13, 14 და 15 წლის

თქვენი შვილის განვითარების გაგება

ახლა თქვენი შვილი უკვე მოზარდია! თქვენ ნახავთ, რომ ის ბევრ ცვლილებას გამოივლის სწრაფად განვითარების ამ ეტაპზე. ის სიმაღლეში იზრდება, ძლიერდება და იწყებს ფიქრს უფრო ზრდასრული ადამიანივით. საშუალოდ ბიჭები ვითარდებიან გოგონებზე 2 წლით გვიან.

მნიშვნელოვანია, რომ მრჩეველი მშობლის როლი შეასრულოთ. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ ყოველთვის იქ იყოთ, როცა შვილს დასჭირდებით. თქვენს მოზარდს ჯერ კიდევ ბევრი შეკითხვა ექნება, რაზეც შეიძლება რომ იფიქროს, მაგრამ ამის შესახებ არ იკითხოს.

 

რჩევები მშობელს

მეტი დრო გაატარეთ ერთად და შეარჩიეთ სწავლების შესაბამისი მომენტები, იმისათვის რომ ესაუბროთ  სქესობრივ ჯანმრთელობაზე თქვენს შვილს.

ქვემოთ მოცემულია ჩამონათვალი იმ ცვლილების, რაც თქვენმა შვილმა ალბათ უკვე განვლო ან გაივლის ადრეული მოზარდობის წლებში.

    • ნამდვილად აღენიშნება სხეულის და ჰორმონალური ცვლილებები სქესობრივი მომწიფებიდან გამომდინარე;
    • აგრძელებს ზრდას და წონაში მატებას;
    • კანი უფრო ცხიმიანია და შეიძლება გამოუვიდეს გამონაყარი სახეზე, ზურგის ზედა ნაწილზე ან მკერდზე;
    • აქვს მეტი ოფლიანობა, სხეულიდან გამოიყოფა სუნი და შეიძლება მოუნდეს ანტიპერსპირანტის ან დეოდორანტის გამოყენება;
    • ყოველთვის მშიერი ჩანს და შეიძლება ბევრს ჭამდეს;
    • მეტი ძილი სჭირდება, ასე რომ კარგია თუ დააცდით მას იძინოს შაბათ-კვირას.
    • ისევ იზრდებიან სიმაღლეში, თუმცა ისე სწრაფად აღარ, როგორც მანამდე (ჩვეულებრივ ზრდასრულობის სიმაღლეს აღწევენ 16 ან 17 წლის ასაკში);
    • მკერდი ზრდას აგრძელებს (შეიძლება იგრძნონ ცოტაოდენი ტკივილი ძუძუს თავების ქვეშ);
    • თმა ინტიმურ ადგილებში სქელდება და მუქდება და ასევე ხშირდება თმა მკლავის ქვეშ;
    • ისევ ემატებათ წონა და ცხიმმა შეიძლება მოიმატოს დუნდულებში, ფეხებში და მუცელში;
    • თეძოები ფართოვდება;
    • ეწყებათ მენსტრუაცია (ჩვეულებრივ მკერდის ზრდის დაწყებიდან 2 – 21/2 წელში);
    • მენსტრუაციული პერიოდი და ოვულაცია ხდება რეგულარული – შესაძლებელია დაორსულება;
    • თეთრი, ლორწოს მსგავსი გამონადენი საშოდან.
    • სწრაფი ზრდა სიმაღლეში და წონის მატება (სიმაღლეში ზრდა ხშირად იწყება დაახლოებით 13 წლის ასაკში);
    • მხრები ფართოვდება, მატულობს კუნთოვანი მასა, ხმა იწყებს დაბოხებას;
    • თმა ინტიმურ ადგილებში სქელდება და მუქდება და სქელდება ასევე მკლავის ქვეშ არსებული თმა;
    • ამოდის მეტი თმა სხეულზე და სახეზე;
    • ასო, სათესლე პარკი და სათესლე ჯირკვლები დიდდება;
    • იწყება ღამეული სითხის გამოყოფა (სველი სიზმრები);
    • იწყება ან გრძელდება სპერმის წარმოქმნა.
    • უნარი აქვთ ერექციის და ეაკულაციის;
    • ხმა ეხლიჩებათ და შემდეგ უბოხდებათ;
    • ძუძუს თავების ქვეშ შეიძლება აღენიშნოთ შესიება (რაც ჩვეულებრივ თავისით გადის სიმწიფის დასრულებისას).
    • უფრო მეტად ინტერესდებიან ან აყალიბებენ რომანტიკულ ურთიერთობებს. პარტნიორთან ურთიერთობები ჩვეულებრივ დიდხანს არ გასტანს, ვინაიდან ისინი უფრო სოციალური და ექსპერიმენტულები არიან;
    • სექსუალური სურვილის გრძნობა უძლიერდებათ და შეიძლება იფანტაზიორონ (შეიძლება დაკავდნენ მასტურბაციით);
    • ინტერესი სექსუალობის მიმართ – სექსუალური ფანტაზიების მიმართ ის მეთოდია, რაც ამზადებთ მათ გააცნობიერონ საკუთარი სექსუალურობის როლი;
    • შეიძლება მიიზიდონ ან ჰქონდეთ სქესობრივი ექსპერიმენტი იგივე სქესის წარმოამდგენელთან. ეს არ ნიშნავს, რომ ეს მათი სექსუალური ორიენტაციაა!
    • სექსუალური ექსპერიმენტების ახალი სურვილი ჩნდება ჰორმონალური ცვლილებებით.