განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები ორჯერ მეტად არიან სექსუალური ძალადობის რისკის ქვეშ, ვიდრე ჩვეულებრივი საჭიროებების მქონე ბავშვები.
18 წლამდე ბავშვები სექსუალური ძალადობისა და შეურაცხყოფის უფრო მეტი რისკის ქვეშ არიან რადგან:
რისი გაკეთება შეუძლია მშობელს
იმისათვის, რომ დაიცვათ საკუთარი შვილი სექსუალური ძალადობისა და შეურაცხყოფისგან, მშობლებს შეგიძლიათ:
დადებითი შეხება VS უარყოფითი შეხება
შეხება, რომელიც თავს თბილად და მზრუნველობის ქვეშ გვაგრძნობინებს მნიშვნელოვანია. ეს ეხმარება ადამიანს უფრო ღიად ისაუბროს საკუთარ გრძნობებზე.
შეხება მნიშვნელოვანია, ვინაიდან მისი მეშვეობით ვგრძნობთ, რომ ვუყვარვართ და ჩვენზე ზრუნავენ (როგორიცაა ჩახუტება, კოცნა, გულში ჩაკვრა და ზურგზე მოფერება).
მაგრამ, შეხება, რომელიც ზიანს იწვევს, არაა მისაღები. შეხებისას ბავშვი არ უნდა დააზიანო და/ან ტკივილი მიაყენო. არც ის არის კარგი, ბავშვმა დაინახოს, როგორ აზიანებენ სხვები ერთმანეთს. ასეთი შეხებებია ჩქმეტა, მუშტებით ცემა, წიხლის კვრა, სილის გაწნა, კბენა ან სხვა ნებისმიერი რამ, რაც სხეულს აზიანებს.
აუხსენით ბავშვს რას ნიშნავს სექსუალური შეურაცხყოფა, რომ ეს საზიანო შეხების მეორე ფორმაა, რომელიც მიუღებელია. შეგიძლიათ ამგვარად უთხრათ:
„როცა ვინმე შენზე უფრო დიდი ან უფროსი, უყურებს ან ეხება შენს პირად სივრცეს არაკეთილსინდისიერად, ან როცა შენზე უფრო დიდი ან უფროსი გთხოვს შეხედო ან შეეხო მის პირად სივრცეს…“ (უფროსი ბავშვების შემთხვევაში ამდაგვარად შეიძლება ითქვას: „როცა უფროსი ან დიდი ადამიანი გელაპარაკება სექსუალურად ან ისეთნაირად, რაც თავს არაკომფორტულად გაგრძნობინებს … ).