გონორეა

გონორეა

150 150 გია მურმანიძე

გონორეა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა. მისი გამომწვევია გონოკოკი (Neisseria gonorrhoeae). გონორეის სიმპტომები, ჩვეულებრივ, ინფიცირებიდან 2-10 დღის განმავლობაში მჟღავნდება. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც კლინიკური ნიშნები თავს არ იჩენს ან უმნიშვნელოდ არის გამოხატული.
სიმპტომები მამაკაცებში: სასქესო ასოდან მოყვითალო ან მონაცრისფრო გამონადენი; ტკივილი და წვა შარდვისას; ზოგჯერ – სასქესო ორგანოების შეშუპება და ტკივილი.               სიმპტომები ქალებში: წვის შეგრძნება შარდვისას; ჩირქოვანი გამონადენი საშოდან.