ჯანსაღი ურთიერთობები

ადამიანებს სხვადასხვა სახის ურთიერთობები აქვთ მთელი ცხოვრების მანძილზე: ზოგი მოიცავს ურთიერთობებს ოჯახთან, მეგობრებთან, კლასელებთან და თანაგუნდელებთან. ბავშვების ზრდასთან ერთად, ეს შეიძლება მოიცავდეს სექსუალურ ან ინტიმურ ურთიერთობებს.

ჯანსაღ, არაჯანსაღ და შეურაცხმყოფელ ურთიერთობებს შორის განსხვავებების გაგება დაგეხმარებათ ჩამოაყალიბოთ და ასწავლოთ შვილს ყველა მათგანს შორის განსხვავება. ქვემოთ მოცემულია ჯანსაღი, არაჯანსაღი და შეურაცხმყოფელი ურთიერთობების თვისებები. ამ თვისებათა უმეტესობა შეიძლება უკავშირდებოდეს ნებისმიერი სახის ურთიერთობას, თუმცა რამოდენიმე ეხება რომანტიულ ან ინტიმურ ურთიერთობებს.

ჯანსაღი ურთიერთობებია:

  • ორივე ადამიანი თავს უსაფრთხოდ და საკმაოდ კომფორტულად გრძნობს, იმისათვის რომ ერთმანეთს უთხრან თუ როგორ გრძნობენ თავს რეალურად. ორივე ადამიანი თავისუფლად საუბრობს საკუთარ გრძნობებსა და საჭიროებებზე;

  • ადამიანები კომფორტულად გრძნობენ თავს ისაუბრონ ყველა ტიპის საკითხზე. თითოეული მათგანი ასევე თავისუფლად უსმენს მეორეს. თითოეული პატივისცემას გამოხატავს მეორის მოსმენით. ასევე მნიშვნელოვანია არა-ვერბალური კომუნიკაცია. ეს მოიცავს სხეულის ენას, ხმის ტონს და სახის გამომეტყველებას;

  • თითოეულ პიროვნებას თანაბარი სიტყვის თქმის უფლება აქვს ურთიერთობაში. ისინი შეიძლება ვერ თანხმდებოდნენ, თუმცა მაინც პატივისცემით ესაუბრონ ერთმანეთს. ერთად აგვარებენ საკითხებს, ისე რომ ორივემ მიიღოს ის რაც სურთ;

  • თითოეული პიროვნება აანალიზებს ჯანსაღ ზღვარს. ეს მოიცავს ფიზიკურ ზღვარს (შეხება, ერთად დგომის დისტანცია). ემოციური ზღვარი (თითოეული პარტნიორი პირად ინფორმაციას პირადად იტოვებს) და სექსუალური ზღვარი (თითოეულ პიროვნებას შეუძლია გამოხატოს მოთხოვნები და საზღვრები);

  • ორივე პარტნიორი შეიძლება გულწრფელი იყოს იმის მიმართ თუ რას გრძნობენ სექსუალურ აქტივობასთან დაკავშირებით. არც ერთი პარტნიორი არ უნდა გრძნობდეს თავს დაძალებულად გააკეთოს ის რაც მას არ უნდა;

  • ორივე პიროვნებას შეუძლია მარტო დარჩეს და იფიქროს ამაზე, როგორც ურთიერთობის ჯანსაღ ნაწილზე;

  • ორივე პარტნიორი იყენებს დროს საკუთარი თავის მზრუნველობისთვის. ეს გულისხმობს ჰობის, მეგობრობას და მარტო ყოფნას. დროის გამოყენება არსებულ ურთიერთობაზე დასაფიქრებლად ხელს უწყობს ამ ურთიერთობის გაძლიერებას;

  • არ არსებობს გაჩუმება, კონკრეტული სახელებით მიმართვა ან უხეში კრიტიკა;

  • ურთიერთობაში არ არის არანაირი ფიზიკური ძალადობა ან ძალადობის მუქარა. არც ერთი პიროვნება რისკის ქვეშ არ გრძნობს თავს რომ დაზიანდება მეორისგან. ორივე პიროვნება ისე იქცევა, რომ მეორე დაიცვას.