ჰერპესი

ჰერპესი

150 150 გია მურმანიძე

ჰერპესის გამომწვევია მარტივი ჰერპესის ვირუსი (HSV). ვირუსი გადაედება გამონაყართან და ლორწოვან გარსთან კონტაქტის გზით, ანუ კოცნისა და სქესობრივი კონტაქტის დროს.  ჰერპესი შეიძლება გადაედოს გამონაყარის არარსებობის დროსაც. ჰერპესი მჟღავნდება მტკივნეული წყლულებითა და ბუშტუკოვანი გამონაყარით პირის ღრუში, ტუჩებზე, გარეთა სასქესო ორგანოების ან სწორი ნაწლავის (ანუსის) გარშემო.