არაჯანსაღი ურთიერთობები

  • ადამიანები უხერხულად გრძნობენ თავს ან დისკომფორტს განიცდიან უთხრან ერთმანეთს თუ როგორ გრძნობენ თავს რეალურად;

  • ერთი პიროვნება აიგნორებს მეორეს და არ სცემს პატივს მისგან განსხვავებულ აზრებს;

  • უთანხმოებები ხშირად გადადის ჩხუბში, რაც გულისხმობს დაყვირებას, კრიტიკას ან უხეშ სიტყვებს;

  • ჯანსაღი ლიმიტები შეუფასებელია. ერთი პარტნიორი შეიძლება ფიქრობდეს, რომ ფიზიკურ ან ემოციურ საზღვარს არ უნდა მიექცეს ყურადღება ან საჭიროდ არ აღიქვავს. სექსუალურ საზღვარზე საუბარი შეიძლება არც იყოს ან არც პატივი სცე;

  • ერთ პარტნიორს შეიძლება მოერიდოს იმის თქმა თუ რას გრძნობს ან რა სჭირდება. ეს მეორეს აძლევს საშუალებას მიჰყვეს ისეთ ქმედებებს, რის მიმართაც მეორე მათგანი დისკომფორტს განიცდის;

  • ერთმა შეიძლება იფიქროს, რომ რაღაც არასწორად მიდის თუ მეორე მოინდომებს მის გარეშე რაიმეს გაკეთებას. ერთი ცდილობს მეორე დააკავოს თავისთან;

  • მოხდა რამდენიმე შემთხვევა უხეში ან მიუღებელი ენის გამოყენების და ერთ-ერთმა მათგანმა დაზიანების რისკი იგრძნო; თუმცა, არ ჩანს შეურაცხყოფის ან ძალადობის ნამდვილი მტკიცებულება.

შეურაცხმყოფელი ურთიერთობები
  • ერთ პიროვნებას ეშინია მეორეს უთხრას თუ როგორ გრძნობს რეალურად თავს;

  • ერთი პიროვნება მეორეს ექცევა უპატივცემულოდ. იგი აიგნორებს მეორის აზრებს და გრძნობებს ან ერთობა მისით;

  • ერთს ეშინია არ დაეთანხმოს მეორეს, რადგან არ უნდა რომ მეორე გაბრაზდეს და გაშმაგდეს. დაუთანხმებლობას იყენებენ ფიზიკური, სიტყვიერი ან სექსუალური შეურაცხყოფის საბაბად;

  • ჯანსაღი ზღვარი აღიქმება როგორც ურთიერთობის საფრთხედ. რეგულარულად კვეთენ ფიზიკურ ან ემოციურ ზღვარს. სექსუალური ზღვარი აღიქმება წინააღმდეგობად და შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური, სიტყვიერი ან სექსუალური შეურაცხყოფა;

  • ერთი პარტნიორი აიგნორებს მეორის მოთხოვნებს და სურვილებს. მეორე პარტნიორისგან ხდება ზეწოლა, რომ გააკეთოს მან ისეთი რამ რაც თავს არაკომფორტულად აგრძნობინებს, აშინებს ან სირცხვილის გრძნობა ეუფლება;

  • ერთი პიროვნება მეორეს არ რთავს ნებას მარტო გააკეთოს რაღაცეები რადგან მას აღიქვავს ურთიერთობის საფრთხე;

  • ერთი პარტნიორი აკონტროლებს ფულს. ერთ პარტნიორს არ აქვს „უფლება” დახარჯოს ის ფული, რომელიც გამოიმუშავა, შეინახოს საკუთარი ხელფასი, იმუშაოს რომ გამოიმუშაოს ფული ან ისარგებლოს მისი საბანკო ანგარიშით;

  • არსებობს მაგალითი ზედმეტი სიტყვიერი ან ფსიქოლოგიური შეურაცხყოფისა (მაგ. საკუთრების დაზიანება, კონკრეტული სახელებით მიმართვა, მუქარა რომ ზიანს მიაყენებს ან მოკლავს მას ან მისი ოჯახიდან ვინმეს);

  • არსებობს ზეწოლის, სილის გაწვნის, ნჯღრევის, გაგუდვის, მუშტით ცემის ან ნაძალადევი სექსუალური კონტაქტის მაგალითი.

პარტნიორზე ძალადობის გამაფრთხილებელი ნიშნები

მოზარდებისთვის ნორმალურია ხასიათის ცვალებადობა და სხვადასხვაგვარი ქცევები. თუმცა, მოულოდნელი ცვლილებები თქვენი შვილის საქციელში ან დამოკიდებულებაში, შეიძლება მიანიშნებდეს, რომ რაღაც უფრო სერიოზული ხდება. თუ ფიქრობთ, რომ ეს ასეა, დაელაპარაკეთ თქვენს მოზარდს, რათა გაარკვიოთ მეტი.

გთავაზობთ რამდენიმე ცვლილებას, რომელიც შეიძლება შეამჩნიოთ მოზარდში, რომლის პარტნიორიც მასზე ძალადობს:

  • თავს არიდებს მეგობრებს, ოჯახს და სასკოლო ღონისძიებებს;
  • აიგნორებს პარტნიორის საქციელს;
  • ინტერესს კარგავს საყვარელი საქმიანობის მიმართ;
  • სკოლის ნიშნები კლებულობს;
    • აუხსნელი დაზიანებები, როგორიცაა დალურჯებები ან ნაფხაჭნები.