სექსუალური ძალადობა (მშობლებისათვის)

განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები ორჯერ მეტად არიან სექსუალური ძალადობის რისკის ქვეშ, ვიდრე ჩვეულებრივი საჭიროებების მქონე ბავშვები.

18 წლამდე ბავშვები სექსუალური ძალადობისა და შეურაცხყოფის უფრო მეტი რისკის ქვეშ არიან რადგან:

  • შესაძლოა, სჭირდებოდეთ დახმარება თავის მოვლისა და ჰიგიენის დაცვის დროს.

  • ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურად უფრო რთულია ვინმეს უთხრას ძალადობის შესახებ, განსაკუთრებით მაშინ, თუ არ იზრდება მეგობრულ გარემოში ან არ ფლობს შესაბამის კომუნიკაციის უნარებს

  • შესაძლოა, ვერ აცნობიერებდნენ, რომ მასზე ძალადობენ

  • შესაძლოა, არ დაუჯერონ, როცა განაცხადებენ ძალადობის ფაქტის შესახებ

რისი გაკეთება შეუძლია მშობელს

იმისათვის, რომ დაიცვათ საკუთარი შვილი სექსუალური ძალადობისა და შეურაცხყოფისგან, მშობლებს შეგიძლიათ:

 

  • დარწმუნდნენ იმაში, რომ საკუთარ შვილს სწორი ინფორმაცია აქვს მიღებული რეპროდუქციულ და სქესობრივი ჯანმრთელობის საკითხებთან მიმართებით;

  • ასწავლონ მათ შესაბამისი ენის გამოყენება საკუთარი სხეულის ნაწილების შესახებ;

  • დარწმუნდნენ იმაში, რომ მათმა შვილმა იცის რას ნიშნავს „პირადი სივრცე”

  • დარწმუნდნენ იმაში, რომ მათ შვილს ესმის დადებითი შეხება VS უარყოფითი შეხება;
  • დარწმუნდნენ იმაში, რომ მათმა შვილმა იცის, სად გადის პირადი სივრცის საზღვარი და როდის არის მიზანშეწონილი თქვან „არა”;. ხშირად განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს ასწავლიან გააკეთონ ის რასაც ეუბნებიან. თუმცა, მათ უნდა იცოდნენ, რომ მათ აქვთ უფლება თქვან „არა”, როცა გრძნობენ, რომ მათ პირად ზღვარს კვეთენ;

  • გაითამაშონ მიახლოებითი სიტუაცია, ისე რომ ასწავლონ შვილს „არა”-ს თქმა;

  • დარწმუნდნენ იმაში, რომ შვილს ესმის მისი უფლებები და არჩევანი ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ.

დადებითი შეხება VS უარყოფითი შეხება

შეხება, რომელიც თავს თბილად და მზრუნველობის ქვეშ გვაგრძნობინებს მნიშვნელოვანია. ეს ეხმარება ადამიანს ისაუბროს გრძნობებზე, როცა შეხება „მისაღებია”; ან „არაა მისაღები” მისთვის.

შეხება მნიშვნელოვანია, ვინაიდან მისი მეშვეობით ვგრძნობთ, რომ ვუყვარვართ და ჩვენზე ზრუნავენ (როგორიცაა ჩახუტება, კოცნა, გულში ჩაკვრა და ზურგზე მოფერება);

შეხება, რომელიც ზიანს იწვევს, არ არის მიზანშეწონილი. არ არის კარგი, რომ ბავშვი შეხებისას დააზიანო ან ტკივილი მიაყენო. არც ის არის კარგი, რომ ბავშვმა დაინახოს, როგორ აზიანებენ სხვები ერთმანეთს შეხებისას. ასეთი შეხებებია ჩქმეტა, მუშტებით ცემა, წიხლის კვრა, სილის გაწნა, კბენა ან ნებისმიერი რამ, რაც სხეულს აზიანებს;

აუხსენით რას ნიშნავს ბავშვზე სექსუალური შეურაცხყოფა. გააცანით, რომ ეს საზიანო შეხების მეორე ფორმაა, რომელიც მიუღებელია. შეგიძლიათ ამგვარი რაღაც უთხრათ:

„როცა ვინმე შენზე უფრო დიდი ან უფროსი უყურებს ან ეხება შენს პირად სივრცეს არაკეთილსინდისიერად ან როცა შენზე უფრო დიდი ან უფროსი გთხოვს შეხედო ან შეეხო მის პირად სივრცეს…” (უფროსი ბავშვების შემთხვევაში ამდაგვარად შეიძლება ითქვას: „როცა უფროსი ან დიდი ადამიანი გელაპარაკება სექსუალურად ან ისეთნაირად, რაც თავს არაკომფორტულად გაგრძნობინებს)