იდენტობა: თავისთავადობის შეგრძნება, რომელიც ბავშვს უყალიბდება ზრდის პროცესში,
„მე“–ს შედარებით მყარი, უწყვეტი განცდა საკუთარი თავისა; ესაა ინდივიდის თვითცნობიერების
მნიშვნელოვანი კომპონენტი – წარმოდგენების სისტემა საკუთარ თავსა და თვისებებზე, უნარებზე,
გარეგნობაზე, სოციალურ ღირებულებაზე. სხვების მიერ აღქმული ვინმეს გარეგნობა ან ქცევა
ყოველთვის არ ემთხვევა ინდივიდის იდენტობის გრძნობას. ადამიანებს, როგორც წესი ერთზე მეტი
მახასიათებლით გამოხატავენ საკუთარ იდენტობას. მაგალითად, ადამიანმა შესაძლოა საკუთრი
თავი აღიქვას როგორც: ბიჭი და სტუდენტი. იდენტობა შესაძლოა თემის წევრობიდან მოდიოდეს.
ის, თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები საკუთარ თავს, შესაძლოა დროთა განმავლობაში შეიცვალოს.
„იდენტობა“ აგრეთვე მიემართება სახელმწიფოს მიერ ადამიანის ფორმალურ აღიარებას, როგორც
სახელის ქონა, დაბადების თარიღის რეგისტრირება და ეროვნება.