოვებული თვიური

მიუხედავად იმისა, რომ ექიმთან მისვლამდე, ქალისათვის ორსულობის დადგენის ყველაზე გავრცელებული მეთოდი ორსულობის ტესტია, ეს ადრეული ნიშნები მაინც საყურადღებოა. ისეთი რამ, როგორიცაა სტრესი ან აქტივობის მაღალი დონე, იწვევს მრავალი ამ ნიშნის გაჩენას, მათ შორის თვიურის დაგვიანებას, დაღლილობას, განწყობისა და მადის ცვლილებას. თავისთავად არარეგულარული მენსტრუაციული ციკლი მოზარდობის პერიოდისათვის, განსაკუთრებით საწყის ფაზაში, ფიზიოლოგიური თავისებურებაა.

მოზარდის ორსულობის გვიანდელი ნიშნები

ორსულობის მიმდინარეობასთან ერთად, ნიშნები და სიმპტომები უფრო მკვეთრად გამოხატული ხდება და მათი შენიშნვა ძალიან მარტივია. ეს ნიშნებია:A

  • null

    მუცლის ზრდა

  • წონაში დაკლება ან მომატება

  • ზურგისა და თავის ტკივილები

  • ნაყოფის მოძრაობა

  • ორსულის გამომეტყველება

  • მადის გაძლიერება