რა არის ბულინგი

ბულინგი (დაშინება) გულისხმობს ფიზიკურ ან სოციალურ ძალას, რომელიც იწვევს ზიანს, შიშს ან მწუხარებას, როგორიცაა ემოციური ზიანი, ან ანადგურებს ადამიანის რეპუტაციას. კანადაში 5-დან 1 ბავშვი არის ბულინგის რეგულარული მსხვერპლი. დაშინებამ შეიძლება გამოიწვიოს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, სკოლაში წარუმატებლობა, სასიკვდილო ძალადობა და სუიციდი. გაეცანით ფაქტებს ბულინგის შესახებ.

 

ფაქტები ბულინგის შესახებ

  • ბულინგი არ არის გაზრდის ნორმალური ფორმა. ბულინგი არ აყალიბებს ხასიათს. ბულინგი არის ათვისებული ქცევა, ეს არ არის ის რასაც ყველა ბავშვი გადალახავს. ბულინგმა შესაძლოა გამოიწვიოს ხანგრძლივი ფიზიკური პრობლემები და გონებრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები;
  • თქვენი შვილი მხოლოდ მოწმე არ არის. მაშინაც კი, როცა მას უშუალოდ არ ეხება ეს, მაინც შეუძლია გააკეთოს რაღაც. ისინი, ვინც უყურებს და არაფერს აკეთებს (მოწმეები) ბულინგის/მუქარის ფაქტს ამწვავებენ. მოწმეებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ მუქარის შეფერხებას, იმით რომ არ გამოხატონ გამხნევება და გამხიარულება ბულინგის დროს და პირიქით, მხარში ამოუდგნენ იმ პიროვნებას, რომელზეც ხდება ძალადობა. შეახსენეთ თქვენს შვილს, რომ მნიშვნელოვანია მან უთხრას მისთვის სანდო პირს, ეს მას შეემთხვა თუ ვინმე სხვას;
  • ეს არ მოიცავს მხოლოდ რამოდენიმე კომენტარს Facebook-ზე, ისინი ადვილად ვერ წაიშლება. კიბერბულინგი არ ჰგავს პირისპირ დაშინებას/მუქარას. ეს არის მუდმივი, საჯარო და ამავდროულად არ იცი ვინ აკეთებს ამას (ანონიმური). კიბერმოძალადეები შეიძლება არ იყვნენ მხოლოდ ეგრეთ წოდებული „ხულიგანი ბავშვები”, რომლებიც შეიძლება ასე აგრესიულად იქცეოდნენ – ესენი ძალიან ადვილად შესაძლებელია ასევე იყვნენ მორცხვი, წყნარი ბავშვები, რომლებიც ამოფარებულნი არიან კომპიუტერებს. ვინაიდან ასეთი სახეობის დაშინება საჯაროა, მსხვერპლი არ არის დარწმუნებული ვინ იცის ამ დაშინების შესახებ და ვისი უნდა ეშინოდეს. კვლევა ცხადყოფს, რომ კიბერბულინგმა შეიძლება გამოიწვიოს დაბალი თვითშეფასება, აღელვება, ბრაზი, დეპრესია, სკოლის გაცდენა, ცუდი ნიშნები, სხვებზე ძალადობა და სუიციდი;
  • ეს არ არის მხოლოდ გაღიზიანება – ბავშვებმა შეიძლება ვერ გადალახონ იგი. ურთიერთობები მნიშვნელოვანია ჯანსაღი განვითარებისა და კეთილდღეობისთვის. დაშინებამ/მუქარამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ბავშვის ცხოვრებაზე. მათ ეს ტკივილი და შიში შეიძლება გაჰყვეთ ზრდასრული ურთიერთობებისას. ბავშვები, რომლებიც გზას იკაფავენ დაშინებით და მუქარით, შესაძლოა ეს ქცევა ზრდასრულობაშიც გადმოიტანონ. მათ შეიძლება გააგრძელონ დაშინების/მუქარის ქცევები, როგორიცაა სექსუალური ძალადობა, პარტნიორზე ძალადობა, ოჯახური ძალადობა და ძალადობა სამუშაო სივრცეში.

ბულინგის სხვადასხვა სახეები

  • სახელების დაძახება, გაჩუმება, მუქარა, ჭორების გავრცელება, უხეში ან სტერეოტიპული კომენტარების გაკეთება ვინმეს კულტურაზე, ეთნიკურობაზე, სექსუალურ ორიენტაციაზე, გენდერზე, რასაზე და/ან რელიგიაზე

  • ჩარტყმა, ხელის კვრა, ჩქმეტა, დევნა, ხელის კვრა, პირად საკუთრებაზე ზიანის მიყენება

  • არასასიამოვნო და არასასურველი სექსუალური შეხება, სექსუალური შეძახილების გაკეთება ვინმეს სხეულის მიმართ, ჭორების გავრცელება ვინმეს სექსუალურ რეპუტაციაზე

  • იყენებს ინტერნეტს, სოციალურ მედიას და ინტერაქტიულ და ციფრულ ტექნოლოგიას (მაგ. Fაცებოოკ, თწიტტერ, ID-ის მოპარვა, ვებსაიტები, ბლოგები, სათამაშო საიტები) ან მობილურ ტელეფონს, რათა დააშინოს, გააჩუმოს ან გაავრცელოს ჭორები ვინმეს შესახებ

  • ვინმეს განდევნა, ჭორაობა, დაჯგუფება, თავმოყრა, უსაფუძვლოდ დაბრალება, სხვების დამცირება, დაშანტაჟება, ჟესტები ან წარწერები სხვების გასაჩუმებლად ან განზრახ მეგობრობის გასაწყვეტად.

  • სხვის მიმართ უხეში მოპყრობა მისი კანის ფერის გამო, კულტურული ან რელიგიური მიმდევრობის ან ეთნიკური წარმომავლობის გამო. ეს მოიცავს მეტყველების აქცენტის დაცინვას, ჩაცმულობას, საკვებს და/ან ხალხის განდევნას რასისა და კულტურის გამო

  • პიროვნების რელიგიის, რწმენისა და რიტუალების დაცინვა. ეს მოიცავს ხალხის განდევნას მათი რელიგიისა ან ურწმუნობის გამო

  • იმ პიროვნების მიმართ უხეშ მოპყრობას, რომელიც თავს LGBთ-ად აღიარებს (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი)