აბორტი არის სამედიცინო ჩარევა, რომელიც ტარდება ორსულობის შეწყვეტის მიზნით. კანონმდებლობით, აბორტის ჩატარება შესაძლებელია 12 კვირამდე ვადის ორსულობისას.
12 კვირაზე მეტი ვადის ორსულობის დროს აბორტი ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო და სოციალური ჩვენებების შემთხვევაში, რომელიც განიხილება ინდივიდუალურად, კომისიური წესით.
ორსულობას, რომლის შეწყვეტაც თავისთავად ხდება, ეწოდება სპონტანური აბორტი ან ე.წ. მუცლის მოშლა.
ადამიანები უამრავი განსხვავებული პირადი და ჯანმრთელობის მიზეზებით იკეთებენ აბორტს.