ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა ბავშვის სწორი განვითარებისათვის

buy research papers

ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვები პატარაობიდანვე შევაჩვიოთ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებას, რაც გულისხმობს ჯანსაღი საკვების მიღებას, ყოველდღიურ ვარჯიშებს, სწორი ძილის რეჟიმს და ა.შ. ეს განუვითარებს მათ ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს და ხელს შეუწყობს მათი ორგანიზმის სწორ ფიზიოლოგიურ ზრდა-განვითარებას.

ჯანსაღი ცხოვრება ხელს უწყობს მოზარდებში ასაკისა და სხეულის სხვა პარამეტრების შესაფერისი, ოპტიმალური წონის შენარჩუნებას. ჯანსაღი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი საუკეთესო პრევენციაა სიმსუქნისკენ მიდრეკილი მოზარდებისთვის სხვადასხვა დაავადებების, მათ შორის შაქრიანი დიაბეტის თავიდან ასაცილებლად.

ჯანსაღი კვება გავლენას ახდენს მოზარდების გონიერებასა და საზრიანოიბაზე. არასრულფასოვანი კვება შესაძლოა გახდეს არაკონცენტრირებულობის, ქცევითი და სოციალური პრობლემების, უძალობისა და ნებისყოფის ნაკლებობის მიზეზი.

გარდა ჯანსაღი კვებისა, ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა. მოზარდის ფიზიკური აქტივობის სახე და სიხშირე უნდა განვსაზღვროთ და დავგეგმოთ მათი ინტერესების, შესაძლებლობების, იდენტურობისა და წინასწარი ცოდნის შესაბამისად.

რა სარგებლლობა მოაქვს ფიზიკური აქტივობებს და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესს მოზარდებისთვის?

  • ხელს უწყობს ორგანიზმის ჯანსაღ ზრდა-განვითარებას;
  • ეხმარება სასურველი წონის მიღწევასა და შენარჩუნებაში;
  • აძლიერებს ძვლებსა და კუნთებს;
  • არეგულირებს და აბალანსებს კოორდინაციის უნარებსა და ქცევებს;
  • აუმჯობესებს კონცენტრაციისა და აზროვნების უნარებს;
  • ამაღლებს საკუთარი თავის რწმენასა და თავდაჯერებულობას;
  • ათავისუფლებს სტრესისგან და ასვენებს ორგანიზმს/გონებას;
  • უზრუნველყობს სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებას და ა.შ.

essay writingcustom writing