მამაკაცისა და ქალის კონდომები კონტრაცეპციის ბარიერული მეთოდებია. ისინი იცავენ კვერცხუჯრედს სპერმატოზოიდთან შეხვედრისაგან. მამაკაცის კონდომი თავსდება მამაკაცის ერეგირებულ (გამაგრებულ) სასქესო ასოზე. კონდომი დამზადებულია თხელი ლატექსის (რეზინის) ან პოლიურეთანისაგან (პლასტიკური მასალა). ქალის კონდომი მზადდება ძალზე თხელი პოლიურეთანისაგან. იგი თავსდება საშოში და თავისუფლად ეკვრება მას.
რა უპირატესობები გააჩნია კონდომს?
- მათი გამოყენება საჭიროა მხოლოდ სქესობრივი აქტის დროს;
- ისინი იცავს პარტნიორებს სგგი-საგან, მათ შორის აივ-ისაგან;
- არ არსებობს კონდომის გამოყენების სამედიცინო უკუჩვენება ან გვერდითი მოვლენები;
- არსებობს მამაკაცის მრავალი სახის, ფორმისა და ზომის კონდომები;
- მამაკაცის კონდომი იოლად ხელმისაწვდომია.
რა ნაკლოვანებები გააჩნია კონდომებს?
- მათი მოხმარება უკავშირდება სქესობრივ აქტს;
- მამაკაცის კონდომი შეიძლება ჩამოცურდეს ან გასკდეს. გამოკვლევამ უჩვენა, რომ პოლიურეთანის კონდომები უფრო ხშირად სკდება, ვიდრე ლატექსის;
- ზოგიერთი ადამიანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა იმ ქიმიკატების მიმართ, რომლებსაც შეიცავს ლატექსი, თუმცა ეს იშვიათია;
მამაკაცის კონდომის გამოყენებისას, მამაკაცმა პენისი (სასქესო ასო) ფრთხილად უნდა გამოიღოს საშოდან ეაკულაციისთანავე (სპერმის გამოყოფისთანავე). ფრთხილად უნდა იყოს, რათა არ დაღვაროს სპერმა (ეაკულაციის დროს გამოყოფილი ბლანტი სითხე, რომელიც შეიცავს სპერმატოზოიდებს); - ქალის კონდომის გამოყენებისას აუცილებელია დარწმუნება, რომ მამაკაცის სასქესო ასო კონდომის შიგნითაა მოთავსებული და არა კონდომსა და საშოს შორის და რომ კონდომის გახსნილი ბოლო საშოს გარეთ რჩება.