იყავით აქტიური. იყავით მომზადებული.
აღნიშნული რესურსი დაგეხმარებათ მოემზადოთ მიმდინარე საუბრებისთვის, რომელიც გექნებათ თქვენს შვილთან სქესობრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. თუ თქვენ და თქვენს შვილს ჯერ კიდევ არ გისაუბრიათ სქესობრივი ჯანმრთელობის შესახებ, არასოდეს არ არისი გვიანი მისი დაწყება!
სქესობრივი ჯანმრთელობა – რას ნიშნავს სქესობრივი ჯანმრთელობა და რას მოიცავს იგი.
მრჩეველი – რას ნიშნავს მრჩევლის როლის შესრულება და როგორ უნდა გახდეთ მრჩეველი.
ღირებულებები და რწმენები – როგორ უნდა ისაუბროთ თქვენს ღირებულებებზე და რწმენებზე, რაც უკავშირდება სქესობრივ ჯანმრთელობას.
რჩევები და მეთოდები – რჩევები და მეთოდები წარმატებული და მუდმივი საუბრებისთვის და როგორ გავაუმჯობესოთ ესენი.
რას ნიშნავს სქესობრივი ჯანმრთელობა?
როგორც მშობელი, თქვენ საკუთარ შვილს ასწავლით სქესობრივ ჯანმრთელობას და არა მხოლოდ სქესობრივ კავშირს. სქესობრივი ჯანმრთელობა მოიცავს ჰიგიენას, ჯანსაღ ურთიერთობებს, სექსუალობას და თანხმობას.
რას ნიშნავს სქესობრივი ჯანმრთელობა?
სქესობრივი ჯანმრთელობა მოიცავს შენს ფიზიკურ, გონებრივ, ემოციურ და სოციალურ კეთილდღეობას. საკუთარ სქესობრივ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მნივნელოვანი ნაწილია.
სქესობრივი ჯანმრთელობის სწავლება თქვენი შვილისთვის ნიშნავს იმას, რომ მას აქვს ცოდნა, უნარი და შესაძლებლობა როგორ დაიცვას საკუთარი ჯანმრთელობა და სხვების ჯანმრთელობა ახლაც და ზრდასრულობის ასაკშიც.
რას გულისხმობს სექსუალობა?
სექსუალობა ყველა ადამიანის მნიშვნელოვანი ნაწილია. ადამიანის სექსუალობა მოიცავს ყველაფერს, დაწყებული ბიოლოგიური სქესით, გენდერული იდენტობითა და სექსუალური ორიენტაციით, დამთავრებული ორსულობითა და რეპროდუქციით. მიუხედავად იმისა, რომ სექსუალობა ამ ყველაფერს მოიცავს, ადამიანები მათ სხვადასხვანაირად განიცდიან. სექსუალობაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას, რომელთაგან ზოგიერთი მათგანი მოიცავს ბიოლოგიას, ფსიქოლოგიას, კულტურას და რელიგიას.
სექსუალობის ბორბალი (იხილეთ მომდევნო გვერდი) გვიჩვენებს რეალურად რამდენად ფართოა სექსუალობის ცნება. ბორბალის თითოეული ნაწილი წარმოადგენს ერთ ნაწილს იმისას, თუ ვინ ვართ ჩვენ. ეს ნაწილები ყველა ერთმანეთთანაა დაკავსირებული და ერთიმეორეზე ახდენს გავლენას. ბორბალის მარცხენა მხარეზე არსებული ჩარჩოები გვიჩვენებს თუ ვინ ვართ ჩვენ ბუნებით. მარჯვენა მხარეს არსებულები გვიჩვენებს თუ ვინ გვასწავლის ან ვინ გვინდა რომ ვიყოთ. ბორბალი მოძრაობს თავისუფლად და გლუვად. როცა ჩვენი „მე”-ს ყველა ნაწილი ჯანსაღია, ჩვენი სექსუალობაც ჯანსაღია.
იდეების ერთობლიობა, რომელსაც ადამიანები მნიშვნელოვნად აღიქვავენ;
რწმენების ჩამონათვალი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია მოვლენები.
სექსუალობის ბორბალი
ღირებულებები, ურთიერთობები, სქესობრივი აქტივობა, კომუნიკაცია, სოციალიზაცია, თვით – იმიჯი, გამოცდილებები, ბიოლოგიური სქესი, სექსუალური ორიენტაცია, გენდერის გამოხატვა, გენდერული იდენტობა, პიროვნულობა.
ვინ ვართ ბუნებით
პიროვნულობა – ხასიათების ან თვისებების ერთობლიობა, რაც ქმნის ადამიანის უნიკალურ ხასიათს.
გენდერული იდენტობა – ადამიანის იდენტობის შინაგანი გრძნობა, როგორც ქალის, მამაკაცის, ორივესი ან არც-ერთის, განურჩევლად მისი დაბადებიდან მიღებული ბიოლოგიური სქესისა.
გენდერული გამოხატულება – როგორ გამოხატავს ადამიანი საკუთარ გენდერს. ეს შეიძლება მოიცავდეს გარეგნობას, სახელს, ნაცვალსახელს და საზოგადოებრივ ქცევას.
სექსუალური ორიენტაცია – ადამიანის ემოციური და სექსუალური მიზიდულობა სხვა ადამიანების მიმართ. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი და ასახოს ან არ ასახოს სექსუალური ქცევები.
ბიოლოგიური სქესი – ფიზიკური სქესობრივი მახასიათებლები, რაც ჰყოფს ადამიანებს მამრობითად ან მდედრობითად დაბადებიდანვე, სასქესო ორგანოების, სხეულის ფორმის, ჰორმონების, ქრომოსომების, ა.შ. მიხედვით.
ვინ უნდა ვიყოთ
ურთიერთობები – მეთოდი, რის საშუალებითაც ადამიანები ერთმანეთს უკავშირდებიან და ექცევიან ერთმანეთს.
სექსუალური აქტივობა – ერთი რამ, რასაც ადამიანები განიცდიან ან რითაც გამოხატავენ საკუთარ სექსუალობას. სექსუალური აქტივობა მოიცავს კოცნას, შეხებას და სქესობრივ კავშირს (მაგ.; ორალური, ანალური, ვაგინალური).
კომუნიკაცია – მეთოდი, რის საშუალებითაც ადამიანები ამყარებენ ურთიერთობას და უზიარებენ ინფორმაციას, მიზნებს, აზრებს და აყალიბებენ ცნობიერებას.
სოციალიზაცია – ათვისებული ქცევები, რომელიც მოიცავს წესებს, დამოკიდებულებას და ღირებულებებს, რაც მისაღებია სოციალური ჯგუფისთვის, საზოგადოებისთვის ან კულტურისთვის.
თვით – წარმოდგენა (იმიჯი) – როგორ ფიქრობს ადამიანი ან აღიქვავს სხვებს, მათ შორის, საკუთარ პიროვნულობას, გარეგნობას და საკუთარ ღირებულებებს.
რა გააკეთა ხალხმა, განვლო ან რაზე მოხდა მათი დამოკიდებულება ცხოვრების მანძილზე. პირადი გამოცდილებები ეხმარება მათ საკუთარი ღირებულებების ჩამოყალიბებაში.
თქვენი ღირებულებები და რწმენები
სანამ დაიწყებთ თქვენს შვილთან სქესობრივ ჯანმრთელობაზე საუბარს, პირველ რიგში უნდა იფიქროთ და გააანალიზოთ საკუთარი ღირებულებები და თქვენი ოჯახის ღირებულებები, სანამ მას გაუზიარებთ თქვენს შვილს. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე კითხვა, რაც დაგეხმარებათ იფიქროთ საკუთარ ღირებულებებზე.
- როგორ ასახავთ ამ ღირებულებებს თქვენს ყოველ დღიურ ცხოვრებაში? პატიოსნება, პატივისცემა, თანაგრძნობა, პასუხისმგებლობა, ანგარიშვალდებულება
- იცის თქვენმა შვილმა და აცნობიერებს იმას, თუ როგორი დამოკიდებულება გაქვთ თქვენ ამ ღირებულებებთან დაკავშირებით
- იცის თქვენმა შვილმა თქვენი მოლოდინი, თუ როგორ მოიქცევა ის როდესაც ეცოდინება და გააცნობიერებს თქვენს ღირებულებებს?
ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებობს ბევრი სასწავლო მომენტი. შეიძლება უყუროთ ახალ ამბებს ან შეიძლება თქვენს ოჯახთან ან მეგობართან დაკავშირებით ხდებოდეს რაღაც, რაც შეიძლება, რომ სასწავლო მომენტის საფუძველი გახდეს.
ესენი შეიძლება იყოს მიმდინარე ან ცხოვრებისეული მოვლენები, რაც ეხება დაშინებას ან კიბერბულინგს, როგორ აჩვენებენ ურთიერთობებს ტელევიზიაში ან ფილმებში, ინტერნეტ უსაფრთხოებას ან მეგობარს ან ნათესავს, რომელის ორსულადაა.
თქვენი ღირებულებები და რწმენები
ახლა დროა იფიქროთ იმაზე, თუ როგორ დაუკავშიროთ თქვენი შვილისთვის ნასწავლი ღირებულებები სექსუალობას და სქესობრივ ჯანმრთელობას.
როგორც ოჯახი, ოდესმე გისაუბრიათ თქვენს ღირებულებებზე სექსუალობასთან დაკავშირებით? შეუძლია თქვენს შვილს გითხრათ თუ რა არის თქვენი ოჯახის ღირებულებები, თუ შეეკითხებით მას?
იცის თქვენმა შვილმა რას მოიცავს თქვენი ღირებულებები: მეგობრობა, საზღვრები, სატელევიზიო შოუები და ფილმები, ონლაინში მოქცევა.
მეგობრობა – იცის მან როგორ მოელით მისგან, რომ მოექცევა საკუთარ მეგობრებს? როგორ ფიქრობთ, როგორ მოექცევიან მას მეგობრები? იცის მან რა დამოკიდებულება გაქვთ იმასთან დაკავშირებით თუ დროს გაატარებს მეგობრის სახლში, როცა მისი მშობლები შინ არ არიან? იცის მან რას ფიქრობთ იმაზე, თუ იგი ღამეს გაათენებს მეგობრებთან ერთად?
სატელევიზიო შოუები და ფილმები – იცის მან რა დამოკიდებულება გაქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ იგი უყურებს კონკრეტულ სატელევიზიო შოუებს და ფილმებს?
საზღვრები – იცის მან თუ რას ფიქრობთ თქვენ თუ იგი ჩაეხუტება და აკოცებს მეგობრებს? იცის მან თუ რა შეხედულება გაქვთ თქვენ სხვა ადამიანების პირადულის და საზღვრების პატივისცემაზე? იცის მან თუ რა შეხედულება გაქვთ თქვენ სხვა ადამიანების მიერ მისი პირადულის და საზღვრების პატივისცემაზე?
ონლაინში მოქცევა – იცის მან რას ფიქრობთ მისი მხრიდან ფეისბუქის, ტვიტერის, ინსტაგრამის, სნეპჩეთის და სხვა საშუალებების გამოყენებაზე? იცის მან რა აზრის ხართ თქვენ იმასთან დაკავშირებით თუ რა არის დაშვებული ან დაუშვებელი, რომ თქვა ან გააკეთო სოციალური მედია საშუალებით?
შეასრულეთ მრჩეველის როლი
შეასრულოთ მრჩევლის ფუნქცია გულისხმობს იმას, რომ თქვენ გიადვილდებათ საუბარი, შეგიძლიათ მოსმენა, პატივს სცემთ პიროვნების უფლებას ხელშეუხებლობასთან მიმართებაში და პატივს სცემთ ბავშვის ან მოზარდის უფლებას იმოქმედონ ისე, როგორც სიამოვნებთ.
მრჩეველი:
იცნობს საკუთარ თავს. იგი აცნობიერებს საკუთარ ღირებულებებს და რწმენებს და საუბრობს მათზე გარკვევით და პატივისცემით.
იცის ძირითადი რამ. ის აცნობიერებს ადამიანის სხეულთან დაკავშირებულ ფაქტებს – როგორიცაა სქესობრივი სიმწიფე და გამრავლება – მაგრამ ამასთანავე აცნობიერებს რა ახდენს გავლენას პიროვნების სექსუალობაზე, რას ნიშნავს ჯანსაღი ურთიერთობა და თანხმობა.პასუხობს შეკითხვებს. მას შეიძლება ჰქონდეს რამოდენიმე და არა ყველა პასუხი კითხვაზე. როცა სჭირდება მეტი ინფორმაცია, მან იცის რომელი ინფორმაციაა სანდო და ყოველთვის უზიარებს ბავშვს, რომელმაც მოითხოვა პასუხი კონკრეტულ კითხვაზე.
მრჩეველი პიროვნება ასწავლის საკუთარ შვილს სიტყვებით, საკუთარი საქციელით და საშუალებით, თუ როგორ რეაგირებს ის სიტუაციებზე, შეიკითხვებზე და სხვა ადამიანების ქცევებზე.რჩევები; მეთოდები
თქვენი შვილი აღგიქვავთ როგორც მაგალითი და ინფორმაციის ძვირფასი და სანდო წყაროდ. მას სურს მიიღოს ჯანსაღი ინფორმაცია თქვენიდან, გამომდინარე თბილი და სასიყვარულო ურთიერთობიდან, რომელიც თქვენ გაქვთ.
ამ მიზეზების და სხვა გარემოებათა გამო, მნიშვნელოვანია, რომ თქვენს შვილთან განიხილოთ სქესობრივი ჯანმრთელობა – ეს დაეხმარებას მას მიიღოს ჯანსაღი გადაწყვეტილებები ახლაც და მომავალშიც. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას სქესობრივ ჯანმრთელობაზე საუბრის დასაწყებად, ნებისმიერ ასაკში:
- არასოდეს არის გვიან საუბრის დაწყება. არ ეცადოთ ყველაფრის ერთბაშად თქმა, ასევე არ იდარდოთ, თუ ფიქრობთ რომ ბევრი ისაუბრეთ.
- შეარჩიეთ მარტივი და ასაკთან-შესაფერისი ენა.
მაგალითად, როცა საუბრობთ თუ საიდან მოდიან ბავშვები, 3 წლის ბავშვისთვის საკმარისია თუ ამდაგვარად ეტყვით, „ბავშვები იზრდებიან სპეციალურ ადგილას დედის ორგანიზმში, რომელსაც ჰქვია საშვილოსნო.” თუმცა, 6 წლის ასაკის ბავშვს შეიძლება მეტი კითხვა გაუჩნდეს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იზრდება ბავშვი და შეიძლება მოუნდეს გაგება როგორ გამოდის ის. - ასწავლეთ შვილს, რომ მისი სხეული მისი საკუთრებაა.
ასწავლეთ მას, რომ უფლება აქვს უთხრას სხვებს, რომ არ სურს შეეხონ, ჩაეხუტონ, შეუღიტინონ და სხვა, თუნდაც ამას მისი მეგობარი ან ნათესავი აკეთებდეს. - გამოიყენეთ შესაბამისი ტერმინები სხეულის ნაწილებისა და ორგანიზმის ფუნქციების მიმართ.
ბავშვებისთვის შეიძლება დამაბნეველი იყოს, რომ ზოგიერთ სხეულის ნაწილს განსაკუთრებული სახელწოდება აქვს სხვებისგან განსხვავებით. ეს დახმარებას გაუწევს ბავშვს დაცული იყოს ძალადობისგან, ვინაიდან ეცოდინება სიტყვები, რათა ისაუბროს შეხებისა და გრძნობის შესახებ, რომელიც არ არის მიზანშეწონილი. - ყურადღება მიაქციეთ სწავლებისთვის შესაფერის მომენტებს.
ესაუბრეთ და დაეხმარეთ მას გაიგოს ის საკითხები, რაც გადის ტელევიზიაში, ფილმებში, რეკლამებში, მუსიკაში, ახალ ამბებში და საზოგადოებაში. ამან ასევე შეიძლება დასაბამი მისცეს თქვენს ღირებულებებზე და რწმენებზე საუბრის დაწყებას. - გაარკვიეთ რა იცის მან უკვე.
ბავშვებს სკოლაში ესმით კომენტარები ან სიტყვები, რომელსაც ვერ იგებენ. ჰკითხეთ საკუთარ შვილს რისი თქმა შეუძლია სქესობრივი ჯანმრთელობის თემასთან დაკავშირებით. ეს დიდებული საშუალებაა საუბრის დასაწყებად, იმის გამოსარკვევად თუ რა იცის მან და მიაწოდეთ მას სწორი ინფორმაცია. - ისაუბრეთ იმაზე მეტი ვიდრე „ფაქტებია”.
სხეულთან დაკავშირებულ ფაქტებთან ერთად და თუ როგორ მოქმედებს ისინი, ისაუბრეთ ასევე გრძნობებზე, ურთიერთობებზე და როგორ გავლენას ახდენს ისინი სხვა ადამიანებზე. - მიაწოდეთ რესურსები.
სახლში იქონიეთ ისეთი რესურსები, როგორიცაა წიგნები, რის საშუალებითაც თქვენი შვილი შეძლებს სწორი ინფორმაციის მიღებას. დარწმუნდით, რომ რესურსები შეესაბამება მის ასაკს. - არ არის აუცილებელი ყველაფერი იცოდეთ.
იყავით აქტიური მსწავლელი. თქვენი შვილი გასწავლით ზუსტად იმდენივეს, რამდენსაც თქვენ ასწავლით მას. - უბიძგეთ საკუთარ შვილს ისაუბროს იმაზე, რაზეც ფიქრობს.
ღიად საუბარი დაეხმარება თქვენს შვილს გააცნობიეროს თქვენი ღირებულებები და წარმოდგენას შეგიქმნით იმ ღირებულებებზე, რომელსაც ის სწავლობს. - ასწავლეთ მას რა არის სოციალურად შესაფერისი და შეუფერებელი.
ზრდასთან ერთად მნიშვნელოვანია ბავშვებმა ისწავლონ და გაიგონ, რომ სხვა ადამიანების სტანდარტები შეიძლება მათგან განსხვავდებოდეს. - როცა შვილი დაგისვამთ კითხვას, ეცადეთ მაშინვე უპასუხოთ.
თუ პასუხი არ გაქვთ, შესთავაზეთ რომ ერთად გაარკვევთ ან უთხარით, რომ გაარკვევთ და შემდეგ ეტყვით. არ გადადოთ, რადგან მან შეიძლება იფიქროს, რომ ეს არ არის მისაღები თემა ან საკმარისად მნიშვნელოვანი არაა, რაზეც ღირს საუბარი.