ოჯახური ღირებულებები

თქვენს შვილთან სქესობრივი ჯანმრთელობის საკითხებზე საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი გულისხმობს იმას, რომ გაუზიაროთ მას თქვენი კვალიფიციური ცოდნა. გახსოვდეთ, თქვენ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ თქვენი შვილის ცხოვრებაში.

დაუსვით კითხვა საკუთარ თავს:
იცის თუ არა თქვენმა შვილმა სინამდვილეში რისი გჯერათ?
როგორც ოჯახს, გისაუბრიათ თუ არა თქვენი ღირებულებების შესახებ?

როდესაც ესაუბრებით თქვენს შვილს, გახსოვდეთ:
★შეარჩიეთ მშვიდი გარემო და დრო;
★პატივისცემით მოეპყარით ერთმანეთს;
★მოუსმინეთ ერთმანეთს;
★გაუზიაროთ თქვენი დამოკიდებულებები და ცოდნა.

ფაქტია, რომ ის ახალგაზრდები, ვისი მშობლებიც საუბრობენ მათთან სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის თემაზე, აყოვნებენ გახდნენ სექსუალურად აქტიურები, განსხვავებით მათგან, ვისი მშობლებიც არ ესაუბრებოდნენ მათ აღნიშნულის შესახებ.

თქვენს შვილთან სქესობრივი ჯანმრთელობის შესახებ საუბრისას, შესაძლებლობა გაქვთ:
★გულწრფელად უპასუხოთ მათ შეკითხვებს – შესაფერისი სიტყვების გამოყენებით, გუწრფელად უთხრათ თქვენს შვილს, რისი ცოდნაც უნდათ.
★მიაწოდოთ სწორი ინფორმაცია – კვლევები გვიჩვენებს, რომ ახალგაზრდები ცდილობენ ინფორმაციის უმეტესობა (ან დეზინფორმაცია) სქესობრივი ჯანმრთელობის შესახებ მიიღონ მეგობრებისგან.
★წამოიწყოთ საუბარი – ზოგიერთი ბავშვი, უბრალოდ,  არასოდეს სვამს კითხვებს სქესობრივი ჯანმრთელობის შესახებ.
★გაუზიაროთ საკუთარი დამოკიდებულება, შეხედულებები და ღირებულებები – საჭიროა თქვენმა შვილმა იცოდეს თქვენი პოზიცია.
★ დაეხმაროთ საკუთარ შვილს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში – ასწავლეთ, რომ ლოიალური უნდა იყოს საკუთარი გადაწყვეტილების მიმართ.

 

ფასეულობები.

სიტყვა „ფასეულობას“ სხვადასხვა მნიშვნელობა გააჩნია: ერთი მნიშვნელობა გულისხმობს საგნის ან ნივთის რეალურ ღირებულებას. სხვა შემთხვევაში, ეს ცნება მოიცავს ფასეულობათა უფრო პირად ასპექტს, როგორიცაა, მაგალითად, ამა თუ იმ რწმენისა და იდეის მნიშვნელობა ადამიანისათვის. სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა რამ მეტად ან ნაკლებად მნიშვნელოვანია, ანუ მათ მეტი ან ნაკლები ფასეულობა გააჩნიათ. საგნები, იდეები, რწმენა ან პრინციპები, რომლებიც მნიშვნელოვანია ადამიანისათვის, ქმნის მის ფასეულობათა სისტემას. ჩვენი ფასეულობები გვეხმარება ჩვენი პიროვნულობის განსაზღვრაში და სწორი არჩევანის გაკეთებაში, რასაც სხვაგვარად ჩვენი ქცევა ჰქვია. მაგალითად: ადამიანი, რომლისთვისაც ოჯახი ფასეულია, ზრუნავს მასზე, უფრთხილდება მეუღლეს, შვილებს და ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანი, რომლისთვისაც მთავარ ფასეულობას მისი ჯანმრთელობა წარმოადგენს, ცდილობს სწორად იკვებოს, თავი აარიდოს ისეთ ქცევებს, რომელიც სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით დაინფიცირების რისკის წინაშე დააყენებს, არ მიიღოს ალკოჰოლი, თამბაქო და ნარკოტიკები. ის ადმიანები კი, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია განათლება, ბევრს სწავლობენ და აღწევენ სასურველ მიზანს.

ფასეულობაა:
★ ის, რისი მოხრე ან მოწინააღმდეგეც არის ადამიანი;
★ის, რასაც ადამიანი ირჩევს თავად, სხვათა ზეწოლის გარეშე – ანუ, ფასეულობის განსაზღვრისას არავინ ატანს ძალას, თუმცა, ნათელია, რომ განიცდის ოჯახის, მეგობრების, მასწავლებლების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების, ტრადიციული და რელიგიური ლიდერების გარკვეულ ზეგავლენას;
★ ის, რისიც სწამს და რასაც ყოველთვის დაიცავს სხვათა წინაშე;
★ ის, რასაც ადამიანი იყენებს არჩევანის გაკეთებისას და რაც განსაზღვრავს მის ქცევას მთელი ცხოვრების მანძილზე.

🔸ოჯახური ფასეულობები.
ჩვენი ფასეულობების ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს რელიგია, კულტურა, მეგობრები, მასმედია და ა.შ. თუმცა, ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი წყაროა იმ ინფორმაციისა, რომელიც ფასეულობებს აყალიბებს. ეს ფასეულობანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ცხოვრების მიმდინარეობაზე, რამდენადაც ისინი გავლენას ახდენს ჩვენ მიერ ცხოვრების მანძილზე მიღებულ გადაწყვეტილებებსა და გაკეთებულ არჩევანზე. ამდენად, ძალზე მნიშნელოვანია მივიღოთ გადაწყვეტილებები და ვიცოხვროთ ჩვენი ფასეულობების შესაბამისად.
ოჯახში ყოველთვის არ ხდება ფასეულობების უშუალო გაზირება ბავშევბისათვის. მათი უმეტესობა აღიქმება ბავშვის მიერ გარშემომყოფთა ქცევაზე დაკვირვებით და არა რაიმე პირდაპირი ინსტრუქციის შედეგად. უმეტეს შემთხვევაში, სწორედ ამ გზით ხდება სექსუალობასთან დაკავშირებული ფასეულოებების გაზიარება, ვინაიდან მშობლები ხშირად თავს იკავებენ ბავშვებთან სქესობრივი ჯანმრთელობის საკითხებზე საუბრისგან, რადგან ერიდებათ ან არ იციან, თუ როგორ მიაწოდონ ბავშვს ინფორმაცია. ოჯახური ფასეულობების გაგება ძალზე მნიშვნელოვანია, რამდენადაც სწორედ ეს ფასეულობები ახდენს ყელაზე დიდ ზეგავლენას ჩვენს გადაწყვეტილებებზე.

| | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | |
Reset list
აბორტი -  აბორტი არის სამედიცინო ჩარევა, რომელიც ტარდება ორსულობის შეწყვეტის მიზნით. კანონმდებლობით, აბორტის ჩატარება შესაძლებელია 12 კვირამდე ვადის ორსულობისას. 12 კვირაზე მეტი ვადის ორსულობის დროს აბორტი ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო და სოციალური ჩვენებების შემთხვევაში, რომელიც განიხილება ინდივიდუალურად,  კომისიური წესით. ორსულობას, რომლის შეწყვეტაც თავისთავად ხდება, ეწოდება სპონტანური აბორტი ან ე.წ. მუცლის მოშლა. ადამიანები უამრავი განსხვავებული პირადი და ჯანმრთელობის მიზეზებით იკეთებენ აბორტს.
ადამიანის პაპილომა ვირუსი - 

გენიტალური აპვ ინფექცია არის სქესობრივი გზით გადამდები დაავადება, რომელსაც ადამიანის პაპილომავირუსი იწვევს. ეს ვირუსების ჯგუფია, რომელიც 100-ზე მეტ სხვადასხვა შტამსა და ტიპს აერთიანებს. ამ ვირუსთაგან 30-ზე მეტი ონკოგენურია. ეს ვირუსები ქალისა და მამაკაცის გენიტალური არეების, მათ შორის – პენისის, საშოს და მისი გარე მიდამოების (ანუსის კანის, საშვილოსნოს ყელისა და სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის) ინფიცირებას ახდენენ.

ადამიანის უფლებები - 

ადამიანისგან, როგორც გონიერი არსებისგან, გაუსხვისებელი უფლებები, რომელთა აღიარება და დაცვა სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა. ადამიანის ძირითადი უფლებებია ყველაზე მთავარი, სასიცოცხლო მნიშვნელობის უფლებები, რომელთა გარეშე არ შეიძლება იარსებოს საზოგადობის არცერთმა წევრმა. ადამიანის უფლებები უნივერსალურია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ისინი ვრცელდება ყველაზე სქესის, ასაკის, ოჯახური მდგომარეობის, სექსუალური იდენტობისა და ქცევის, გენდერული იდენტობის, რასის, ეთნიკურობის, ნაციონალური ან სოციალური წარმომავლობის, პოლიტიკური რწმენის, მოქალაქეობის, რელიგიური აღმსარებლობის, სოციალური და ეკონომიკური სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ფიზიკური და მენტალური შესაძლებლობებისა და ჯანმრთელობის სტატუსის მიუხედავად

ათაშანგი, სიფილისი - 

სიფილისი ინფექციური დაავადებაა, რომელიც აზიანებს კანს, ლორწოვან გარსებს, შინაგან ორგანოებს, ნერვულ სისტემას. ათაშანგის გამომწვევია მიკროორგანიზმი მკრთალი ტრეპონემა, რომელიც ქსოვილებში იჭრება, მრავლდება და მთელ ორგანიზმში ვრცელდება. სიფილისით ინფიცირება ძირითადად სქესობრივი კონტაქტის შედეგად ხდება, თუმცა მისი გადაცემა შესაძლებელია საყოფაცხოვრებო გზით და გამონაყართან ახლომდებარე ქსოვილებთან ფიზიკური კონტაქტითაც.                      ეს წყლულები ადამიანს სხეულის ნებისმიერ ადგილზე შეიძლება ჰქონდეს. ასევე, ათაშანგი გადადის სისხლთან კონტაქტით და დედისგან ნაყოფზე.

აივ ინფექცია - 

აივ-ი არის ვირუსი, რომელიც იწვევს შეძენილი იმუნო დეფიციტის სინდრომის (შიდსის) ჩამოყალიბებას აივ ინფექცია ნელ-ნელა ანადგურებს იმუნურ სისტემას იმ უჯრედებში შეღწევით და განადგურებით, რომელიც აკონტროლებს და აძლიერებს იმუნურ სისტემას. დაინფიცირებიდან დიდი ხნის (როგორც წესი 3-7 წლის) შემდეგ, ყალიბდება იმუნოდეფიციტი. როდესაც ადამიანს აქვს იმუნო დეფიციტი, ორგანიზმს უჭირს დაიცვას თავი სხვადასხვა ინფექციისგან და გარკვეული სიმსივნური დაავადებებისგან, რომლებიც ცნობილია როგორც „ოპორტუნისტული დაავადებები“. იმუნო დეფიციტის განვითარების კონტროლი შესაძლებელია და ამ დაავადებების უარყოფითი შედეგები შეიძლება შემსუბუქდეს შესაბამისი მკურნალობით.

ამენორეა - 

მენსტრუაციული ციკლის არარსებობა. ამენორეაზე საუბრობენ, როდესაც გოგონას 16 წლის ან უფრო მეტი ასაკისათვის ჯერ კიდევ არ დასწყებია მენსტრუაცია ან ქალს, რომელსაც მანამდე რეგულარული ციკლი ჰქონდა, მენსტრუაცია 6 თვეზე მეტი ხნით უწყდება.

ფასეულობები

სიტყვა “ფასეულობას” სხვადასხვა მნიშვნელობა გააჩნია. ერთი მნიშვნელობა გულისხმობს საგნის ან ნივთის რეალურ ღირებულებას. სხვა შემთხვევაში, ეს მცნება მოიცავს ფასეულობათა უფრო პირად ასპექტს, როგორიცაა მაგალითად, ამა თუ იმ რწმენისა და იდეის მნიშვნელობა ადამიანისათვის. სხვადასხვა რამ მეტად ან ნაკლებად მნიშვნელოვანია სხვადასხვა ადამიანისათვის, ანუ მათ მეტი ან ნაკლები ფასეულობა გააჩნიათ. საგნები, იდეები, რწმენა ან პრინციპები, რომლებიც მნიშვნელოვანია ადამიანისათვის, ქმნის მის ფასეულობათა სისტემას. ჩვენი ფასეულობები გვეხმარება ჩვენი პიროვნულობის განსაზღვრაში და სწორი არჩევანის გაკეთებაში, რასაც სხვაგვარად ჩვენი ქცევა ჰქვია. მაგალითად: მამაკაცი, რომლისთვისაც ოჯახი ფასეულია, ზრუნავს მასზე, უფრთხილდება ცოლს, შვილებს და ზრუნავს ოჯახურ ცხოვრებაზე. ადამიანი, რომლისთვისაც მთავარ ფასეულობას მისი ჯანმრთელობა წარმოადგენს, ცდილობს სწორად იკვებოს, თავი აარიდოს ისეთ ქცევას, რომელიც სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით დაინფიცირების რისკის წინაშე დააყენებს, არ მიიღოს ალკოჰოლი, თამბაქო და ნარკოტიკები. ადამიანები, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია განათლება, ბევრს მეცადინეობენ, აბარებენ გამოცდებს და იცავენ ხარისხს.