მოქმედების მექანიზმი:
შეწყვეტილი სქესობრივი აქტის მეთოდის გამოყენებისას უნდა მოხდეს საშოდან ასოს გამოღება ეაკულაციამდე (სპერმის გამოყოფამდე).
სპერმა არ ხვდება საშოში და ამის გამო არ ხდება განაყოფიერება.
რა ნაკლოვნებები აქვს შეწყვეტილ სქესობრივ აქტს:
- ეფექტურობა სხვა მეთოდებთან შედარებით დაბალია და დამოკიდებულია ასევე იმაზე, იყენებს თუ არა წყვილი მეთოდს ყველა სქესობრივი აქტის დროს (4-18 ორსულობა 100 ქალზე
- წელიწადში გამოყენების პირველი წლის განმავლობაში);
- ეფექტურობა შესაძლებელია უფრო შემცირდეს ბოლო ეაკულაციის შემდეგ (&ლტ; 24 სთ) ურეთრაში დარჩენილი სპერმის გამო;
- შეიძლება შემცირდეს სექსუალური დაკმაყოფილება;
- არ იცავს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისა და დაავადებებისაგან (ვირუსული ჰეპატიტი, აივ/შიდსი)
რა უპირატესობები აქვს შეწყვეტილი სქესობრივ აქტს:
- ეფექტურია დაუყოვნებლივ;
- შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც დამატებითი კონტრაცეპციის მეთოდი კონტრაცეპციის სხვა მეთოდის გამოყენების წესების დარღვევისას;
- არ საჭიროებს მარაგის შევსებას;
- არ ახდენს გავლენას ქალის ორგანიზმზე;
- არ საჭიროებს ფინანსურ დანახარჯებს;
- ხელს უწყობს ოჯახის დაგეგმვაში მამაკაცის მონაწილეობას.
მიუხედავად იმისა, რომ შეწყვეტილი სქესობრივი აქტის ეფექტურობა დაბალია, იმის გათვალისწინებით, რომ ახალგაზრდებში სქესობრივი კონტაქტი ხშირად დაუგეგმავი და მოულოდნელია, დაუცველი სქესობრივი აქტის შემთხვევაში ორსულობის რისკის შესამცირებლად ეს მეთოდი ერთადერთ გამოსავალს წარმოადგენს. ამ შემთხვევაში მოქმედებს პრინციპი, სჯობს რაღაც, ვიდრე არაფერი.